ნუცა ბუზალაძე სადებიუტო ალბომზე მუშაობს

0
1254

ნუცა ბუზალაძემ სადებიუტო ალბომზე მშაობა დაიწყო. როგორც მომღერალი ამბობს, მასში სულ 12 სიმღერა შევა, რომელთაგანაც 6 თავად დაწერა, მელოდიაც და ტექსტიც. სანამ ალბომი გამოვა, ორ სიმღერას ნუცას შემოქმედების თაყვანისმცემლები აუცილებლად მოისმენენ წინასწარ.

როგორც ნუცა აღნიშნავს, მათ, ვისაც სურვილი აქვთ, ალბომის შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღონ, შეუძლიათ, მას „ინსტაგრამის“ გვერდზე გაჰყვნენ.

როგორც აღმოჩნდა, ალბომიდან ერთ-ერთი სიმღერა მას დათო არჩვაძემ დაუწერა. ნუცამ მასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და კომპოზიტორს მადლობა გადაუხადა ახალი სიმღერისთვის.

(ფოტო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here