ნოდიკო ტატიშვილი კიდევ ერთ სიმღერასა და კლიპს ამზადებს

ნოდიკო ტატიშვილი კიდევ ერთ სიმღერასა და კლიპს ამზადებს

ნოდიკო ტატიშვილი ისევ სტუდიაშია. „ბრავო რეკორდსში“ მისი ახალი სიმღერა „მე და შენ“ მზადდება. მელოდიაც და ტექსტიც დათო ევგენიძეს ეკუთვნის. რაც შეეხება კომპოზიციის მუსიკალურ შეფუთვას, ყველა ინსტრუმენტი ცოცხლად იწერება. მასზე მუშაობს ბენდი FIVE: კლავიში – თამუნა შეყილაძე, სოლო გიტარა – ზიკო,ბასგიტარა – სანდრო მაისურაძე, დრამი – დავით თუთარაშვილი.

მუსიკალური პროდიუსინგი ალეკო ბერძენიშვილს ეკუთვნის.

ამ სიმღერაზე მალე დაიწყება კლიპის გადაღება და საზაფხულოდ გამოვა სიმღერა კლიპთან ერთად. გადაღებები რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება, კლიპის რეჟისორი ნესტან სინჯიკაშვილი იქნება.

ნოდიკო ტატიშვილს ბენდთან ერთად „ოტიუმში“ პირველ მარტს წარმატებული კონცერტი ჰქონდა. ბენდის თანხლებით მაისში მომღერალი კიდევ ერთ კონცერტს გეგმავს, რომლის თარიღიც მალე გახდება ცნობილი.

ნოდიკო:

ძალიან მიხარია, რომ დათო ევგენიძის კიდევ ერთი სიმღერა ჩავწერე. ეს ჩვენი მეორე თანმაშრომლობაა. მისი ერთი კომპოზიცია ჩემს 2011 წლის ალბომშია შესული. მცირე ხნის წინ დათოსთან სტუმრად ვიყავი და ძალიან ევგენური სიმღერა მაჩუქა, რისთვისაც მიდი მადლობელი ვარ.

მგონია, რომ ეს სიმღერა და კლიპი მსმენელს ისე შეუყვარდება, როგორც წინა კომპოზიციები. ველოდებით სიმღერის დასრულებას, რომ კლიპზე მუშაობა დავიწყოთ.

სიმღერა ბენდთან ერთად უკვე ჩავწერე, ბენდთან ერთად, რომელთანაც ბოლო თვეებია, რაც ვთანამშრომლობ. ვგეგმავთ კონცერტს მაისში, შემდეგ გასვლითს – ბათუმში.

(ფოტოები)

სიახლეები/

|

April 16, 2019 / 2:44 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ნოდიკო ტატიშვილი ორი სოლოკონცერტისთვის ემზადება

ნოდიკო ტატიშვილის შემოქმედების თაყვანისმცემლებს თბილისსა და ბათუმში მის სოლოკონცერტებზე დასწრება უახლოეს მომავალში შეეძლებათ. მომღერალი ორ კონცერტს აანონსებს ბენდთან The Five ერთად. პირველი 11 მაისს, „ოტიუმში“ გაიმართება, ბათუმში კი ნოდიკოსა და ბენდს სასტუმრო „ინტურისტი“ უმასპინძლებს, სოლოკონცერტი შედგება 26 მაისს. თბილისისა და ბათუმის კონცერტებზე ნოდიკოსთან ერთად დუეტებს შეასრულებენ სალომე ბაკურაძე და დათუნა მგელაძე. კონცერტებზე აჟღერდება სიმღერები ნოდიკოს […]

ნოდიკო ტატიშვილი ბენდთან ერთად კონცერტს 11 მაისს გამართავს

ნოდიკო ტატიშვილი 11 მაისს კონცერტს ბენდთან ერთად გეგმავს. ლოკაცია ისევ რესტორანი „ოტიუმია“, სადაც მცირე ხნის წინ ასევე ჰქონდა კონცერტი, ბენდის თანხლებით. Five-თან ერთად მუშაობა გარკევული პერიოდის წინ დაიწყო და მათმა ერთობლივმა პირველა კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა, რის შემდეგაც სწრაფადვე დაიგეგმა მეორე. შესრულდება ყველა ის სიმღერა, რომელიც მსმენელს მომღერლის რეპერტუარიდან უყვარს. მათ შორისაა სიმღერები სალომე ბაკურაძესა და […]

„მე ვზრუნავ“ – მიუსაფარი ბავშვებისთვის შოუბიზნესის წევრებმა სიმღერა ჩაწერეს

2011 წლიდან, 12 აპრილს, მსოფლიოში აღინიშნება ქუჩაში მცხოვრები და /ან მომუშავე ბავშვთა საერთაშორისო დღე. ღონისძიებების მთავარი გზავნილია ბავშვის უფლებების დაცვა და საზოგადოების ჩართულობის გაზრდა ძალადობის პრევენციის მიმართულებით. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის“ (CSDC) ინიციატივით, 2019 წლის 12 აპრილს გაიმართება ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე ბავშვების მხარდამჭერი სიმღერის – „მე ვზრუნავ“ პრეზენტაცია, რომელსაც ცნობილი სახეები: ნოდიკო […]

რას ელიან წლევანდელი „ოქროს ტალღისგან“ წლის სიმღერის ჯილდოს მფლობელები ნოდიკო ტატიშვილი და სალომე ბაკურაძე

ნოდიკო ტატიშვილსა და სალომე ბაკურაძეს, გარდა იმისა, რომ დიდი ხნის მეგობრები არიან და ნოდიკო სალომეს ვაჟის, სანტის ნათლიაც არის, საკმაოდ ახლო საქმიანი ურთიერთობებიც აკავშირებთ. მათ 2018 წელს ჩაწერეს სანატრელი დუეტი „ერთხელ წვიმიან ქალაქში“, მასზე გადაღებული კლიპი, რომელიც ნესტან სინჯიკაშვილს ეკუთვნის და 10 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაფასდა წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიაზე და […]

ნოდიკო ტატიშვილი და The Five Band გაზაფხულის პირველ დღეს „ოტიუმში“ გიმასპინძლებენ

ნოდიკო ტატიშვილმა ბენდი შეკრიბა და 1-ელ მარტ ს „ოტიუმში“ სოლოკონცერტს მართავს. შესრულდება როგორც ჰიტები მისი რეპერტუარიდან, ასევე მსოფლიო ჰიტები. ნოდიკოს ბევრჯერ უმუშავია ბენდთან ერთად და ფიქრობს, რომ ცოცხალი მუსიკის ტენდენციის წამოსვლის კვალდაკვალ, ამ მხრივ საკუთარ მსმენელს გაანებივრებს. ნოდიკო: 1-ელ მარტს „ოტიუმში“ ვმართავ ძალიან ხალისიან და ბედნიერ კონცერტს. გაზაფხულის პირველ დღეს ერთად გავატარებთ (იღიმის). ეს იქნება […]

რეკლამა