ანა სუბელიანს ინოლა გურგულიას სიმღერის შესრულება დაუწუნეს (ვიდეო)

0
1339

„სხვა შუაღამის“ წამყვანი, მომღერალი და აქტივისტი ანა სუბელიანი გადაცემაში შესრულებული სიმღეტის გამო გააკრიტიკეს. „უშენოდ“ ინოლა გურგულიას რეპერტუარიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპოზიციაა, რომელიც ანამ გადაცემაში კლავიშის თანხლებით შეასრულა. „იუთუბზე“ ატვირთულ ამ ვიდეოს არცთუ სახარბიელო გამოხმაურებები მოჰყვა.

გთავაზობთ კომენტარებს:

„საშინელი მანერებით, საშინლად შესრულებული ინოლა გურგულიას ულამაზესი სიმღერა :(((   ამ ადამიანს ნებართვაც არ აქვს ინოლა გურგულიას სიმღერების შესრულებაზე აღებული და ასე უნებართვოდ მღერის. ასეთი შესრულების შემდეგ ნამდვილად უნდა მოეთხოვოს პასუხი და აეკრძალოს ინოლას სიმღერების შესრულება. ასეც იქნება!“

„დიდი ბოდიში, მაგრამ სექსუალურად მანჭვა-გრეხვა კარგ ნამღერს არ ნიშნავს…“

„ინოლას ამ გენიალურ სიმღერას, რომელიც სპეციალურად სცენის დედოფლის, ეთერ კაკულიასთავის დაწერა (ქ-ნი ეთერი ამ სიმღერას საოცრად ასრულებდა), ასეთი საშინელი შესრულება არ ეკადრება“.

შესრულებას დადებითი გამოხმაურებებიც მოჰყვა. მსმენელი წერს, რომ ანას განსაკუთრებული ხმა აქვს და ეს სიმღერაც კარგად მოიხდინა.

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here