ნანუკა ჟორჟოლიანი „მხოლოდ ქართულის“ კრიტიკის საპასუხოდ: „წარმატებებს გისურვებთ. მათ შორის მაგინებლებსაც…“

ნანუკა ჟორჟოლიანი „მხოლოდ ქართულის“ კრიტიკის საპასუხოდ: „წარმატებებს გისურვებთ. მათ შორის მაგინებლებსაც…“

„მხოლოდ ქართულის“ გუშინდელ ლაივზე გიორგი ნარმანიამ დატოვა პროექტი. მანამდე ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი გაბუნიამ მას სთხოვა, საკუთარი თავისთვის თვითონ დაეწერა ქულა და ნარმანიამაც ნამღერი ათიანზე შეაფასა, რითაც, გიორგისა და მარინა ბერიძის აზრით, დიდი შეცდომა დაუშვა. სოფო ნიჟარაძემ კი აღნიშნა, რომ გაბუნიამ ასეთი საქციელით მონაწილე უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო. ნანი ბრეგვაძის თქმით, ის საკუთარ თავს ორიანზე შეაფასებდა და ათიანს არ დაწერდა, თუმცა რადგან გაბუნიამ ასეთი შანსი მისცა, ნარმანიამ ეს შანსი გამოიყენა…

წამყვანების, ნანუკასა და მაია ასათიანის კომენტარებს იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი „თავმდაბლობა“ არ უნახავთ და გაბუნიას ქცევას მაყურებელი საკმაოდ კრიტიკულად მიდგა და აღინიშნა, რომ ეს იყო მონაწილის ბულინგი.

ნანუკა ჟორჟოლიანმა კრიტიკის საპასუხოდ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა:

„ვისაც ცუდი მეხსიერება გაქვთ, გაგახსენებთ ქრონოლოგიურად.

ფბზე დაიდო გიორგი ნარმანიას სიმღერა. გოგოს ხელი თხოვა. რის შემდეგაც რ2, ხაზს ვუსვამ, რუსთავი 2 დაუკავშირდა მას და გადაცემაში მონაწილეობა თხოვა.

პარალელურად, მოვიწვიე გადაცემაში. არც ერთი სხვა მონაწილე პერსონალურად გადაცემაში არ მყოლია. გავუკეთე პორტრეტი და გავუშვი საქორწილო მოგზაურობაში.

მეორედ კიდევ მოვიწვიე გადაცემაში, როცა მხოლოდ ქართულს ვაშუქებდი, მიუხედავად იმისა, რომ მასზე ყველაფერი მქონდა გაკეთებული.

გუგა მარგველაშვილი აუთსაიდერებში იდგა 4-ჯერ. მიუხედავად იმისა, რომ ფინალში დგომას იმსახურებდა. მხოლოდ იმიტომ, რომ გაგდების კანდიდატი ბევრჯერ იყო, მეტი მხარდაჭერა სჭირდებოდა, თუმცა არა ნარმანიასთან შედარებით, ნარმანია მისი კონკურენტი არ ყოფილა, იმიტომ, რომ ზარების რაოდენობით მეორე, მესამე ადგილზე იყო მუდმივად. ლოგიკა მარტივია, ვისაც უჭირს, მხარდაჭერაც იმას უნდა.

რა მოხდა, როცა გაბუნიამ ნარმანიას დაუწერა 6 ქულა. რა და ზარებმა ის გადაარჩინა. რა მოხდა როცა ნარმანიამ თავის თავს დაუწერა 10, ვნახეთ. კონკურსში ჟიური იმიტომ ზის, რომ შეგაფასოს. ვინც ფიქრობთ, რომ კრიტიკული აზრი ბულინგია, კონკურსებს აღარ უყუროთ.

როცა ვიღაცას გულშემატკივრობ, მეტი ემოციაა, მეტი წყენაა, მაგრამ უნდა ხედავდე, არის თუ არა შენზე ძლიერი მონაწილე კონკურსში. მე თუ სამართლიანობას მიწუნებთ და მივიღებ თქვენს შენიშვნას, თქვენ თავმდაბლობას გიწუნებთ და როგორც თქვენ გაქვთ უფლება საჯაროდ მითხრათ შენიშვნა, ისე მე მაქვს უფლება გითხრათ, რომ გულშემატკივრობა არ ნიშნავს კრიტიკის ზიზღს. ასეთ კონკურსებში ადამიანები მიდიან იმიტომ რომ შენიშვნებიც ისმინონ.

