ნანი ბრეგვაძე და სტეფანე პარიზში და მათი ცნობილი დუეტი (ვიდეო)

ნანი ბრეგვაძე და სტეფანე პარიზში და მათი ცნობილი დუეტი (ვიდეო)

3 მაისს პარიზში საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი ღონისძიება და საქველმოქმედო გალავახშამი გაიმართა, რომელშიც ქართველი ვარსკვლავებიც მონაწილეობდნენ.

მათ შორის იყვნენ სტეფანე მღებრიშვილი და ნანი ბრეგვაძე, რომლებიც შეკრებილი აუდიტორიის წინაშე საკუთარი რეპერტუარითაც წარდგნენ და ასევე შეასრულეს თავიანთი დუეტი, რომელზე გადაღებული კლიპი ახლახან გამოვიდა.

„ისევ წვიმს“ ვაჟა აზარაშვილის ძველი სიმღერაა, რომელიც სტეფანესა და ნანი ბრეგვაძეს ახლებური არანჟირებით „ბლექ სი არენას“ კონცერტისთვის ნიკოლოზ რაჭველმა გაუკეთა.

პარიზში მსმენელის წინაშე მათ სიმღერა ცოცხლად შეასრულეს.

როგორც ყოველთვის, ბრწყინვალედ გამოიყურებოდა ნანი ბრეგვაძე, რომელსაც ტრადიციულად, შავი პიჯაკი და შარვალი ეცვა.

(ვიდეო)

სიახლეები/

|

May 6, 2019 / 12:25 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

Let’s show fucking Russian how we can party !!! – Oscar and the wolf-მა ქართველ მსმენელს მიმართა

12 ოქტომბერს ბელგიური ბენდი Oscar and the Wolf საქართველოში Monument-ის ეგიდით უკვე მეორედ იმყოფებოდა. „მოდით დამპალ რუსეთს ვაჩვენოთ, თუ როგორ შეგვიძლია გართობა“ – სწორედ ასე მიმართა ბენდის სოლისტმა მაქს კოლომბიმ ღონისძიებაზე მისულ მელომანებს, რამაც ქართველი მსმენელისგან ოვაციები დაიმსახურა. საათნახევრის განმავლობაში მუსიკოსმა მისი, როგორც ცნობილი ჰიტები, ასევე ძველი და ახალი სიმღერები შეასრულა. ბელგიური ჯგუფს Oscar &the […]

მერაბ სეფაშვილი დღეს 58 წლის გახდა

ცნობილი ქართველი მომღერალი, მერაბ სეფაშილი დღეს, 15 ოქტომბერს, იუბილარია. მას 58 წელი შეუსრულდა. მომღერლისთვის მისალოცად მისი შვილები და პროდიუსერი, გია გოგორიშვილი შეიკრიბნენ და დაბადების დღეზე სიურპრიზად პოპულარულ შემსრულებელს ტორტი მიართვეს. (ვიდეო)

ანი ჩირაძე და კონსტანტინე თედელური დაქორწინდნენ (ფოტოები)

„ჩემი ცოლის დაქალებში“ ჩიკას როლის შემსრულებელი ანი ჩირაძე და ცნობილი შეფმზარეული კონსტანტინე თედელური დაქორწინდნენ. მათ ხელი თელავში მოაწერეს. წყვილს თან ახლდნენ მსახიობები ბაია დვალიშვილი და ეკა ჩხეიძე, ასევე „ჩემი ცოლის დაქალების“ სცენარისტი, ქეთი დევდარიანი და სხვა ახლობლები. კონსტანტინეს და ანის რომანი საკმაო ხანია, რაც გრძელდება. როგორც ჩანს, წყვილმა ურთიერთობისთვის ოფიციალური სახის მიცემა გადაწყვიტა. ფოტოები გოგა […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

