“გრეჩიხების გარდა რავა ყველა სოფლელი ვყოფილვართ ამ “გოროდში“

0
62

“20:30“-ის ეთერში გია გაჩეჩილაძემ ჟურნალისტების შესახებ ისეთი განცხადება გააკეთა, რომელსაც ამ პროფესიის წარმომადგენლების მხრიდან დიდი რეზონანსი მოჰყვა. “დღეს ჟურნალისტი მირეკავს, ვეუბნები – ხომ გავაკეთე განცხადება, ამაზე მეტი რა უნდა გითხრათ, ვერაფერს ვეღარ ვილაპარაკებ. თან ჟურნალისტი, რომელსაც არანაირი განათლება არ აქვს ჟურნალისტურ სფეროში, პირდაპირ არის, შეიძლება, ერთი თვის ჩამოსული რაიონიდან და მიკროფონი აქვს ხელში დაჭერილი, არ შეიძლება ასე!“ – აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

სოციალურ ქსელში ჟურნალისტები ამ განცხადებას შესაბამისი პოსტებით აპროტესტებენ.

“გამარჯობა, მე დუშელი ვარ.

დედაქალაქის უბნებში დამოუკიდებლად ბორიალისას, მხოლოდ დიღმის მასივში არ ვიკარგებოდი. დიღომში ჩემი ბებია და ბაბუა ცხოვრობდნენ და მეტ-ნაკლებად ვცნობდი მის კვარტლებს. კიდევ ვიცოდი დიდუბე, ვაგზლის მოედანი და ლილოც, რდგან სასკოლე სამოსისთვის აგვისტოს ბოლის “ბაზრობაზე“ უთენია მივყავდი დედას. შემოვირბენდით მოვაჭრეთა დახლებს და ამით მთავრდებოდა თბილისში რამდენიმესაათიანი სტუმრობა.

საფუძვლიანად დედაქალაქში 2000 წლის ივლისში გადმოვცხოვრდი.

ბაბუაჩემს რომ გიდის როლი არ მოერგო, თსუ–ს მაღლივ კორპუსს, მისაღები გამოცდების ადგილს, ვერ მივაგნებდი.

მერე ვისწავლე ვაკისკენ, მეექვსე კორპუსიისკენ მიმავალი გზა – ჩემი “პროვინციალიზმიდან“. მიკროფონის ჭერაც, კითხვების დასმაცა და რესპონდენტებთან ურთიერთობა–საუბარიც რაონიდან ჩამოსვლის მერე ვისწავლე, ჩემო ბატონო“. – წერს “რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი დათო ქაშიაშვილი.

“მაესტროს“ ჟურნალისტი, ნინო არღვლიანი: “გამარჯობა, მე სვანეთიდან ვარ“.

“მაესტროელი“ სოფო ბერიძე: “გამარჯობა, მე რუსთაველი ვარ“.

“იმედის“ კორესპონდენტი, გურამ როგავა: “მე ზუგდიდელი ვარ“.

ჟურნალისტების ამ პოსტებს ეხმაურება პოეტი პაატა შამუგიაც: “გრეჩიხების გარდა რაცა ყველა სოფლელი ვყოფილვართ ამ “გოროდში“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here