ნანი ბრეგვაძე და თაკო ნაცვლიშვილი პოდიუმზე – „მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის“ პირველი დღე

ნანი ბრეგვაძე და თაკო ნაცვლიშვილი პოდიუმზე – „მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის“ პირველი დღე

„მერსედეს ბენცის მოდის კვირეული“ თბილისში 3 მაისს გაიხსნა. უამრავი უცხოელი სტუმარი, მედიის წარმომადგენლები, ბაიერები, სოფო ჭყონიას მოწვევით, კვლავ ესტუმრნენ თბილისს, რომელიც თანდათან ერთ-ერთ საინტერესო წერტილად ინიშნება მოდის სამყაროში.

„მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის“ ახალი სეზონი რუსი დიზაინერისა და ფოტოგრაფის, გოჩა რუბჩინსკის მოდის შესახებ საუბრით გაიხსნა „ბასიანზე“, რასაც მოჰყვა ტატუნა ნიკოლაიშვილის კოლექციის პრეზენტაცია, ოთხი საათიდან კი სტუმრებმა თბილისის ცირკში გადაინაცვლეს, სადაც ავთანდილის ჩვენებით ქართველმა დიზაინერებმა, ერთმანეთის მიყოლებით, საინტერესო, ორიგინალური და სიახლეებით სავსე კოლექციების დემონსტრირება დაიწყეს.

ავთანდილის კოლექცია, რასაკვირველია, განსაკუთრებული გამოდგა. მისი საყვარელი წითელი და შავი ფერები, რა თქმა უნდა, ახალ ნამუშევრებშიც დომინირებდა, ასევე მოდელებს უშველებელი ჩანთებიც ეკავათ… თავად დიზაინერი მიიჩნევს, რომ ეს არის მისი წინა კოლექციებისგან განსხვავებული ნამუშევრები, თუმცა ხელწერა მაინც დატოვებულია. სიურპიზი გამოდგა პოდიუმზე თაკო ნაცვლიშვილის გამოჩენა. წარმატებულმა მოდელმა, რომელიც მსოფლიოს სხვადახვა ცნობილ ბრენდთან თანამშრომლობს და მათი ქოლგის ქვეშ არაერთხელ გამოსულა ჩვენებაზე, გახსნა და დახურა ჩვენება და საუკეთესოდ მოირგო ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილი სამოსი.

ავთანდილი:

აქ სიჭრელე იყო შიგნით. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც გარკვეულწილად, საზოგადოებისთვის ერთფეროვნები არიან, თუმცა შიგნით, გულში, სულში, საოცარი ემოციური სიჭრელე აქვთ. განსაკუთრებულ ქალებზე მაქვს საუბარი (იღიმის). ამიტომ იყო შიგნიდან ამობრუნებული სამოსი. მთლიანი სულიერი სამყარო ან გარეთ იყო, ვინც თამამია, ან ნახევრად აჩენდა ამას…

ძალიან მინდოდა, შემექმნა განსხვავებული ჩანთები. ერთი შეცდომით მივხვდი, როგორი უნდა ყოფილიყო. ეს იყო ფანტასტიკური შეცდომა. ძალიან მომწოსნ ჩანთები, ვტრაბახობ.

წინა წლებისგან განსხვავებით, ცოტა ხომ არ შეცვალეთ მთლიანი კონცეფცია?

მთელი ხიბლი ისაა, რომ დიზაინერმა თავისი ხელწერა არ დაკარგოს და ყოველთვის იგრძნობოდეს. მოდა ხომ ექვს თვეს ცოცხლობსდ ა არ შეიძლება ერთი და იმავეს გამოტანა…

დალი ჩიტალაძე:

კონცეფცია ტენდენციას პასუხობს, ასე რომ, ტენდეციებს ვერსად გავექცევით. ავთანდილის ინტერვიუს ვუსმინე, სადაც თქვა, რომ ქალის შინაგანი სამყარო მის ფერად სარჩულებში გამოიხატა და ვინც თამამია, ეს სიჭრელე ზემოდან აცვია, ეს ძალიან საინტერესოა ჩემთვის. მისი კონცეფცია განსხვავებულია. ავთანდილის ნამუშევრებში ყველა პოულობს თავისას და ეს არის კოლექციის წარმატების ნიშანი. მთავარია, ჩაიცვა სწორად ის, რაც დიზაინერმა მოგაწოდა. მოცემულობა ძალიან მომეწონა.

