ნანუკა ჟორჟოლიანმა სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად ისევ დაიწყო საკუთარი სამოსის გაყიდვა

0
646

ნანუკა ჟორჟოლიანმა განაახლა საკუთარი გვერდი ნანუკას Second hand, სადაც საკუთარი გარდერობიდან ნივთებს დებს და ყიდის. მიზეზი საქველმოქმედო ხასიათს ატარებს. შეგროვებული ფულით ის სტუდენტებს სწავლის გადასახადს უფინანსებს.

ამ კარგი პრაქტიკის გაგრძელების შესახებ თავად დაწერა და აღნიშნა:

„ეს არის გვერდი, რომელიც კონკრეტული ამბისთვის შეიქმნა. დაახლოებით სამი წლის წინ გადავწყვიტე, ჩემი ტანსაცმელი გამეყიდა (სიმბოლურ ფასად) და სტატუსშეჩერებული სტუდენტების სწავლა დამეფინანსებინა. ამ გზით 20-მდე სტუდენტს სწავლის საშუალება მივეცით.

გოგოებო, პაუზა რამდენიმეთვიანი იყო და რადგან ორი სტუდენტი უკვე შევარჩიე, ვისი სწავლაც უნდა დაფინანსდეს, ახალი კოლექციაც მალე დაიდება“.

ნანუკამ პირობა შეასრულა და პირველი ნივთიც გამოჩნდა მის გევრდზე. ეს არის „ზარას“ ქვედაბოლო, რომელსაც ის 45 ლარად ყიდის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here