ნუკა კვალიაშვილი: “15 კვირის ფეხმძიმე ვარ…”

0
267

ნუკა კვალიაშვილი სოციალურ ქსელში გამოთქვამს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, როგორები არიან თანამედროვე ბიჭები და რას არ უწონებს მათ. მისი თქმით, გული სწყდება, რომ ყველა ბიჭი ერთმანეთის ასლია, მხოლოდ კაზინო და ტაბლეტები ადარდებთ, გაუბედურებული ცოლები კი ვალენტინობაზე იქით ყიდულობენ საჩუქრებს თავიანთი ქმრებისთვის.

“მწყინს, როდესაც ვკითხულობ, რომ მთელი პასუხისმგებლობა ცოლზე აქვთ გადაკიდებული, თვითონ კი დრო გაჰყავთ უსაქმურობაში, “უბანში დგომა–დალევაში“, “ღალატში“, “ოჯახის ფულის ტოტალიზატორ–? “რულეტკაში” განიავებაში, ცოლს კი 2 საათი ძილი ენატრება და დახმარება–გვერდზე დგომაზე ოცნებობს…

თქვენზე მეტი სიმამაცის არიან ის ქალები, რომლებსაც ასე ამცირებთ და კიდევ ვისაც გგონიათ, რომ ყველაფერი გექნებათ ისე, როგორც ადრე, კარგად დაიმახსოვრეთ, რომ არაფერია სამუდამო!!! აი, იმ ქალებს კიდევ ვუსურვებ შინაგანად გაძლიერებას! ვუსურვებ საკუთარ თავში თავდაჯერებულობის მომატებას და იმაზე დაფიქრებას “ერთხელ მოდიხარ ამ ცხოვრებაში და ღირს ვინმე ლუარსაბის მონობა?“ ყველა წესიერ, კარგ და ნამდვილ ადამიანს გისურვებთ წარმატებას, გამართლებას და გახსოვდეთ, რომ თქვენი კარგად ყოფნა ისევე თქვენზეა დამოკიდებული“. – წერს ნუკა კვალიაშვილი.

აშკარაა, რომ ნუკას ოჯახში ასეთი პრობლემები არ აქვს. ის მეორე შვილს ელოდება და ფოტოებსაც აქვეყნებს, სადაც წამოზრდილი მუცელი ეტყობა: “15 კვირის ფეხმძიმობა!. სქესი ჯერ არ ვიცით“ – აღნიშნავს მომღერალი.

nuka kvaliashvili 15 weeks

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here