ნანუკა ჟორჟოლიანი ახალი სეზონიდან გადაცემას პირდაპირ ეთერში წაიყვანს

0
969

დღეს დილიდან აქტუალურია თემა, რატომ იხურება „ნანუკას შოუ“. მისი წამყვანი და შემქმნელი სოციალურ ქსელში განმარტავს მიზეზს და წერს, რომ სექტემბრიდან „რუსთავი 2“-ზე ახალი შოუთი დაბრუნდება, რომელიც პირდაპირ ეთერში გავა.

„ოქტომბერში ნანუკას შოუ 10 წლის ხდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ გადაცემიდან უნდა დაგემშვიდობოთ.

სულ სხვა ფორმატით ვაპირებდი ამის გაკეთებას. ახალი სტუდიიდან, ახალი გადაცემიდან, მაგრამ რადგან მედიაში ამბავმა გაჟონა, დაჩქარდა საიდუმლოს გამხელა.

ახალი სეზონიდან ახალი გადაცემით დავბრუნდები ეთერში. სწორედ იქ მოგიყვებით, გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა თუ არა და სწორედ იქ გადაგიხდით მადლობას 10-წლიანი ერთგულებისთვის.

ახალი გადაცემა იქნება სოციალური თოქ-შოუ.

ექნება სხვა სახელი.

სხვა სტუდია.

იქნება პირდაპირი ეთერი.

იქნება იგივე წამყვანი – იმავე ენერგიით:)

ამ დროის გეგმებით შევხვდებით რ2-ზე. (თუ რამე არ შეიცვალა). თუ შეიცვალა, არც ეგაა პრობლემა. ყოველთვის ვნახავ ადგილს სადაც თქვენთან შეხვედრას მოვახერხებ“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here