ნინი ქარსელაძე და სალომე გოგიაშვილი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვენ

ნინი ქარსელაძე  და სალომე გოგიაშვილი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვენ

ნინი ქარსელაძე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის წინააღმდეგ სტატუსს აქვეყნებს. მომღერალი აღნიშნავს, რომ ინაუგურაციაზე სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ რამდენიმე ცნობილ სახეს თვაურის მეუღლემ სოციალური ქსელის საშუალებით შეურაცხყოფა მიაყენა, რაც მიუღებელია.

გთავაზობთ ნინის სტატუსს:

„ბატონო გია Gia Tvauri , მე და ძალიან ბევრი ადამიანი ვითხოვთ, რომ თქვენნაირი ამორალური ხალხისგან გაგვათავისფულოს „ქართულმა ოცნებამ“!!!! თქვენ და თქვენი ოჯახი, ეტყობა ვერ ხვდებით, საერთოდ სად ხართ, რომელ გუნდში და რა მოცემულობაში!!! ნაციონალურმა მოძრაობამ ამ არჩევნებში იცით, რატომ აიღო ამხელა პროცენტი? თქვენნაირი ადამიანები  რომ არიან ქართულ ოცნებაში, ზუსტად ამიტომ!!!! თქვენი მეუღლე ამ პერიოდის განმავლობაში დაკავებული იყო მხოლოდ ჩვენი, „ქართული ოცნების“ გულწრფელი მხარდამჭერების შეურაცხყოფით!!! ეს არის უზნეობა!!!!! @Gia tvauri თქვენნაირებმა ჩაგვაგდეს ამ მდგომარეობაში!!!!! დროა, მიბრძანდეთ სახლში. ჩვენ ვიბრძოლეთ და თურმე თქვენ, გუნდის წევრი, მშვიდად უყურებდით, თქვენი მეუღლე როგორ ქილიკობდა ჩვენზე? იქონიეთ სინდისი და დატოვეთ თანამდებობა! ცოლი თუ არ ითვალისწინებს თქვენს თანამდებობას, თქვენ ამხელა სტრუქტურას მით უმეტეს ვერ გააკონტროლებთ!

ქართული ოცნება / Georgian Dream გთხოვთ ასეთებს მიხედეთ!! 2020-ში ზუსტად ესენი დაგვღუპავენ! მე ამათნაირებისთვის არ მიბრძოლია!“

მის ამ მოთხოვნას უერთდება სალომე გოგიაშვილიც, რომელიც ასევე გახლდათ იმ ფოტოზე წარმოდგენილი, რის გამოც გია თვაურის მეუღლემ მათ დასცინა.

სალომე წერს:

„დროა დასრულდეს, ჩვენ ამისთვის არ გვიბრძოლია! ბატონო გიორგი, იქნებ, ცოლს ასწავლოთ ადამიანების პატივისცემა, განსაკუთრებით, თქვენი თანამებრძოლების“.

(ფოტოები)

სიახლეები/

|

December 17, 2018 / 6:56 pm

TOP სიახლეები

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

სალომე გოგიაშვილი: „სახლში ჩაჯდომა და ქმრის ხარჯზე ცხოვრება „მეგოიმება“

სალომე გოგიაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს იმის შესახებ, როგორი მნიშვნელოვანია, რომ ქალს საკუთარი შემოსავალი ჰქონდეს და მეუღლეზე არ იყოს დამოკიდებული: „სახლში ჩაჯდომა და ქმრის ხარჯზე ცხოვრება „მეგოიმება“. მხოლოდ ფულში არ არის საქმე, უბრალოდ, შენი პატარა საქმე ყოველთვის უნდა ჰქონდეს, სახლიდან რომ გახვიდე და ტონუსშიც იყო, დაფასებული, მობილიზებული და თვითრეალიზებული. მოკლედ, მე უსაქმურად არასდროს ვყოფილვარ, სულ აქტიური […]

სალომე გოგიაშვილი: „ეს არის ჩემი მესამე ქორწინება. ამაზე საუბრისას ამბობენ ხოლმე, თქვენ რა გიჭირთ, ერთი და იგივე ხალხი თხოვდებითო…“

სალომე გოგიაშვილი „ტვ პირველის“ შეკითხვებს პასუხობს, მათ შორისაა კითხვები პირად ცხოვრებაზეც. ჟურნალისტს პირველი და მეორე ქორწინებებიდან მას გოგონა და ბიჭი ჰყავს, ხოლო მესამე ქორწინებიდან ვახო ნიკოლაიშვილთან, ორი ბიჭი. ჟურნალისტი ტელეინტერვიუში ამბობს, რომ ვახოს სახით მან თავისი ნამდვილი მეორე ნახევარი იპოვა. რაც შეეხება ქორწინებებს, კითხვაზე, რამდენჯერ ჰყვარებია, ის დასძენს: „იცით, რომ ეს არ არის ჩემი პირველი […]

ნინი ქარსელაძე: „სიგარეტს 15 წლიდან ვეწეოდი, მამა რომ გარდაიცვალა, ექვსი ბლოკი სიგარეტი მოვწიე… ისრაელში დედას ონკოლოგმა მირჩია თავის დანებება…“

ნინი ქარსელაძე „დილა მშვიდობისა საქართველოს“ საგარეტის მოწევის თავის დანებების საკუთარ ამბავს უზიარებს და აღნიშნავს, რომ ამ მავნე ჩვევას დედის ონკოლოგის რჩევით გამოემშვიდობა. ნინი ქარსელაძე: „სამი წელია, რაც აღარ ვეწევი. ჩემდა სამწუხაროდ,  ვიყავი მწეველი 15 წლიდან. დედა რომ ჩავიყვანე პირველად ისრაელში, იქ ონკოლოგმა მითხრა, თუკი ეს არ არის ძირითადი მიზეზი, რაც დედაშენს სჭირს, 90% მაინც არის მაპროვოცირებელი […]

სალომე გოგიაშვილი: „ცხოვრებაში წყალი არ დამილევია, არც გამისინჯავს…“

სალომე გოგიაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ საკუთარი ცხოვრების წესსა და რუჯის სიყვარულზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის, რაც არ უყვარს, წყლის დალევაა: „ცხოვრებაში, რაც თავი მახსოვს, წყალი არ დამილევია, არც გამისინჯავს. შემიძლია, დავიფიცო. ჩემი მეგობრები, ახლობლები და ოჯახის წევრები წყალს რომ სვამენ, თავს სხვა მხარეს ვატრიალებ, რომ ეს პროცესი არ დავინახო – ეგრევე გული მერევა. რამდენჯერმე ძალით […]

ნინი ქარსელაძე გარდაცვლილ მამას იხსენებს: „გთხოვ, ღმერთს უთხარი, უფრო მეტად უყვარდეს უმამოდ დარჩენილი გოგოები…“

ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში მამას, თეკუჩას იხსენებს, რომლის გარდაცვალების დღეც სწორედ 12 ივლისია. ნინის მამასთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. „ზუსტად ვიცი, რომ წლების შემდეგ აუცილებლად შევხვდებით უკეთეს სამყაროში… და ძალიან ბევრს მოგიყვები იმაზე, როგორი იყო უშენოდ ცხოვრება ამ საშინლად გაბოროტებულ სამყაროში. და კიდევ… მამა, გთხოვ, ღმერთს უთხარი, უფრო მეტად უყვარდეს უმამოდ დარჩენილი გოგოები… მა, მენატრები…“ (ფოტოები)

რეკლამა