ნანუკა გულუას მეგრული „კვაჭობები“: „თხა, ჭაკი, ჯუას ჩვენი მეგობრის ბებია გვეძახდა…“

0
2549

ნანუკა გულუა „ჩემი ცოლის დაქალებში“ ყოვლისშემძლე დოჩი ალიშბაიას როლს ასრულებს. მეგრელი ქალის სახე, რომელიც სერიალში შექმნა, მისთვის ნაცნობია. ზუგდიდელია და შესაბამისად, ყველაფერი ის, რასაც სერიალში განასახიერებს, მისთვის ახლობელია. ხშირად ამბობს, რომ საკუთარ პერსონაჟს ძალიან ჰგავს.

ნანუკამ ამ სერიალით თავბრუდამხვევი წარმატება და პოპულარობა მოიპოვა, მასთან ფოტოების გადაღება სურთ, სთხოვენ, დოჩის რომელიმე ფრაზა თქვას. ნანუკა პროფესიით მსახიობი არ არის, მაგრამ ეს სფერო ძალიან მოსწონს.

ნანუკა გულუა:

ქალაქ ზუგდიდში დავიბადე და გავიზარდე. სულ მსახიობობაზე ვოცნებობდი. მე რომ სკოლა დავამთავრე, ახალი ომგამოვლილები ვიყავით, მოგეხსენებათ, სამეგრელოში ამ პერიოდმა კიდევ უფრო მძიმედ გაიარა, გადავიფიქრე მსახიობობა და ჩავაბარე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. გადმოვედი თბილისში საცხოვრებლად, დავამთავრე ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, ვმუშაობდი ერთ-ერთ ჟურნალში. მას მერე, ძალიან მალევე, გავხდი პერსონალის მართვის მენეჯერი, რაც ახლა ჩემი პროფესიაა.

მანამდეც ძალიან მიჭირდა დასახელება, ვინ ვარ პროფესიით და ახლა ავიჭერი კიდევ უფრო, რაც სერიალში დავიწყე მონაწილეობა, ამიტომ ამ შეკითხვას ვრცლად ვპასუხობ ხოლმე. ვრცლად… ფოტოები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here