ნინო ჩხეიძე თბილისობის კონცერტზე კვლავ არ მიიწვიეს – „მორჩილად ველოდებოდი ზარს ჩემს მობილურზე…“

0
2461

ნინო ჩხეიძე თბილისობასთან დაკავშირებულ სტატუსს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ მორჩილად ელოდებოდა, როდის დაურეკავდნენ ცენტრალურ კონცერტში მონაწილეობის შეთავაზებით, თუმცა ეს ზარი მის ტელეფონზე არ გაისმა.

მომღერალი წერს:

„საღამო მშვიდობისა, სანამ პრესაში გამოქვეყნდებოდა მომღერლების სია, მორჩილად ველოდებოდი ზარს ჩემს მობილურზე მაგრამ ამაოდ. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემს ქალაქს ჩემს ხალხს და ჩემს თაყვანისმცემლებს, ადამიანებს, ვისაც მოწონს ჩემი ნამღერი სიმღერები გაუხარდებოდათ ჩემი დანახვა თბილისობის კონცერტზე, ამ პოსტსაც იმიტომ ვწერ, რომ უმტკივნეულოდ დავაფიქსირო ჩემი მოკრძალებული აზრი –  „მუდმივი არაფერია სამყაროში სიყვარულის გარდა”.

ჩახედეთ ყველამ თქვენს გულებს, გადამოწმეთ თქვენი ფიქრი და ნაბიჯიც შესაბამისი გადადგით. გულწრფელად ვულოცავ ჩემს ქალაქს წინასწარ თბილისობას და ყველა ჩემს კოლეგას ვუსურვებ წარმატებას როგორც საქმეში ასევე პირად ცხოვრებაში. მუდამ თქვენი ნინო ჩხეიძე“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here