ნიცა, მილანი, გოა – სად გაატარეს ზაფხული ცნობილმა ქართველებმა?

ნიცა, მილანი, გოა – სად გაატარეს ზაფხული ცნობილმა ქართველებმა?

ზაფხული დასრულდა, ზოგმა მოახერხა დასვენება, ზოგს კი ამის ან საშუალება არ ჰქონდა ან დრო. რასაც ვერ ვიტყვით ცნობილ ადამიანებზე, ვინ სად გაატარა ზაფხულის არდადაგები ამას სტატიიდან შეიტყობთ.

ნინი ბადურაშვილი

ნინი ბადურაშვილმა ზაფხული მცხეთაში გაატარა, სადაც მის ოჯახს აგარაკი აქვს. პატარა ელენეს დაბადების დღეც ნინიმ წელს მცხეთაში გადაიხადა. მომღერალი ხშირად ჩადიოდა ბათუმში, ასევე ბაკურიანშიც იმყოფებოდა. ამჯერად კი მამასთან, ერეკლე ბადურაშვილთან ერთად თურქეთში ისვენებს.

თაკო ჩხეიძე

აქტიურად დაისვენა ქართველმა მოდელმა და სამოდელო სააგენტო “ჯეომოდელსის” ხელმძღვანელმა თაკო ჩხეიძემ. მან წლევანდელი ზაფხული შვილებთან და მეგობრებთან ერთად გაატარა. თაკომ წელს სვანეთში დაისვენა, შემდეგ კი თურქეთში გაემგზავრა. მეუღლესთან ერთად ის ბათუმშიც იმყოფებოდა, სადაც ჯაზ-ფესტივალს დაესწრო.

სალომე გოგიაშვილი

ტელეწამყვანმა სალომე გოგიაშვილმა ზაფხულში საფრანგეთში, კერძოდ ნიცაში დაისვენა. სალომე საფრანგეთში შვილებთან ერთად იმყოფებოდა. სწორედ მაშინ როცა ტელეწამყვანი ნიცაში ისვენებდა, საფრანგეთის საკურორტო ქალაქში შემზარავი ტერაქტი მოხდა. თუმცა ამის გამო მას დასვენება არ შეუწყვეტია.

ანუკი არეშიძე

იტალიაში დაისვენა დიზაინერმა და ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის მეუღლემ ანუკი არეშიძემ. ანუკი მილანში შვილებთან ერთად იმყოფებოდა და თუ მის მიერ ინსტაგრამში გამოქვეყნებული ფოტოებით ვიმსჯელებთ, ფაქტია რომ დიზაინერმა იტალიაში კარგად დაისვენა. ანუკიმ საქართველოშიც მოახერხა დასვენება, კერძოდ ანანურში, სადაც ბავშვობაში ისვენებდა.

 

ნათია ფანჯიკიძე

ირაკლი ალასანიას მეუღლემ, ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ ზაფხულის დასვენება რაჭაში გაატარა. ნათიას რაჭაში მამა პაპისეული სახლი აქვს და ყოველ ზაფხულს სწორედ ამ სახლში დადის დასასვენებლად. ამბობს, რომ რაჭაში ყოფნისას ენერგიით ივსება და სამუშაოს განახლებული ენერგიით ხვდება. ნათია ფანჯიკიძეს მისი სიბერე სწორედ რაჭაში წარმოუდგენია, რადგან ეს ადგილი ძალიან უყვარს.

14159810_10205397141366836_91688314_n

ნინო გაჩეჩილაძე

სულ ცოტა ხნის დაბრუნდა საქართველოში მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე. “ჩემი ცოლის დაქალების” და მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი დასასვენებლად ინდოეთში იმყოფებოდა. ინდოეთში მყოფი მსახიობი თაყვანისმცემლებს ხშირად ანებივრებდა ფოტოებით. საქართველოში დაბრუნებული ნინო ორი დღით, დასთან ერთად ბორჯომშიც იმყოფებოდა.

ხატია სიჭინავა

კიკეთში დაისვენა ტელეწამყვანმა ხატია სიჭინავამ. მასთან ერთად ისვენებდა მეუღლე და ხატიას სამი ქალიშვილი. რამაზ ნოზაძის და ხატია სიჭინავას წყვილი, ამ ზაფხულს ქალაქიდან დასასვენებლად არ გასულა, რადგან რიოს ოლიმპიური თამაშების გამო, რამაზ ნოზაძეს ძირითადად თბილისში ყოფნა უწევდა.

სიახლეები/

|

September 2, 2016 / 5:40 pm

TOP სიახლეები

ნინო ნადირაძე: “3 თვეში ბებია გავხდები”

ნინო ნადირაძეს მალე ბებიობას მივულოცავთ. მას პირველი შვილიშვილი სამ თვეში შეეძინება. მისი გოგონა, ბაია, ფეხმძიმედ არის. “3 თვეში ბებია გავხდები”, წერს ცნობილი ექიმი და ტელეწამყვანი და ქალიშვილის ფოტოს აქვეყნებს. ამ პოსტის ქვეშ დედა–შვილა უამრავი მილოცვა მიიღო. კომენტარებში აღნიშნავენ, რომ ბაია კუზანოვა ძალიან ლამაზი ორსულია. (ფოტო)