თქვენ მოგწონთ ერთმანეთზე ჩაცმული სამოსი?

ეს დროებითია, არ ვიცი, კიდევ როგორ უნდა განვითარდეს. ეს იყო ძველის გაახლება, ბანალურია, მაგრამ მოდა ტრიალებს, რას ვიზამთ. საინტერესოც ეს არის. დიდხანს საინტერესო არაფერი ხდებოდა, ახლა კი გახდა გამორჩეული და სად წავა, მეც მაინტერესებს. შემდეგი სეზონიც არ იქნება განსხვავებული, ჩემი პროგნოზით, მერე კიდევ მოხდება გარდატეხა (იღიმის).

ავთანდილის ჩვენების შემდეგ პოდიუმზე საკუთარი ნამუშევრები გამოიტანეს lyia-მ, ანუკა ქებურიამ, ქია ქებურიამ, Vaska-მ, Mach & Mach-მა და დღის ბოლოს საზოგადოების წინაშე კლასიკური კოლექცია წარადგინა დათუნა სულიკაშვილმა. პოდიუმზე 80 წლის ულამაზესი მომღერლის, ნანი ბრეგვაძის გამოჩენამ ნამდვილი ფურორი მოახდინა. ნანი ბრეგვაძემ მოხდენილად გაიარა მთლიანი დარბაზი და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართული სილამაზისა და სტილის ეტალონია.

„მერსედეს ბენცის მოდის კვირეული“ დღეს სხვა ჩვენებებით განახლდება.

ნინო მურღულია

(ფოტოები/ვიდეო)

სიახლეები/

|

May 4, 2018 / 1:34 pm

TOP სიახლეები

54 წლის ეკა კახიანის ფოტოსესია, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ასაკში ქალი უფრო ლამაზია

სოციალურ ქსელებში აქტიურად აზიარებენ 54 წლის მსახიობისა და მომღერლის, ეკა კახიანის ფოტოსესიას, რომელიც მას ჟურნალმა „სითიმ“ გადაუღო. ეკა მასზე ისეთ ფორმაშია, რომ უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა. როგორც ჟურნალთან ინტერვიუში ამბობს, ცხოვრების ამ ეტაპზე „ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, უკვე დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს და ახლა ცხოვრების ის ეტაპია, როდესაც ყოველი დღით ვტკბები. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი […]

აჩიკო გულედანმა ახალი სიმღერა შეყვარებულთან ერთად ჩაწერა (ვიდეო)

„ჩვენი პირველი კოლაბორაცია!!!  ერთი სული მქონდა, როდის გაგიზიარებდით! მეტს არაფერს დავწერ გარდა იმისა, რომ ვგიჟდები ამ სიმღერაზე და ყველაზე, ვინც კი ამ ვიდეოშია გაერთიანებული… Happy L for Love Achiko Guledani“ – წერს „საქართველოს ვარსკვლავის“ ერთ-ერთი მონაწილე, გვანცა ჯაფარიძე. მომღერალი, რომელიც, როგორც fortuna.ge-მ შეიტყო, აჩიკო გულედანის რჩეული გახლავთ. „მწვანე ოთახი“ feat. Uma J-ს ახალ სიმღერაზე „for […]

თეონა კონტრიძე სტეფანეს რუსოფობიის გამო აკრიტიკებს – „ვიღაცა ბრიყვებისთვის რუსეთი იქცა „გოიმობის“ სინონიმად…“

სტეფანე მღებრიშვილის რუსეთისადმი დამოკიდებულება კარგად არის ცნობილი. თავის დროზე მან „ევროვიზიისთვის“ ჩაწერა სიმღერა, რომელსაც თაკო გაჩეჩილაძესთან, ქრისტინე იმედაძესა და ნინი ბადურაშვილთან ერთად ასრულებდა და სახელწოდებიდან გამომდინარე (We don’t wanna put in), „ევროვიზიიდან“ პოლიტიკური ქვეტექსტის ქონის გამო მოხსნეს. სტეფანე რუსეთში კონცერტებს არ ატარებს, მიუხედავად იმისა, რომ როგორც თავად მცირე ხნის წინ დაწერა, უამრავი შეთავაზება აქვს. ახლახან […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

