ნინი ბადურაშვილი თბილისობის შესახებ – “ერთი კონცერტის გამო წყობიდან გამოსვლა უხერხულია…“

0
47

თბილისობის გალაკონცერტის გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. ამჯერად, ამ თემას გამოეხმაურა ნინი ბადურაშვილი, რომელმაც სოციალურ ქსელში კოლეგებს უპასუხა. მისი თქმით, ბევრი წელი თავადაც არ უმღერია თბილისობაზე, მაგრამ შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია.

“საყვარელო კოლეგებო, მეგობრებო! ბევრი წელი მეც არ მიმღერია თბილისობის გალაკონცერტზე, მაგრამ არასდროს არ მიმიყენებია შეურაცხყოფა იმ მომღერლებისთვის, ვინც იმ კონცერტებში მღეროდა! ერთი კონცერტის გამო ასე წყობიდან გამოსვლა ცოტა უხერხულია!) გისურვებთ წარმატებებს!“ – წერს ნინი.

შეგახსენებთ, რომ იმ შემსრულებლებმა, რომლებსაც კონცერტზე გამოსვლის შესაძლებლობა არ მიეცათ, სოციალურ ქსელში სპეციალურად ამ თემასთან დაკავშირებით სტატუსები გამოაქვეყნეს.