ია ჩანტლაძე ტყუპების მოლოდინში – „ეს ამბავი რომ გავიგე, ვიტირე…“

მომღერალ ია ჩანტლაძეს, რომელმაც წლებია, უკვე ბიზნესში გადაინაცვლა, პირად ცხოვრებაში დიდი სიახლე აქვს. ის და მისი იტალიელი მეუღლე, ჯანკარლო მერკადანტე ტყუპებს ელოდებიან. წყვილს დიდი ხანია, ერთმანეთი არ უნახავს. პანდემიის გამო, ჯანკარლომ საქართველოში დაბრუნება ჯერჯერობით ვერ მოახერხა. როგორც მომღერალმა გვითხრა, ამ განშორებას რაციონალურად უდგებიან და მსჯელობენ, რომ მოუყვებიან შვილებს იმის შესახებ, როგორ გაატარეს კარანტინი მათმა მშობლებმა […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ნინო გაჩეჩილაძე: „პირველი ქვეყანა, სადაც წავალ, ავსტრია იქნება, რომ ჩემი და დისშვილები მოვინახულო…“

მსახიობმა ნინო გაჩეჩილაძემ წლებია, მაყურებელს ტელეეკრანიდან თუ თეატრალური სივრციდან თავი შეაყვარა. „ჩემი ცოლის დაქალების“ გადაღებები ამჟამად გაჩერებულია, თუმცა მსახიობები უკვე ელოდებიან მის გაგრძელებას ივნისის თვიდან და ერთი სული აქვთ, როდის დაუბრუნდებიან გადასაღებ მოედანს. ნინო გაჩეჩილაძემ კარანტინი ისევე გაატარა, როგორც ბევრმა ჩვენგანმა. ის მარტო ცხოვრობს, მაგრამ ამ ეტაპზე მშობლებთან გადასვლა არჩია. როგორც თავად გვითხრა, მასაც და […]

,,მუდმივად გვაქვს ბრძოლა, რომ ბავშვები მოვწყვიტო კომპიუტერულ თამაშებს” – თაკო ჩხეიძე სტუმრად ,,არტ-FM”-ში

რადიო ,,ფორტუნას” გადაცემის ,,არტ-Fm” ონლაინ სტუმარია მოდელი თაკო ჩხეიძე. როგორ გრძნობ თავს თვითიზოლაციაში? პირველ რიგში მივესალმები თქვენს მსმენელს, ყველა ძალიან მომენატრეთ. ვფიქრობ, რომ ეს რთული პერიოდი მალე გაივლის და ყველასთან გამოანათებს. როგორც ყველა, მეც დიდი ხანია სახლში ვარ და მაქსიმალურად ვცდილობ ყოველი დღე გავატარო პოზიტიურად, ამაში კი ჩემი შვილები მეხმარებიან. ვეხმარები შვილებს სწავლაში, ჩართული ვარ ამ […]

ხატია სიჭინავა: “ორსულობის ბოლო თვეში ვარ და შიშის გამო ექიმთან ვერ მივდივარ…”

ხატია სიჭინავა თითქმის თვენახევარია, სამ შვილთან ერთად, მეოთხეს კი ახლა ელოდება, შინაა ჩაკეტილი. ის მაია ასათიანს ესაუბრა “პროფილში”. ხატია სიჭინავა: მეგონა, ბავშვებს ვერ დავაოკებდი, მაგრამ გამგები ბავშვები აღმოჩნდნენ. ოცი წუთით ჩამყავს ეზოში, რადგან მერვე სართულზე ბავშვების გამოკეტვა შეუძლებელია. ვინც ორსულადაა, შიშის მომენტი აქვს ალბათ ჩემსავით. ექიმთან ვერ მივდივარ შიშის გამო. ორი თვე ჯდომა, როცა ბოლო […]

საყვარელი ფილმები და მუსიკა, რომელსაც უსმენს – ნინი ბადურაშვილი ,,არტ-Fm”-ში

რადიო ,,ფორტუნას” გადაცემის ,,არტ-Fm” ონლაინ სტუმარია ნინი ბადურაშვილი. ვისთან ერთად ატარებს თვითიზოლაციას მომღერალი, რითი ერთობა და რომელი ფილმებს, წიგნსა თუ მუსიკას გვირჩევს, ამას გადაცემიდან შეიტყობთ. როგორ და ვისთან ერთად ატარებ თვითიზოლაციის დღეებს? მთელი ოჯახი ვართ მცხეთაში და ძალიან მიხარია, რომ არ მომიწია თბილისში ყოფნა. ალბათ ძალიან რთულია ბინაში გამოკეტვა. როდესაც მზეს და თბილ ამინდს ხედავ გარეთ გასვლა გინდება, […]

სალომე გოგიაშვილი: “ქალმა პირველ პაემანზე არ უნდა ჭამოს”

სოცქსელებში პოპულარულია ამონარიდი ია ფარულავას გადაცემიდან “ფარული კონვერტი”, რომელსაც სალომე გოგიაშვილი სტუმრობდა. გადაცემის წამყვანმა სალომეს სთხოვა ქალებისთვის რჩევების მიცემა, მაგალითად, რა უნდა გააკეთონ პირველ პაემანზე. როგორც სალომე ამბობს, პირველ პაემანზე ქალმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიირთვას და მხოლოდ ერთი ფინჯანი ყავით შემოიფარგლოს. (ვიდეო)

რეკლამა