ნუცა ბუზალაძე: „2018 წლის გეგმაში სიყვარული არ მეწერა, მაგრამ დაუგეგმავად მესტუმრა!..“

0
2121

ნუცა ბუზალაძემ სოციალურ ქსელში მეგობრებსა და მისი გვერდის მიმდევრებს სიახლე გაუზიარა. როგორც მომღერალი წერს, დღეს, 9 ნოემბერს მან ბინა შეიძინა და ყველაფერი, რაც აქამდე მის გეგმებში იყო, წარმატებით აასრულა. ის, რაც დაგეგმილი არ ჰქონდა, შეყვარება იყო, მაგრამ დაუგეგმავად სიყვარულიც ესტუმრა.

„09.11.2018 ❗️დღეს ვიყიდე ჩემი, საკუთარი სახლი! Bought my own house today! Wuhuu. იცით, ყოველ ახალ წელს მე ვწერ გეგმას, რომელიც უნდა იყოს შესრულებული წლის ბოლომდე✔️მე დღეს შემიძლია თავისუფლად ვთქვა, რომ 2018 წლის გეგმიდან თითქმის უკვე ყველაფერი შესრულებულია, დარჩა მხოლოდ ალბომი და ვიდეოკლიპი, რომელიც ახალ წლამდე აუცილებლად უნდა მოვასწრო! 2018 წლის გეგმაში არ მეწერა სიყვარული (ყველაზე მთავარი!!!), ჰაჰა, რაც დაუგეგმავად მესტუმრა წელს და მე ღმერთს ამისთვის ყოველდღე მადლობას ვუხდი!! ნამდვილად იღბლიანი ვარ! მისურვეთ წარმატებები, მეგობრებო და მეც გისურვებთ ყველას, ჩემი კეთილის და ბოროტის მსურველებს თქვენი ბავშვობის ოცნებების და მიზნების ასრულებას!“, წერს ნუცა ბუზალაძე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here