ნინო გაჩეჩილაძე “იმედის“ “დღის შოუს“ აკრიტიკებს – “ხომ კარგად ხართ?“

ნინო გაჩეჩილაძე “იმედის“ “დღის შოუს“ აკრიტიკებს – “ხომ კარგად ხართ?“

მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ “იმედის“ “დღის შოუში“ სეზონური დეპრესიის შესახებ სალაპარაკოდ მიიწვიეს, შემდეგ კი მის გამოსვლას ისეთი სათაური გაუკეთეს, რომელიც შინაარსს არ შეესაბამებოდა.

“დღეს ტვ “იმედში“ ვიყავი მიწვეული სტუმრად გადაცემა “დღის შოუში“, სადაც უნდა გვესაუბრა სეზონურ დეპრესიაზე, (ასეთი ტერმინი თუ არსებობდა, არც ვიცოდი), მე ამას “ზამთრის მოწყენილობას“ ვეძახი. ცოტა ხნის წინ დაიდო გადაცემის ლინკი სათაურით “ცნობილი მსახიობის საეთერო აღსარება – ახლა კარგად ვარ“ (ანუ მე თითქოს დეპრესია მქონდა და ახლა კარგად ვარ:)))))))))))))) მე კი ვარ კარგად, მაგრამ ვინც ასეთ სათაურებს აკეთებთ, თქვენ ხომ კარგად ხართ?:))))“ – კითხულობს ნინო.

ნინოს დამ, მომღერალმა თაკო გაჩეჩილაძემ ურჩია: “თქვენ ხომ კარგად ხართ კი არა, სხვა კითხვა უნდა დასვა…“

სიახლეები/

|

February 12, 2016 / 3:02 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ნინო ნადირაძე: “3 თვეში ბებია გავხდები”

ნინო ნადირაძეს მალე ბებიობას მივულოცავთ. მას პირველი შვილიშვილი სამ თვეში შეეძინება. მისი გოგონა, ბაია, ფეხმძიმედ არის. “3 თვეში ბებია გავხდები”, წერს ცნობილი ექიმი და ტელეწამყვანი და ქალიშვილის ფოტოს აქვეყნებს. ამ პოსტის ქვეშ დედა–შვილა უამრავი მილოცვა მიიღო. კომენტარებში აღნიშნავენ, რომ ბაია კუზანოვა ძალიან ლამაზი ორსულია. (ფოტო)

ია ჩანტლაძე ტყუპების მოლოდინში – „ეს ამბავი რომ გავიგე, ვიტირე…“

მომღერალ ია ჩანტლაძეს, რომელმაც წლებია, უკვე ბიზნესში გადაინაცვლა, პირად ცხოვრებაში დიდი სიახლე აქვს. ის და მისი იტალიელი მეუღლე, ჯანკარლო მერკადანტე ტყუპებს ელოდებიან. წყვილს დიდი ხანია, ერთმანეთი არ უნახავს. პანდემიის გამო, ჯანკარლომ საქართველოში დაბრუნება ჯერჯერობით ვერ მოახერხა. როგორც მომღერალმა გვითხრა, ამ განშორებას რაციონალურად უდგებიან და მსჯელობენ, რომ მოუყვებიან შვილებს იმის შესახებ, როგორ გაატარეს კარანტინი მათმა მშობლებმა […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ნინო გაჩეჩილაძე: „პირველი ქვეყანა, სადაც წავალ, ავსტრია იქნება, რომ ჩემი და დისშვილები მოვინახულო…“

მსახიობმა ნინო გაჩეჩილაძემ წლებია, მაყურებელს ტელეეკრანიდან თუ თეატრალური სივრციდან თავი შეაყვარა. „ჩემი ცოლის დაქალების“ გადაღებები ამჟამად გაჩერებულია, თუმცა მსახიობები უკვე ელოდებიან მის გაგრძელებას ივნისის თვიდან და ერთი სული აქვთ, როდის დაუბრუნდებიან გადასაღებ მოედანს. ნინო გაჩეჩილაძემ კარანტინი ისევე გაატარა, როგორც ბევრმა ჩვენგანმა. ის მარტო ცხოვრობს, მაგრამ ამ ეტაპზე მშობლებთან გადასვლა არჩია. როგორც თავად გვითხრა, მასაც და […]

ნინო გაჩეჩილაძის გმირს ცოლიან მამაკაცთან ფლირტის გამო სასტიკად აკრიტიკებენ

  ნინო გაჩეჩილაძე „ჩემი ცოლის დაქალების“ პირველივე სეზონიდან თავქარიანი კატოს როლს ასრულებს. მსახიობი ამ როლით ფართო მაყურებლისთვის გახდა ცნობილი. კატოს ხშირად აკრიტიკებენ ბევრ მამაკაცთან ურთიერთობის გამო, თუმცა ბოლო სერიაში ცოლიან სანდროსთან ფლირტის გამო მაყურებელმა კრიტიკა არ დაიშურა და საკუთარ მოსაზრებებს რადიკალურად გამოთქვამს. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს: ედიტა: „იმედი მაქვს, ძალიან დიდი იმედი, კატოსნაირი ,,ბოზი” ქალები წაიკითხავენ […]

რას წერს ნინო გაჩეჩილაძე თაკოს შესახებ?

გუშინ “ევროვიზიის” პირველი ნახევარფინალი გაიმართა. ქართველი კონკურსანტი, თაკო გაჩეჩილაძე ფინალში ვერ გადავიდა. თაკოს და, მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე აღნიშნულთან დაკავშირებით შემდეგ პოსტს აქვეყნებს: “პირადად ჩემი და ჩემი ქვეყნის გამარჯვება ხარ მაინც” – წერს ნინო. “გამარჯვებააა აბა რაა… მაგათი ჟიურის დედაც” – წერს ნინოს მეგობარი კომენტარებში.  

რა დაუწერეს მანქანაზე ნინო გაჩეჩილაძეს?

კატო კირვალიძის და ბარბარე მანტკავას პერსონაჟები სულ უფრო პოპულარულები ხდებიან. სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” ბარბარე მანტკავას გამოჩენით სასიყვარულო სამკუთხედი შეიკრა, რომელსაც მაყურებელი თვალს დიდი ინტერესით ადევნებს. მათ ერთი ბიჭი მაქსიმე უყვართ. კატოს როლის შემსრულებელმა, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობმა, ნინო გაჩეჩილაძემ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა. მას მანქანაზე დაუწერეს, რომ მაქსიმეს შეეშვას. “არ ვიცი ჩანს, თუ არა კარგად, […]

ნიცა, მილანი, გოა – სად გაატარეს ზაფხული ცნობილმა ქართველებმა?

ზაფხული დასრულდა, ზოგმა მოახერხა დასვენება, ზოგს კი ამის ან საშუალება არ ჰქონდა ან დრო. რასაც ვერ ვიტყვით ცნობილ ადამიანებზე, ვინ სად გაატარა ზაფხულის არდადაგები ამას სტატიიდან შეიტყობთ. ნინი ბადურაშვილი ნინი ბადურაშვილმა ზაფხული მცხეთაში გაატარა, სადაც მის ოჯახს აგარაკი აქვს. პატარა ელენეს დაბადების დღეც ნინიმ წელს მცხეთაში გადაიხადა. მომღერალი ხშირად ჩადიოდა ბათუმში, ასევე ბაკურიანშიც იმყოფებოდა. ამჯერად […]

რეკლამა