რაც შეეხება გიორგი გაბუნიას, დაწერილ 6-იანში ნამდვილად არ დავეთანხმე თავის დროზე, ვიდეოს დავდებ მალე, ისევე როგორც სიმღერის დაწუნებაში, იმიტომ რომ ნარმანია არ არჩევდა სიმღერას (ამ ვიდეოსაც დავდებ მალე), მაგრამ გუშინ გააკეთა ძალიან სწორი სვლა. მაყურებელს ანახა, რეალურად რას ითხოვდნენ მისგან. რაც შეეხება მადლობას (ამ ვიდეოსაც დავდებ), მადლობას ვუხდი ყველას გულშემატკივარს, სახელებს ვთვლი მონაწილეების და ბუნებრივი,ა გუგას გულშემატკივრებით ვიწყებ, იმიტომ რომ მისი გადარჩენა მაყურებელს სწორედ მე ვთხოვე.

წარმატებებს გისურვებთ. მათ შორის მაგინებლებსაც. რაც შეეხება გიორგი ნარმანიას, ამ პროექტმა მას ყველაზე მთავარი, პოპულარობა და ხალხის სიყვარული მოუტანა და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ აქვს“.

სიახლეები/

|

January 15, 2019 / 4:07 pm

TOP სიახლეები

„შური კლავს“ – ანრი ჯოხაძე თამთა გოდუაძისთვის 6 ქულის დაწერას ქართულ ჟიურის ვერ პატიობს

თამთა გოდუაძეს „ევროვიზიის“ ქართულმა ჟიურიმ, რომელიც ხუთი ადამიანისგან შედგებოდა, 6 ქულა დაუწერა და ამის გამო ქართველი მსმენელისგან კრიტიკის ქარცეცხლი დაიმსახურა. ამ კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი კრიტიკა გამოთქვა მომღერალმა და ტელეწამყვანმა ანრი ჯოხაძემ. გთავაზობთ მის სტატუსს ამ თემაზე: „თამთას 6 ქულა ქართული „პროფესიონალი“ ჟიურისგან. რამდენი ქულაც არ უნდა დაუწეროთ მას, მაინც ვერასოდეს მიაღწევთ თამთას “ლეველს” !!! […]

კოკო როინიშვილი დედ-მამის ურთიერთობაზე – „მეგობრობენ, მაგრამ…“

კოკო როინიშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ დედ-მამის ურთიერთობის შესახებ საუბრობს. როგორც მსახიობი აღნიშნავს, თამრიკო ჭოხონელიძე და გია როინიშვილი არ შერიგებულან. გთავაზობთ ციტატას ინტერვიუდან: „არა, არ შერიგებულან. გიასა და თამრიკოს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ, მეგობრობენ, მაგრამ როგორც ცოლ-ქმარი, ისე არ ცხოვრობენ. ყოველდღე შეიძლება, ვერ ხვდებიან, მაგრამ ტელეფონით მაინც მოიკითხავენ ერთმანეთს. ცივილიზებული ურთიერთობა აქვთ“. კოკო ასევე საუბრობსთავისი როლის შესახებ […]

ანრი ჯოხაძე „ოქროს ტალღაზე“ არა საკუთარ, არამედ სხვა სიმღერას გულშემატკივრობს

ანრი ჯოხაძე „ოქროს ტალღაზე“ სიმღერით „ცივი ნოემბერი“ არის წარდგენილი. „მიუზიკბოქსთან“ ინტერვიუში მომღერალმა საკუთარ მოლოდინებზე და „ოქროს ტალღის“ კონკურსის შესახებ, რომელიც წელს, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ ორგანიზებით უკვე მეექვსედ იმართება, ვრცლად საიუბრა. ანრი ჯოხაძე: ჩემთვის „ოქროს ტალღა“ ასოცირდება მოულოდნელობასთან. პირველი, რაც მახსოვს, როცა ჩემი სიმღერა წლის საუკეთესო სიმღერა გახდა, ერთი პროცენტითაც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე იქნებოდა. სულელის სახით […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

