სად არის მზესუმზირების ბაღი, სადაც ამ ბოლო დროს ყველაზე ლამაზ ფოტოებს იღებენ

მზესუმზირების ულამაზესი ბაღი, რომლებიც ამ ბოლო დროს რამდენიმე ქართველი ფოტოგრაფის ობიექტივში აღმოჩნდა, სართიჭალაში მდებარეობს.

ახლახან იქ გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა ნიკოლოზ ურუშაძემ (Nikoloz Urushadze Photography).

როგორც ნიკოლოზი წერს:

„თქვენ ვან გოგი გაგახსენათ და მოგეწონათ. მეც მომწონს. ვფიქრობ, რომ ეს მზეზე შეყვარებული მცენარე შეუდარებელი, თავმომწონე და საოცრად ლამაზია. ის მზესუმზირები ვინსენტისაა, ეს ფოტოები – ჩემი“.

ნიკას გადაღებულ ფოტოებზე სალომე დალაქიშვილი პოზირებს… და კიდევ, რა თქმა უნდა, მზესუმზირები…

(ფოტოები)

Scroll to Top