ნათია დუმბაძის ახალი კლიპის პრეზენტაცია ბათუმში შედგება

ნათია დუმბაძის ახალი კლიპის პრეზენტაცია ბათუმში შედგება

ნათია დუმბაძემ ახლახან ახალი კლიპი წარმოგვიდგინა, სიმღერაზე ,,შენთან ერთად”, რომელიც რეპერმა მასტერმა დაუწერა. გიორგი პავლიაშვილთან მას უკვე საკმაო ხნის თანამშრომლობა აკავშირებს. სოლოსიმღერამდე, ნათიამ მასტერთან ერთად ორი ჰიტი ჩაწერა – ,,არ უყურო დროს” და “ნეკი-ნეკისა”. ორივე სიმღერაზე კლიპებიც გადაიღეს, რომლებსაც უამრავი ნახვა აქვთ ,,იუთუბზე”, მათ შორის, ,,არ უყურო დროს” – უკვე ექვს მილიონზე მეტი.

ნათია დუმბაძის “შენთან ერთად” ვიდეო რამდენიმე დღის წინ აიტვირთა ,,იუთუბზე”. მომღერალმა კლიპისთვის, რომელიც გიორგი ჩეკურიშვილმა გადაიღო, რამდენიმე განსხვავებული იმიჯი მოირგო.

13 აგვისტოს, ბათუმში, კლუბში Up2U ნათია დუმბაძე ბენდ “გრუვერსთან” ერთად, კონცერტს გამართავს. ღონისძიების სპეციალური სტუმარია მასტერი. საღამო ახალი კლიპის პრეზენტაციით დაიწყება. კლიპის პრეზენტაციას ამიკო ჩოხარაძე წაიყვანს. კლიპის პრემიერის შემდეგ სცენას ნათია და ბენდი დაიკავებენ, საღამოს მიწურულისკენ კი შესრულდება როგორც ახალი სიმღერა, ასევე დუეტები მასტერთან ერთად.

საღამოსთვის მომღერალი განსაკუთრებულად ემზადება.

სიახლეები/

|

August 12, 2020 / 3:08 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

მატილდა გვარლიანი Fendi-ს სათვალის რეკლამაში გადაიღეს

პოპულარული ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანი კიდევ ერთი პრესტიჟული საერთაშორისო ბრენდის რეკლამაში გამოჩნდა. ის Fendi-ს სათვალის რეკლამაში გადაიღეს. ფოტოები უკვე გამოქვეყნდა. Fendi-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი, სილვია ვენტურინი ფენდია, ხოლო ფოტოგრაფი: ივან ფაბინგი. (ფოტოები)

ვიდეო: ლელა წურწუმია გადაცემის წინ პინგ-პონგს თამაშობს

ასე გაჰყავს დრო გადაცემის დაწყების წინ ლელა წურწუმიას. ვიდეო მისი გადაცემის “მხოლოდ ლელასთან” სოქსელის ანგარიშზე გამოქვეყნდა. როგორც ლელა ვიდეოში ამბობს, მაგიდის ჩოგბურთს პირველად თამაშობს. (ვიდეო)

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ვიდეო: ნათია დუმბაძის საზაფხულო კლიპი ვარდისფერი თმით

ნათია დუმბაძის ახალი კლიპი ახლახან გამოვიდა. სიმღერის ავტორი რეპერი მასტერია, მელოდიაც და ტექსტიც მას ეკუთვნის. ვიდეო გადაიღო გიორგი ჩეკურიშვილმა. ვიდეოსთვის ნათიამ რამდენიმე იმიჯი მოირგო, მათ შორის ერთი, ვარდისფერი თმით. სიმღერა საზაფხულო და კარგი ხასიათის შემქმნელია. (ვიდეო)

ვიდეო: ნათია დუმბაძის ახალი კლიპის პრემიერა დღეს შედგება

ნათია დუმბაძემ ახალი სიმღერა ,,შენთან ერთად” მცირე ხნის წინ ჩაწერა და საზაფხულოდ კიდევ ერთი ახალი ჰიტი შესთავაზა მსმენელს. ახლახან კი დასრულდა მასზე ვიდეორგოლის რამდენიმედღიანი გადაღების პროცესიც. სიმღერა მასტერმა დაუწერა, კლიპის რეჟისორი კი გიორგი ჩეკურიშვილია. ვიდეორგოლის პრემიერა შედგება დღეს, ათ აგვისტოს, ნათია დუმბაძის “იუთუბ”-არხზე. (ვიდეო)

ვიდეო: ნათია დუმბაძე ახალ სიმღერაზე მუშაობს

როგორც ნათია დუმბაძე წერს, მალე მისი ახალი სიმღერის პრემიერა შედგება. მომღერალმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც სტუდიაში, სიმღერის ჩაწერისას არის გადაღებული. ნათია დუმბაძე: ახალი სიმღერა ჩავწერე პაატა სილაგაძის სტუდიაში. კომპოზიციის ავტორი, მელოდიისა და ტექსტის, არის მასტერი, მაგრამ ჩემი სოლოსიმღერაა. სიმღერის სახელი დღეს უნდა მოვიფიქრო. პანდემიამ ვიდეოს გადაღებაში ხელი შემიშალა. თუ გადავწყვეტ, გადავიღებ ვიდეორგოლს აგვისტოში და სექტემბერში გავმართავ […]

ნათია დუმბაძეს კონცერტები ესიზმრება – „შვილები რომ არა, არ ვიცი, როგორ გავიდოდა ეს დრო…“

პირველი, რასაც შეზღუდვების მოხსნის შემდეგ დაუბრუნდება, სარეპეტიციო დარბაზია, სადაც ბენდთან ერთად ახალ პროგრამას მოამზადებს. ნათია დუმბაძეს კარანტინის დროს, როცა შინ იჯდა, ახალი მუსიკალური იდეები გაუჩნდა და სამ ახალ სიმღერას შესთავაზებს მსმენელს. როგორ ძლებ სიმღერისა და კონცერტების გარეშე? ნათია დუმბაძე: სიმღერის გარეშე ვერ ვძლებ და ყოველდღე ვღიღინებ ჩემთვის. მართლა ვერ ვძლებ. სულ მესიზმრება, რომ აი, ახლა […]

ნათია დუმბაძის მოწოდება: “მოვეფეროთ ოჯახს, დარჩით ყველა სახლში”

მომღერალი ნათია დუმბაძე შვილთან, ელეისთან ერთად გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს, სადაც თავისი სიმღერის ახალ ტექსტს გვთავაზობს, რომელიც კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებას მოარგო. ნათია წერს: “მე და ელეი ამ სიმღერით მოგმართავთ თხოვნით 😍 “არ უყუროთ დროს დროს არ გახვიდეთ ხალხში, მოვეფეროთ ოჯახს, დარჩით ყველა სახლში “ #დარჩისახლში ❤️ P.S ხელში მიჭირავს 25 კგ 😂”. (ვიდეო)

რეკლამა