„მხოლოდ ქართულის“ მესამე სეზონი იწყება

პოპულარული მეგაშოუ „მხოლოდ ქართული“ „რუსთავი 2“-ზე მესამე სეზონს იწყებს. გამოცხადებულია კასტინგი. ტელეკომპანია მთელი საქართველოს მასშტაბით ეძებს ტალანტებს, რომელთაც ქართული სიმღერის შესრულება შეუძლიათ. პირველი შესარჩევი ეტაპი თბილისში ჩატარდება, თარიღიც ცნობილია: 26 მაისი. მსურველებს „რუსთავი 2“-ში კასტინგზე მისვლა 12:00 საათიდან შეუძლიათ. რაც შეეხება შემდეგ კასტინგებს, ჩამონათვალი ასეთია: თელავი – 29 მაისი ოზურგეთი – 31 მაისი ზუგდიდი – […]

ნანუკა ჟორჟოლიანი ქალიშვილთან ერთად ბალის სტუმრობს

ნანუკა ჟორჟოლიანი ისევ ბალიზეა. მცირე ხნის წინ ის იქ იმყოფებოდა, ახლა კი უფროს ქალიშვილთან, მარიამთან ერთად გაემგზავრა. ნანუკამ „ინსტაგრამზე“ განათავსა ფოტო, რომელიც ბალიზე დასვენებისას არის გადაღებული. ტელეწამყვანი ნამდვილად ზღაპრულ გარემოში იმყოფება. ნანუკას ფოტოს დიდი მოწონება ხვდა წილად. კომენტარის ავტორები აღნიშნავენ, რომ ის ძალიან კარგად გამოიყურება. (ფოტოები)

ნანუკა ჟორჟოლიანი: “ხალხი ერთმანეთს უხსნის, რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია არაა არჩევანი”

გუშინდელ გადაცემაში ნანუკა ჟორჟოლიანის ერთ-ერთი სტუმარი ტრანსგენდერი ქალი გახლდათ. როგორც ჩანს, ტელეწამყვანი ნეგატიური კომენტარების ნაკადს ელოდა სოციალურ ქსელში, თუმცა ეს არ მოხდა და გაკვირვება “ფეისბუქ”-პოსტით გამოხატა: “დღეს დილით ცოტა გვიან გავიღვიძე და შფოთვით შევქანდი გადაცემის ფეისბუქზე. ტრანსგენდერს ვმასპინძლობდი გუშინ და ვიფიქრე, რომ ადრე დაძინების და გვიან გაღვიძების გამო ნეგატივისგან მისი დაცვა ვერ მოვახერხე და ჰოი […]

ნანუკა ჟორჟოლიანმა ბადე კოლჰოტი მოირგო – „საოცარ ფორმაში ხართ…“

ნანუკა ჟორჟოლიანმა „ინსტაგრამის“ გამომწერებს ახალი ფოტო გაუზიარა. აშკარაა, რომ ტელეწამყვანმა წონაში დაიკლო, გარდა ამისა, მას მოკლე ვარცხნილობა აქვს. ახალ ფოტოზე მან ბოტფორდზე ბადე კოლჰოტი მოირგო. ფოტომ დიდი გამოხმაურება გამოიწვია „ინსტაგრამის“ მომხმარებლებს შორის: „ეს ფერი თმა საოცრად გიხდება!!“ „საოცარ ფორმაში ხართ!“ „აუ ნანუკა, რა ქალი ხარ ❤ როგორ მომწონხაარ“ „შოკი ხარ, ნანუკა“ „ვხედავ ნანუკას სურათს და […]

თიკა ფაცაციამ „მხოლოდ ქართულის“ წაყვანის გამო უამრავი კომპლიმენტი მიიღო

„მხოლოდ ქართულის“ ფინალი 21 იანვარს „რუსთავი 2“-ის ეთერში გავიდა. მას არ უძღვებოდნენ მაია ასათიანი დ ნანუკა ჟორჟოლიანი. მიზეზი მათი ახლო მეგობრისა და კოლეგის, ლევან ჩხაიძის გარდაცვალება გახდა, რის გამოც ისინი ტელეეკრანზე გამოჩენას მოერიდნენ… გუშინდელი სამსაათიანი ლაივის წაყვანა ნიკა გავრამიამ თიკა ფაცაციას სთხოვა, რომელიც მანამდე ერთ-ერთ სეგმენტს აჩიკო სოლოღაშვილთან ერთად უძღვებოდა. თიკა ფაცაციას „მხოლოდ ქართულის“ მთავარ […]

რეკლამა