ნიკა გვარამია „საქართველოს ვარსკვლავს“ ჩინურ „მხოლოდ ქართულს“ უწოდებს – რას პასუხობს პროექტის წარმომადგენელი

ნიკა გვარამია „საქართველოს ვარსკვლავს“ ჩინურ „მხოლოდ ქართულს“ უწოდებს – რას პასუხობს პროექტის წარმომადგენელი

ნიკა გვარამია „საქართველოს ვარსკვლავს“ აკრიტიკებს. მისი არხის ყოფილი მთავარი პროდიუსერების, დემნა ჯაფარიძისა და გიორგი ხაბურზანიას პროექტი, რომელიც ამჟამად „პირველ არხზე“ გადის და „ევროვიზიისთვის“ ქართველ კონკურსანტს არჩევს, გვარამიას აზრით, „მხოლოდ ქართულის“ ჩინური ვერსიაა. გთავაზობთ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პოსტს ამ თემაზე:

„მხოლოდ ქართული” made in China სირცხვილი და თავის მოჭრა. “საქართველოს ვარსკვლავი” კი არა, “მხოლოდ ფანდური” უნდა ერქვას ამ სასტიკ სიბანძეს.

ერთი ამის ბიუჯეტი გამოვითხოვოთ Nodar Meladze გავიგოთ, რა გვიჯდება გადასახადის გადამხდელებს ეს 3%იანი კატასტროფა.

p.s. ან აქ რეკლამა ვის და რატომ მიაქვს, ამ ურეიტინგო ქაჯობაში?! ვერ დავიჯერებ, რომ თავისი ნებით ამაში ვინმე ფულს იხდის“.

ნიკა გვარამიას უპასუხა „ნოვა პროდაქშენის“ ამრკეტინგის სამსახურის უფროსმა, სალომე ლილუაშვილმა, რომელმაც ვრცელ სტატუსში განმარტა, რატომ არის წარმატებული „საქართველოს ვარსკვლავი“ და ნიკა გვარამიას ქვეყნის მთავარი გურმანი და მუსიკალური ექსპერტი უწოდა:

„ქვეყნის მთავარი გურმანისგან, მთავარი მუსიკალური ექსპერტისა და მთავარი არხის დირექტორისგან დიდი კომპლიმენტი მივიღე “საქართველოს ვარსკვლავის” გაყიდვებთან დაკავშირებით. ❤️

დიახ, “ნოვა ფროდაქშენზი” კომერციული კომპანიაა. დიახ, ყველა ჩვენი პროექტი, რომელსაც სხვადასხვა არხზე ვაკეთებდით და ვაკეთებთ, ყველაზე გაყიდვადია. ფინანსური შედეგები ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული- პროექტების ხარისხზე, ჩვენი კომპანიისადმი ნდობაზე და ბუნებრივია, ჩემს შესანიშნავ უნარებზეც. :))

დიახ, „პირველი არხისთვის“ ჩვენმა კომპანიამ პრეცედენტი შექმნა მოულოდნელად მაღალი გაყიდვების თვალსაზრისით და ამით ნამდვილად ვამაყობთ.

ვამაყობთ იმითაც, რომ პროექტების “რუსთავი2”-დან “იმედზე” გაკეთების შემდეგ, გადაცემებში ინტეგრირებული სარეკლამო მომსახურების ღირებულება შევინარჩუნეთ და დიდი კონკურენციისა და ჩაკეტილი სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის პირობებში, გაყიდვების რეკორდულად მაღალი შედეგი დავდეთ.

რაც ეხება დაკოპირებას. მთავარი ოთახი, ემოციებისა თუ რეპეტიციის ოთახი, ინტერნეტოთახი და სხვა სახის კონტენტში ინტეგრირებული მომსახურება – ეს შოუს კომერციალიზებული ელემენტებია, რომელიც 11 წლის განმავლობაში ჩვენი ჯგუფის მიერ იქმნებოდა და მკვიდრდებოდა. ბოლოს, იმდენად მაღალი იყო მოთხოვნა, რომ დავამატეთ სრულიად ახალი, სტუმრების ოთახი, რომელიც კომერციულად ასევე გამართლებული იყო. ჰოდა, გაყიდვებისა და ბრენდირების სქემა სრულად გადაკოპირებული და უცვლელად შენარჩუნებულია “მხოლოდ ქართულსა” და სხვა პროექტებში.

იგივე მოხდა „პირველ არხზეც“ – მაღალი დაკვეთის გამო კიდევ ერთი, “მუსიკალური ექსპერტების ოთახი” გაჩნდა.  სულ მალე ახალ პროექტებს ვიწყებთ, ახალი კომერციული სქემებით.

