ნანკა კალატოზიშვილი ლურჯ თმაში (ფოტოები)

0
2779

ნანკა კალატოზიშვილმა სოციალურ ქსელში ფოტოები გააზიარა, სადაც ლურჯი ფერის აფრიკული ნაწნავებით არის წარმოდგენილი. დავინტერესდით, რისთვის დასჭირდა ახალი ვარცხნილობა მსახიობს.

როგორც ნანკამ გვითხრა, სოსო ბლიაძე ახალ ფილმს იღებს, რომელშიც ეპიზოდურ როლს თამაშობს და სწორედ ამ როლისთვის გაუკეთეს ახალი ვარცხნილობა. გადაღებების დასრულებას ელოდება, რომ ვარცხნილობა დაიშალოს – „ყველაზე მეტად ამას დანი ელოდება, თავად უნდა, რომ დამიშლოს“, ღიმილით ამბობს მსახიობი.

ნანკამ აღნიშნა, რომ ამ ვარცხნილობის გაკეთებას 5 საათი დასჭირდა – „თვეები როგორ დადიან ამით, არ ვიცი. ლურჯი ფერი ძალიან მომწონს, მაგრამ თვითონ თმა ძალიან მძიმეა ჩემთვის… ეს თმა არც არის, ლურჯი და ალაგ-ალაგ ცისფერი ფერის ძაფებით ჩემსავე თმაშია ჩაწნილი. ერთი კვირით მაქვს და ვერთობი“.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here