სოფო გელოვანი: “ავიღე ხელში თოხი და ბარი და ეს ყოფილა დიდი სიამოვნება…”

0
695

სოფო გელოვანი ოჯახთან ერთად კარანტინს აგარაკზე გაექცა, რომელიც შარშან შეიძინეს და მიწათმოქმედებას მიჰყო ხელი.

“ძალიან გამიჭირდა სახლში ბავშვებთან ერთად ჩაკეტვა. შარშან პატარა აგარაკი ვიყიდეთ წყლულეთში, ლისთან ახლოს, 15 წუთში. ოჯახთან ერთად იქ გავიქეცი. ბევრი რამ იყო გასაკეთებელი. გვინდოდა მუშების აყვანა, ეზოს მოწესრიგება, მაგრამ კარანტინში თავად გადავწყვიტეთ. ავიღე ხელში ბარი, თოხი და ეს ყოფილა ძალიან დიდი სიამოვნება. სულ მეგონა, რომ მიწასთან ურთიერთობის სურვილი ასაკში მოდიოდა, მაგრამ ჩემთან უფრო ადრე მოვიდა. მოვიყვანეთ მწვანილი, პომიდორი, სტაფილო, ასევე დავრგეთ ნაძვები და ახლა აქედან გავრბივარ, რომ წყალი დავუსხა. ჩვენს მეზობლად არაჩვეულებრივი ოჯახი ცხოვრობს და დიასახლისი ბევრ რამეს მასწავლის”, აღნიშნა მომღერალმა “იმედის დილის” ეთერში.

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here