ნინი ქარსელაძე და სალომე გოგიაშვილი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვენ

ნინი ქარსელაძე  და სალომე გოგიაშვილი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვენ

ნინი ქარსელაძე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის წინააღმდეგ სტატუსს აქვეყნებს. მომღერალი აღნიშნავს, რომ ინაუგურაციაზე სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ რამდენიმე ცნობილ სახეს თვაურის მეუღლემ სოციალური ქსელის საშუალებით შეურაცხყოფა მიაყენა, რაც მიუღებელია.

გთავაზობთ ნინის სტატუსს:

„ბატონო გია Gia Tvauri , მე და ძალიან ბევრი ადამიანი ვითხოვთ, რომ თქვენნაირი ამორალური ხალხისგან გაგვათავისფულოს „ქართულმა ოცნებამ“!!!! თქვენ და თქვენი ოჯახი, ეტყობა ვერ ხვდებით, საერთოდ სად ხართ, რომელ გუნდში და რა მოცემულობაში!!! ნაციონალურმა მოძრაობამ ამ არჩევნებში იცით, რატომ აიღო ამხელა პროცენტი? თქვენნაირი ადამიანები  რომ არიან ქართულ ოცნებაში, ზუსტად ამიტომ!!!! თქვენი მეუღლე ამ პერიოდის განმავლობაში დაკავებული იყო მხოლოდ ჩვენი, „ქართული ოცნების“ გულწრფელი მხარდამჭერების შეურაცხყოფით!!! ეს არის უზნეობა!!!!! @Gia tvauri თქვენნაირებმა ჩაგვაგდეს ამ მდგომარეობაში!!!!! დროა, მიბრძანდეთ სახლში. ჩვენ ვიბრძოლეთ და თურმე თქვენ, გუნდის წევრი, მშვიდად უყურებდით, თქვენი მეუღლე როგორ ქილიკობდა ჩვენზე? იქონიეთ სინდისი და დატოვეთ თანამდებობა! ცოლი თუ არ ითვალისწინებს თქვენს თანამდებობას, თქვენ ამხელა სტრუქტურას მით უმეტეს ვერ გააკონტროლებთ!

ქართული ოცნება / Georgian Dream გთხოვთ ასეთებს მიხედეთ!! 2020-ში ზუსტად ესენი დაგვღუპავენ! მე ამათნაირებისთვის არ მიბრძოლია!“

მის ამ მოთხოვნას უერთდება სალომე გოგიაშვილიც, რომელიც ასევე გახლდათ იმ ფოტოზე წარმოდგენილი, რის გამოც გია თვაურის მეუღლემ მათ დასცინა.

სალომე წერს:

„დროა დასრულდეს, ჩვენ ამისთვის არ გვიბრძოლია! ბატონო გიორგი, იქნებ, ცოლს ასწავლოთ ადამიანების პატივისცემა, განსაკუთრებით, თქვენი თანამებრძოლების“.

(ფოტოები)

სიახლეები/

|

December 17, 2018 / 6:56 pm

TOP სიახლეები

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ნინი ქარსელაძეს მამამ გარდაეცვალა – „ამ ცხოვრებაში მხოლოდ სიყვარული ყოფილა მნიშვნელოვანი…“

როგორც სოციალურ ქსელში ხათუნა ჟორდანია წერს, მისი პირველი მეუღლე, ნინი ქარსელაძის მამა, თეკუჩა გარდაიცვალა. ოჯახი სამძიმარს იღებს. ბოლო პერიოდში ნინის მამას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ამის შესახებ თავად ნინი წერდა და აღნიშნავდა: „მამა!!!! ახლა წასვლის დრო არ არის…. ხომ დაგპირდი ბევრ რამეს?! ხოდა არ დამტოვო, მჭირდები!!!! მოიკრიბე მთელი შენი ძალა, ენერგია, იბრძოლე იმისთვის, რომ გადარჩე და […]

ნინი ქარსელაძე ზურა ხაჩიძის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს – „ჩემი ბიჭი…“

მომღერალი ნინი ქარსელაძე აქვეყნებს პოსტს, სადაც სრულ მხარდაჭერას უცხადებს ზურა ხაჩიძეს ახალ პოსტზე. დღეს გავრცელდა ცნობა, რომ ზურა ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა. ამ პოსტზე მას დიდი გეგმები აქვს და საკუთარი გამოცდილების გამოყენებას სამცხე-ჯავახეთის პოპულარიზაციისთვის გეგმავს. ნინი ქარსელაძე წერს: „ჩემი ბიჭი❤ დარწმუნებული ვარ, შენს საყვარელ მხარეს ისე მოუვლი და გადაჰყვები, როგორც მე 8 წლიდან!!! წარმატებები. […]

ნინი ქარსელაძე: „ჩემი ორივე ნათლია ღმერთმა თავისთან წაიყვანა…“

ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ერეკლე ბადურაშვილისა და გიო ხუციშვილის ახალგაზრდობის ფოტოს. როგორც ცნობილია, ერეკლე და გიო ახალგაზრდობიდან მეგობრობდნენ და ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყვნენ. როგორც ნინი წერს, ორივე მისი ნათლია იყო. გთავაზობთ მომღერლის სტატუსს: „ჩემი ნათლიები. გიო და ერეკლე❤️ ღმერთმა თავისთან წაიყვანა…. მეორე ნათლიაც აღარ მყავს… Erekle Badurashvili მიყვარხართ და სულ ჩემს გულში იქნებით!!!!“ (ფოტო)

სალომე გოგიაშვილი: „არც მკერდის ოპერაცია დამიმალავს და არც ცხვირის“

სალომე გოგიაშვილმა ახლახან ცხვირის ოპერაცია გაიკეთა და ძალიან კმაყოფილი დარჩა შედეგით. როგორც ამბობს, მისი ოჯახის წევრებს, მათ შორის მეუღლესა და შვილებს არ უნდოდათ, მაგრამ თავად რამდენიმე წელი ფიქრობდა დაცემისას გამრუდებული ცხვირის ფორმის შეცვლაზე და როგორც იქნა, ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა… როგორც „თბილისელებთან“ ინტერვიუში ამბობს, მას არც ცხვირის ოპერაციის ამბავი დაუმალავს, რადგან სურდა, ვისაც ასეთი განზრახვა […]

როგორ გამოიყურება სალომე გოგიაშვილი პლასტიკური ოპერაციის შემდეგ (ფოტოები)

ტელეწამყვანმა სალომე გოგიაშვილმა ახლახან პლასტიკურ ქირურგს მიმართა. სალომემ გადაწყვიტა, დიდი ხნის ოცნება აესრულებინა და ცხვირის ოპერაცია გაეკეთებინა. მან „ინსტაგრამის“ გვერდზე რამდენიმე ვიდეოც კი გააზიარა, სადაც ამ სურვილის შესახებ ისაუბრა. სალომემ ახლახან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც უკვე ჩანს შედეგი. ფოტოს დადებითი კომენტარები აქვს. ტელეწამყვანს უწერენ, რომ გარეგნობაში ეს ცვლილება ძალიან უხდება. (ფოტოები)

რეკლამა