ნანუკა ჟორჟოლიანი: “ჩემს ნაოჭებთან ჰარმონიაში ვარ!..”

0
921

ნანუკა ჟორჟოლიანი აქვეყნებს ფოტოს და წერს, რომ ერთ-ერთმა უცნობმა ურჩია, ამ ფოტოზე ნაოჭები გაექრო, თუმცა ტელეწამყვანი აღნიშნავს, რომ ნაოჭების თვლას არ აპირებს.

გთავაზობთ მის სტატუსს:

“ამ ფოტოზე, ინსტაგრამზე უცნობმა ნაოჭების გაქრობა მირჩია. არადა, ფოტო ამბობს, როგორ არ მაღელვებს არც ერთი მათგანი და როგორ შეიძლება ნაოჭებთან ერთად ბედნიერი იყო:)

ნათია ფანჯიკიძის წიგნში “შიშო გამოდი გარეთ” ერთ-ერთი თავი აღწერს, როგორ უნდა გვიყვარდეს საკუთარი სხეული, როგორ უნდა მოგვწონდეს ის. აუცილებლად წაიკითხეთ, თუ ფიქრობთ რომელიმე პლასტიკური ოპერაციის გაკეთებას 🙂

მგონია, რომ არასოდეს ისე ჰარმონიაში არ ვყოფილვარ საკუთარ თავთან, როგორც დღეს ამ ნაოჭებთან. არ დაითვალოთ ისინი, ითვალეთ ბედნიერი წუთები მხოლოდ.

თქვენი ნანუკა”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here