რეზო გიგინეიშვილი მესამე ცოლსაც გაშორდა

0
841

ქართველი რეჟისორი, რეზო გიგინეიშვილი, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და მუშაობს, მესამე ცოლს ახლახან გაშორდა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. როგორც რუსული პრესა წერს, რეზო და ნადეჟდა ობოლენცევა ერთმანეთს გაშორდნენ.

როგორც პრესა წერს, 38 წლის რეზო გიგინეიშვილი 37 წლის მეუღლეს, რომელზეც სულ რაღაც ერთი წლის წინ დაქორწინდა, კონკრეტული მიზეზით გაშორდა და ეს მიზეზი “ფულთან დაკავშირებულ ტყუილ დაპირებებს” უკავშირდება, თუმცა მეტი კონკრეტიკა ამ თემაზე წარმოდგენ სტატიაში არ არის.

რეზო გიგინეიშვილის მსგავსად, მის მესამე მეუღლესაც მანამდე ორი ქორწინება ჰქონდა. რეზოს წინა ორი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს, მათ შორის, ორი – ნადეჟდა მიხალკოვასგან.

აღსანიშნავია, რომ ქალს წინა მეუღლესთანაც ჰქონდა პრობლემები თანხასთან დაკავშირებით. ნადიასგან მეორე მეუღლე სასამართლოს გზით მასზე დახარჯული თანხის დაბრუნებას ითხოვდა. როგორც ამბობენ, რეზოს მეგობრები დიდხანს სთხოვდნენ, გადაეფიქრებინა ეს ქორწინება, თუმცა რეჟისორი საყვარელ ქალზე მაინც დაქორწინდა. წყვილს შვილი არ ჰყავს.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here