ნანუკა ჟორჟოლიანი „მხოლოდ ქართულის“ კრიტიკის საპასუხოდ: „წარმატებებს გისურვებთ. მათ შორის მაგინებლებსაც…“

0
1521

„მხოლოდ ქართულის“ გუშინდელ ლაივზე გიორგი ნარმანიამ დატოვა პროექტი. მანამდე ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი გაბუნიამ მას სთხოვა, საკუთარი თავისთვის თვითონ დაეწერა ქულა და ნარმანიამაც ნამღერი ათიანზე შეაფასა, რითაც, გიორგისა და მარინა ბერიძის აზრით, დიდი შეცდომა დაუშვა. სოფო ნიჟარაძემ კი აღნიშნა, რომ გაბუნიამ ასეთი საქციელით მონაწილე უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო. ნანი ბრეგვაძის თქმით, ის საკუთარ თავს ორიანზე შეაფასებდა და ათიანს არ დაწერდა, თუმცა რადგან გაბუნიამ ასეთი შანსი მისცა, ნარმანიამ ეს შანსი გამოიყენა…

წამყვანების, ნანუკასა და მაია ასათიანის კომენტარებს იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი „თავმდაბლობა“ არ უნახავთ და გაბუნიას ქცევას მაყურებელი საკმაოდ კრიტიკულად მიდგა და აღინიშნა, რომ ეს იყო მონაწილის ბულინგი.

ნანუკა ჟორჟოლიანმა კრიტიკის საპასუხოდ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა:

„ვისაც ცუდი მეხსიერება გაქვთ, გაგახსენებთ ქრონოლოგიურად.

ფბზე დაიდო გიორგი ნარმანიას სიმღერა. გოგოს ხელი თხოვა. რის შემდეგაც რ2, ხაზს ვუსვამ, რუსთავი 2 დაუკავშირდა მას და გადაცემაში მონაწილეობა თხოვა.

პარალელურად, მოვიწვიე გადაცემაში. არც ერთი სხვა მონაწილე პერსონალურად გადაცემაში არ მყოლია. გავუკეთე პორტრეტი და გავუშვი საქორწილო მოგზაურობაში.

მეორედ კიდევ მოვიწვიე გადაცემაში, როცა მხოლოდ ქართულს ვაშუქებდი, მიუხედავად იმისა, რომ მასზე ყველაფერი მქონდა გაკეთებული.

გუგა მარგველაშვილი აუთსაიდერებში იდგა 4-ჯერ. მიუხედავად იმისა, რომ ფინალში დგომას იმსახურებდა. მხოლოდ იმიტომ, რომ გაგდების კანდიდატი ბევრჯერ იყო, მეტი მხარდაჭერა სჭირდებოდა, თუმცა არა ნარმანიასთან შედარებით, ნარმანია მისი კონკურენტი არ ყოფილა, იმიტომ, რომ ზარების რაოდენობით მეორე, მესამე ადგილზე იყო მუდმივად. ლოგიკა მარტივია, ვისაც უჭირს, მხარდაჭერაც იმას უნდა.

რა მოხდა, როცა გაბუნიამ ნარმანიას დაუწერა 6 ქულა. რა და ზარებმა ის გადაარჩინა. რა მოხდა როცა ნარმანიამ თავის თავს დაუწერა 10, ვნახეთ. კონკურსში ჟიური იმიტომ ზის, რომ შეგაფასოს. ვინც ფიქრობთ, რომ კრიტიკული აზრი ბულინგია, კონკურსებს აღარ უყუროთ.

როცა ვიღაცას გულშემატკივრობ, მეტი ემოციაა, მეტი წყენაა, მაგრამ უნდა ხედავდე, არის თუ არა შენზე ძლიერი მონაწილე კონკურსში. მე თუ სამართლიანობას მიწუნებთ და მივიღებ თქვენს შენიშვნას, თქვენ თავმდაბლობას გიწუნებთ და როგორც თქვენ გაქვთ უფლება საჯაროდ მითხრათ შენიშვნა, ისე მე მაქვს უფლება გითხრათ, რომ გულშემატკივრობა არ ნიშნავს კრიტიკის ზიზღს. ასეთ კონკურსებში ადამიანები მიდიან იმიტომ რომ შენიშვნებიც ისმინონ.

რაც შეეხება გიორგი გაბუნიას, დაწერილ 6-იანში ნამდვილად არ დავეთანხმე თავის დროზე, ვიდეოს დავდებ მალე, ისევე როგორც სიმღერის დაწუნებაში, იმიტომ რომ ნარმანია არ არჩევდა სიმღერას (ამ ვიდეოსაც დავდებ მალე), მაგრამ გუშინ გააკეთა ძალიან სწორი სვლა. მაყურებელს ანახა, რეალურად რას ითხოვდნენ მისგან. რაც შეეხება მადლობას (ამ ვიდეოსაც დავდებ), მადლობას ვუხდი ყველას გულშემატკივარს, სახელებს ვთვლი მონაწილეების და ბუნებრივი,ა გუგას გულშემატკივრებით ვიწყებ, იმიტომ რომ მისი გადარჩენა მაყურებელს სწორედ მე ვთხოვე.

წარმატებებს გისურვებთ. მათ შორის მაგინებლებსაც. რაც შეეხება გიორგი ნარმანიას, ამ პროექტმა მას ყველაზე მთავარი, პოპულარობა და ხალხის სიყვარული მოუტანა და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ აქვს“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here