ნუკი კოშკელიშვილი მშობიარობის შემდეგ საცურაო კოსტიუმში: „აი, ასეთი პუტკუნა დედა ვარ მე!..“

0
4637

ნუკი კოშკელიშვილი აქვეყნებს ფოტოებს, როგორი იყო საცურაო კოსტიუმში მანამდე, სანამ დაორსულდებოდა და მშობიარობის შემდეგ, მალევე. ნუკი აღნიშნავს, რომ პირველი ფოტო ყოველგვარი ფოტოშოპის გარეშეა და მეორე ახლა არის გადაღებული.

„ჰაჰაჰაჰა, ვიცი, ვიცი, ძალიან შეგაწუხეთ ჩემ წონაზე საუბრით მაგრამ ამაზე მესაუბრება და რა ვქნა. პირველი ფოტო არის ყოველ გვარი ფოტოშოპის გარეშე და მეორე არის ახლა გადაგებული. აი, ასეთი პუტკუნა დედა ვარ მე!! აქ წესით უნდა დავწერო, რომ ვამაყობ ჩემი თავით და სხეულით, მაგრამ არ ვამაყობ და ერთი სული მაქვს, გავხდე. ეს დიეტა არაფერს შვება განსაკუთრებულს. წავიკითხე, რომ არის ორი კატეგორია ქალების ერთი რომელიც სანთელივით დნება, როცა აჭმევს და მეორე, რომელიც ვერ ხდება საერთოდ. ტა დააა… მე ვარ, რა თქმა უნდა მეორე. ნერვები არის დაწყვეტაზე!!! ერთი მახარებს, რომ ეს ჩემი შვილი ძალიან ტკბილია და მეორე, რომ მარტო არ ვარ! მილიონი ქალია ვინც ებრძვის ზედმეტ წონას. მოტივაცია მნიშვნელოვანია. მოდით ერთად გავხდეთ!! მომწერეთ დიეტები, ავირჩიოთ რამე და დავპოსტავ ყოველდღიურ შედეგს! ძალა ერთობაშია“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here