თაკო ნაცვლიშვილი Emporio Armani-ს ვიდეორგოლში

თაკო ნაცვლიშვილი მართალია, „ვიქტორიას სიკრეტის“ შოუზე ვერ მოხვდა, რადგან უკვე მესამედ უთხრეს უარი, ქართველი ლამაზმანი ცნობილ ბრენდებთან ახალი ძალებით აგრძელებს თანამშრომლობას. თაკომ ახლახან თავის „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა ცნობილი ბრენდის Emporio Armani-ს ვიდეო, სადაც თავად მონაწილეობს. თაკოს „არმანისთან“ არაერთხელ უთანამშრომლია, ასე რომ, ეს პირველი შემთხვევა არ არის. (ვიდეო)

„როცა სამჯერ გეუბნებიან უარს, ეს იმას ნიშნავს…“ – რატომ არ აიყვანა თაკო ნაცვლიშვილი „ვიქტორიას სიკრეტმა“

Fashionholics online – ქართული „ფეისბუქ“-გვერდი მოდის შესახებ წერს, რატომ არ აიყვანა „ვიქტორიას სიკრეტმა“ ქართველი მოდელი, თაკო ნაცვლიშვილი თავისი ცნობილი შოუსთვის. მოსაზრების ავტორი აღნიშნავს, რომ მესამედ უარის მიღება ბრენდისგან იმას ნიშნავს, რომ თაკოს ვერ ხედავენ „ვიქტორიას სიკრეტის“ მოდელად. „დავუბრუნდეთ გუშინდელ ამბავს. „ვიქტორია სეკრეტმა“ თაკო ნაცვლიშვილი ფინალურ ტურში არ გადაიყვანა. კასტინგების დაწყებამდე დავწერე, რომ პირველი და მეორე […]

როგორ გულშემატკივრობენ „ვიქტორიას სიკრეტის“ კასტინგზე თაკო ნაცვლიშვილს ქართველები

თაკო ნაცვლიშვილი „ვიქტორიას სიკრეტის“ 2018 წლის შოუს შესარჩევ ტურში მონაწილეობს. გუშინ ის პირველ კასტინგზე გავიდა. თაკოს მანამდეც უცდია ბედი და ყოველთვის გადიოდა მეორე ტურში, მაგრამ შოუსთვის არ შეურჩევიათ. წელს ქართველი მოდელი არაჩვეულებრივად გამოიყურება და ძალიან კარგ ფორმაშია. მისი ფოტოებიც მთელი ქართული სოციალური ქსელია აჭრელებული. კასტინგზე გამოცხადებული ფოტოგრაფების ობიექტივში მოხვდა და მათი დიდი ინტერესიც დაიმსახურა. თაკოს, […]

ვისი კაბა ეცვა ნანი ბრეგვაძეს “ბლექ სი არენას” კონცერტზე

“ნანი – სცენის დედოფალი” – ამ სახელწოდებით 16 აგვისტოს, “ბლექ სი არენას” სცენაზე ისტორიული კონცერტი გაიმართა. 83 წლის ლეგენდარული ქართველი მომღერალი, ნანი ბრეგვაძე თავისი შესანიშნავი რეპერტუარის ახლებური, ნიკოლოზ რაჭველის მიერ შექმნილი ორიგინალური ვერსიებით, სავსე დარბაზის წინაშე წარდგა. ამ კონცერტის მუსიკალური ნაწილის შესახებ ცალკე სტატიაში მოგიყვებით, მაგრამ ქალბატონი ნანის პირველი შემოსვლა სცენაზე ისეთი ეფექტური იყო, რომ […]

ნანი ბრეგვაძის მოლოდინი „ბლექ სი არენაზე“ კონცერტის წინ – „არასდროს გამოვსულვარ არენაზე…“

25 ივლისს, მწერალთა სახლში ნანი ბრეგვაძის პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციას მომღერალთან ერთად დაესწრნენ: ეკა მამალაძე, ნიკოლოზ რაჭველი, Artists Union-ის სამხატვრო ხელმძღვანელი, თეო ჯორბენაძე, ეროვნული მუსიკალური ცენტრის გენერალური დირექტორი, ნინო ნახუცრიშვილი, მარინა ბერიძე,  „ბლექ სი არენას“ დირექტორი, ანი კავლელიშვილი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძე, „საქართველოს ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ხათუნა კაკაბაძე. 16 აგვისტოს,  „ჩექ […]

რეკლამა