სტეფანე: „16 აგვისტოს კონცერტის წინ ისე ვნერვიულობ, რომ ვკანკალებ…“

სტეფანეს სოლოკონცერტი 16 აგვისტოს ბათუმის კორტებზე იმართება. ღონისძიებისთვის განსაკუთრებული მზადება მიმდინარეობს. უკვე დამონტაჟებულია ხმის გახმოვანების აპარატურა. მომღერალი კონცერტის წინ, როგორც ყოველთვის, ძალიან ნერვიულობს და ამის შესახებ „ფორტუნას“ ინტერვიუში განუცხადა: კონცერტზე ველოდები ბევრ ხალხს… ამ ყველაფერს ჩვენით ვაკეთებთ. განსაკუთრებული კონცერტი იქნება. ჩემი რეპერტუარის 70% ახალი ჟღერადობით იქნება წარმოდგენილი. ნიკოლოზ რაჭველთან ერთად მიმუშავია აქამდეც, მაგრამ ახლა ჩვენი […]

სტეფანეს სოლოკონცერტი 16 აგვისტოს ბათუმის კორტებზე გაიმართება

16 აგვისტოს, ბათუმის კორტებზე სტეფანე განახლებული ჟღერადობითა და საკონცერტო პროგრამით წარდგება მსმენელის წინაშე. ბოლო წლების ყველაზე დატვირთული საკონცერტო გრაფიკის შემდეგ მუსიკოსი ახალი გრანდიოზული შოუს მონაწილეებად ამჯერად სცენის სხვადასხვა ჟანრის ვარსკვლავებს გააერთიანებს. სტეფანეს საათნახევრიან კონცერტს აკომპანიმენტს გაუწევს ბენდი პროფესიონალ მუსიკოსთა შემადგენლობით, რომელსაც უერთდება საქართველოს ეროვნული ორკესტრის სიმებიანი და ჩასაბერი საკრავების შემადგენლობა ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. პერფორმანსის სპეციალური […]

ნანი ბრეგვაძის სახელობის მუსიკალური ფესტივალი დაფუძნდა

საქართველოს კულტურის პალატა ცნობილი ქართველი მომღერლის, ნანი ბრეგვაძის სახელობის მუსიკალურ ფესტივალს აარსებს. ამის შესახებ კულტურის პალატის ხელმძღვანელმა, დათო ოქიტაშვილმა საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა. გთავაზობთ მის სტატუსს: „ჩვენო მეგობრებო!!! დაფუძნდა ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალი „ნანი”❤, რომელიც ჩატარდება ყოველი წლის სექტემბერში, ქალაქ ბათუმში“. ინიციატივას დათო ოქიტაშვილის „ფეისბუქის“ კედელზე დადებითი გამოხმაურებები მოჰყვა. ფოტო: ზაქარია ჭელიძე

„სხვა შუადღე“ „ოქროს ტალღის“ შესახებ  და მარკ მარტელის მიმართვა ქართველ მსმენელს (ვიდეო)

„სხვა შუადღემ“ „ოქროს ტალღის“ შესახებ სასაუბროდ რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ პიარმენეჯერი თათა სადრაძე და „ოქროს ტალღის“ გამარჯვებული, სტეფანე მღებრიშვილი მიიწვია. თათა: ყოველ წელს იმატებს სიმღერების რაოდენობა. შარშან გვქონდა 90 სიმღერა, წელს 156-ია. ექვსი წლის წინ, როცა კონკურსი დაიწყო, თუ არ ვცდები, 50 სიმღერა გვქონდა. ერთ-ერთი მთავარი პირობაა, რომ  წლის განმავლობაში ჩვენს რადიოსადგურებში – „არ დაიდარდო“, „ფორტუნა პლუსი“, […]

სტეფანე: „მაპატიე დემნა, შენს ქურთუკში 2890 ევრო ვერ გადავიხადე“

სტეფანე მღებრიშვილი მაისის დასაწყისში პარიზში იმყოფებოდა, სადაც თავის ქალიშვილთან ერთად გაემგზავრა ერთ-ერთ ღონისძიებაზე. სტეფანეს კონცერტი ჰქონდა, დანარჩენი დრო კი 11 წლის ქალიშვილთან ერთად გაატარა, რომელსაც დაბადების დღე ჰქონდა. სტეფანემ ერთ-ერთ მაღაზიაში „ვეტმანის“ კოლექცია ნახა, მათ შორის დემნა გვასალიას მიერ შექმნილი ჯინსის ქურთუკი, რომელსაც ქართველი პოეტების სახელები აწერია. სტეფანემ აღნიშნა, რომ ამ ქურთუკის ყიდვა, სამწუხაროდ, ვერ […]

რეკლამა