ნატალია ყიფშიძე სასწავლებლად საფრანგეთში მიემგზავრება

0
3487

ცნობილი ოჯახის პატარა წევრი, ნატალია ყიფშიძე, მსახიობობაზე ოცნებობს. მისი ოჯახიდან გამომდინარე, ეს ამბავი გასაკვირი არც არის. შეგახსენებთ, რომ მისი დიდი ბებია, ქართული თეატრის ვარსკვლავი გახლდათ, რომლის გზაც გააგრძელეს შვილმა და შვილიშვილმა – ზურა და გიორგი ყიფშიძეებმა. რაც შეეხება ნატალიას, ის ჯერ 15 წლისაა, სამომავლო გეგმები მან  ჟურნალ “სარკეს” გაანდო

“დავდივარ ინგლისურზე, მათემატიკაზე, ცურვაზე. ძალიან მალე ფრანგული ენის შესწავლას დავიწყებ, რადგან მომავალში საფრანგეთში ვაპირებ სწავლის გაგრძელებას. მინდა თეატრალურ ფაკულტეტლზე ჩავაბარო“ – აცხადებს ნატალია.

საფრანგეთში ნატალია მეგობრებთან ერთად აპირებს წასვლას, მათ მისახედად კი ბებიები მორიგეობით ჩავლენ. ამბობს, რომ მარტოობის ეშინია და პირველი წელი მარტო ცხოვრება გაუჭირდება. რაც შეეხება პირად თემას, შეყვარევბული არ ჰყავს:

“ბევრი ბიჭი მეპრანჭება, მაგრამ მე არ მაინტერესებს. რამდენჯერმე გამოვცადე მათთან ურთიერთობა და მივხვდი, რომ არ არის ისეთი კარგი, როგორიც მეგონა. მარტო ყოფნა ჯობია. თანაც არა მგონია, ჩემს ასაკში კარგი იყოს სერიოზული ან არასერიოზული ურთიერთობა ბიჭებთან. დროის ხარჯვაა და მეტი არაფერი“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here