ნაჯა ორაშვილი: „სიტყვები არ მეყოფა იმის აღსაწერად, როგორი მამაცი და უშიშარი გუნდი იცავს ბასიანს…“

ნაჯა ორაშვილი: „სიტყვები არ მეყოფა იმის აღსაწერად, როგორი მამაცი და უშიშარი გუნდი იცავს ბასიანს…“

კლუბ „ბასიანის“ მფლობელი, ნაჯა ორაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც ბოლო დღეებში კლუბთან მომხდარი სროლის ფაქტს ეხმაურება.

„კლუბის ტერიტორიაზე არტისტის მოსაწვევით შემოსულმა და რამდენიმე წუთში კლუბის წესების დარღვევის გამო, ყოველგვარი კონფლიქტის, სიტყვიერი თუ ფიზიკური დაპირისპირების გარეშე გაძევებულმა პირმა, მთელი ქალაქის გავლით, სახლიდან მოიტანა 12 კალიბრიანი, ოფიციალურად გაფორმებული ავტომატური სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი (ვინჩესტერის ტიპის) და კლუბის გარე პერიმეტრზე 18-ჯერ გაისროლა.

დაცვის წევრების სწრაფმა რეაგირებამ, რომლებმაც დროულად ჩაკეტეს კლუბის შემოსასვლელი რკინის კარი, თავდამსხმელისგან იხსნა სტუმრები. მაგრამ ჩვენი ოჯახის სამი წევრი მაინც დაშავდა. ორი მათგანი ფეხის, ერთი კი ზურგის არეში დაიჭრა, რომლებსაც დღეს დილით გაუკეთდათ ოპერაცია. მათი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ისევ რჩებიან საავადმყოფოში.

ვერაფერს დავწერ იმ სტრესულ და ტრავმატულ მდგომარეობაზე, რომელშიც კლუბის კარში მომუშავე ადამიანები და სტუმრები იმყოფებიან, რომლებმაც სიკვდილს ჩახედეს თვალებში.

ოფიციალური ინფორმაციით თავდამსხმელი მხოლოდ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და უკვე დაკავებულია. უნდა აღინიშნოს, რომ 39 წლის მოძალადე წარსულშიც ნასამართლევია. მან 2010 წელს ნასვამ მდგომარეობაში არაერთი გასროლის შედეგად დააზიანა აფთიაქი, რომელშიც ფსიქოტროპული მედიკამენტების ყიდვაზე უთხრეს უარი. 9 წლის შემდეგ, სამწუხაროდ, ამ ადამიანის სამიზნე ჩვენ აღმოვჩნდით.

სიტყვები არ მეყოფა იმის აღსაწერად, როგორი მამაცი და უშიშარი გუნდი იცავს ბასიანს, რომლებიც წარმოუდგენელ სიყვარულსა და ერთგულებას ამტკიცებენ უკვე მერამდენე წელია და რამხელა რისკის ფასად უჯდება კლუბის ოჯახის თითოეულ წევრს ჩვენი უსაფრთხოება. ეს არის დიდი სიყვარულის საზღაური, რომელიც გვაძლევს ძალას, რომ ერთად ვიდგეთ, ვიყოთ სოლიდარულები და ვიბრძოლოთ ჩაგვრისა და ძალადობის წინააღმდეგ – თანასწორობისვთის.

ჩვენი კარი მუდამ ღია იყო სხვადასხვა სოციალური ჯგუფისთვის, რადგან გვჯერა ცვლილებების. არაერთხელ გვინახავს ერთ ღამეში შეცვლილი ადამიანები – ეს იყო დაუღალავი შრომის შედეგი, გაგვეზიარებინა ის ხედვები, ცოდნა და ღირებულება, რისთვისაც ვიბრძვით და რის გამოც შეიქმნა ეს სივრცე. სწორედ ეს არის ბასიანი, ეს სივრცე ყველასია და ვერანაირი მსგავსი შემზარავი შემთხვევა ვერ შეგვაცვლევინებს იმ აზრს, რომ საზოგადოების გარკვეული ჯგუფები არ გავრიყოთ. ჩვენ მუდამ ვიყავით, ვართ და დავრჩებით ღია და მიმღებლურ სივრცედ.

და ბოლოს, დარწმუნებული ვარ, დღეს ქვეყანაში არსებული უმძიმესი მდგომარეობის გათვალისწინებით, ეს ისტორია არავისთვის იქნება შიშისმომგვრელი, არამედ გახდება კიდევ ერთი დასტური, რომ მსგავსი სივრცეები ყველაზე უსაფრთხო და თავისუფალი ადგილებია მთელს ქვეყანაში, რომელსაც დაცვა და გაფრთხილება სჭირდება“.

სიახლეები/

|

January 13, 2020 / 2:55 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

დღეს „მხოლოდ ქართულში“ ლელა წურწუმიასა და სტეფანეს სიმღერები შესრულდება

დღეს, 27 იანვარს, „მხოლოდ ქართულის“ ნახევარფინალური ტური გაიმართება. შეგახსენებთ, რომ მხოლოდ ხუთი მონაწილე დარჩა დღევანდელ ტურში – თამთა ხუხუნაიშვილი, ანა ქურთუბაძე, გიორგი ძოწენიძე, ლუკა ჭოხონელიძე და ნინი შონია. კონკურსი „მთავარი არხის“ ეთერში, ტრადიციისამებტ, საღამოს ათ საათზე დაიწყება. ხუთივე მონაწილე დღეს ორ სიმღერას შეასრულებს, ერთს ლელა წურწუმიას, მეორეს კი სტეფანეს რეპერტუარიდან. შესაბამისად, ერთი ნომრიდან შეგიძლიათ თქვენს […]

Facebook

რეკლამა

რეკლამა