„ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალზე ხოაკინ კორტესი იცეკვებს – „არ მგონია, რომ ქართული ცეკვის შესწავლა შევძლო…“

0
1448

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალი დღეს „იმედის“ ეთერში 22:00 საათიდან დაიწყება. მთავარი სანახაობა კი მაყურებელს ჟიურის წევრებისგან, ცნობილი მოცეკვავესგან, ხოაკინ კორტესისგან ელოდება. ის საფინალო ტურზე ცეკვას აპირებს.

„იმედის დილაში“ მან საკუთარ გეგმებზე ისაუბრა.

„ძალიან კარგად ვარ და გემრიელად საქართველოში. გაოცებული ვარ სტუმართმოყვარეობით და ასე რომ მიმიღეს. საქართველოში ერთხელ ნამყოფი ვიყავი, როცა კონცერტი მქონდა. რაც პროგრამის გამო აქ ვარ და შევიტყვე ტქვენს კულტურაზე, მოვიხიბლე. უძველესი კულტურა გაქვთ. თქვენს ხალხს ძალიან უყვარს ცეკვა, მუსიკა. არის ხალხი, რომელმაც არ იცის საქართველოს არსებობის შესახებ და არ აფასებენ იმას, რაც გაქვთ. თუ თქვენს მსმენელს მოუნდება, ჩამოვალ არაერთხელ, რადგან მოხიბლული ვარ საქართველოთი…“

წამყვანებმა ქართული ცეკვის შეფასება სთხოვეს, რაზეც ხოაკინ კორტესმა ასე უპასუხა: „დაუჯერებლად კარგი მომეჩვენა. განსაკუთრებით მომეწონა ძალა, რაც გამოიხატება ცეკვაში და დავაფასე სირთულე. დაუჯერებელ მოძრაობებს აკეთებდნენ. ძალიან მინდა ვისწავლო, მაგრამ არ მგონია, შევძლო. ეს მოძღაობები ჩემთვის ძალიან რთულია…“

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here