რაც ეხება პარტნიორ კომპანიებს – ვწუხვარ, რომ პირადი ანგარიშსწორების გამო, რ2-ის დირექტორმა თქვენი კომპანიების რეპუტაციას ზიანი მიაყენა.

კიდევ ერთხელ მადლობა ნდობისა და თანამშრომლობისთვის“.

სიახლეები/

|

February 18, 2019 / 1:38 pm

TOP სიახლეები

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ნიკა გვარამია: „არ ვიცი, სიხარულიძეა, თუ ბაგრატიონი, მაგრამ ანა არის მაღალი კლასი!.

ნიკა გვარამია ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ მისი სილამაზე სტუდენტობიდან ახსოვს. „რუსთავი 2“-ის დირექტორი მხარდაჭერას უცხადებს ანა ბაგრატიონს და წერს, რომ ის ძალით მიათხოვეს შარლატანს. „მე არ ვიცი, სიხარულიძეა თუ ბაგრატიონი, მაგრამ ანა არის მაღალი კლასი. სტუდენტობისას მახსოვს, მეგონა ასხივებდა, ისეთი განსაკუთრებული სილამაზე ჰქონდა (მის დასაც). რაც ამ გოგოს გადახდა: ჯერ ძალით მიათხოვეს […]

მწვავე დაპირისპირება გიორგი გასვიანსა და ნიკა გვარამიას შორის – „გავიგეთ, რომ „მთავარი“ არხის მთავარი ნიკა ხარ…“

„სიცრუის დეტექტორის“ წამყვანი, გიორგი გასვიანი „მხოლოდ ქართულის“ გუშინდელ ტურს ეხმიანება, სადაც ნიკა გვარამიამ ნუცა თოფურიას გადასარჩენად ვეტო გამოიყენა და მას კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების საშუალებას მისცემს. გიორგი გასვიანმა დაწერა, რომ იმავეს გამოყენება შეეძლო არხს ახალი წლის ღამეს, როდესაც მსახიობი, გიორგი ცხადაძე უსამართლოდ გააგდეს. გთავაზობთ ტელეწამყვანის სტატუსს: „ახალი წლის ღამეს კაცი კომპოზიტორების ტური იყო და რატომ არ […]

„მხოლოდ ქართული“ წლის საუკეთესო ტელეპროექტია

„ოქროს ტალღის“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 26 ივნისს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა. უამრავი ქართველი ვარსკვლავი, 15 ნომინაცია, საინტერესო გამოსვლები ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად – უამრავი ეპიზოდი გუშინდელი საღამოდან „ოქროს ტალღის“ ისტორიაში ჩაიწერა. გამორჩეული იყო ეს დღე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვისაც, არხი მისი ბოლოდროინდელი რეიტინგული პროექტისთვის დაჯილდოვდა – „მხოლოდ ქართული“ მაყურებლის რჩეულიც გახდა და „ოქროს ტალღისაც“. ჯილდოს […]

ნიკა გვარამია „იქს ფაქტორის“ რეიტინგზე – „მე თავს მოვიკლავდი…“

„მხოლოდ ქართულისა“ და „იქს ფაქტორის“ გუშინდელ შერკინებაში „რუსთავი 2“-ის ახალმა პროექტმა პირწმინდად მოიგო. „მხოლოდ ქართულის“ რეიტინგი 19%-მდე ავიდა, მაშინ, როდესაც „იქს ფაქტორის“ პირველ ლაივს დაახლოებით 9%-მდე რეიტინგი ჰქონდა. დილიდან ამ ამბავს გამოეხმაურნენ როგორც „რუსთავი 2“-ის დირექტორი, ნიკა გვარამია, ასევე გადაცემის წამყვანები, ნანუკა ჟორჟოლიანი და მაია ასათიანი, ასევე ჟიურის წევრი, სოფო ნიჟარაძე. ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ […]

ნიკა გვარამია: „მხოლოდ ქართულს“ – 21%, „იქს ფაქტორს“ – 13,6%“

ნიკა გვარამია წერს, რომ „მხოლოდ ქართულმა“, გუშინდელი შედეგით, „იქს ფაქტორს“, რომელიც კონკურენტ არხზე გადის, დიდი სხვაობით მოუგო. „იქს ფაქტორი“ გუშინ „იმედზე“ დაიწყო, ჯერ ჩანაწერები გადის და როგორც „რუსთავი 2“-ის დირექტორი აღნიშნავს, მხოლოდ 13%-იანი რეიტინგი დაწერა მაშინ, როცა „მხოლოდ ქართულს“ 21%-იანი რეიტინგი აქვს. ნიკა აღნიშნავს: „მოკლედ, რა იყო ჯერ კიდევ სამი თვის წინ: 🔴არ არსებობდა პროექტი […]

რეკლამა