„მხოლოდ ქართულის“ ისტორიაში პირველი 50 ქულა კონსტანტინე კარანაძეს და სოფო ბათილაშვილს ერგოთ

„მხოლოდ ქართულის“ ისტორიაში პირველი 50 ქულა კონსტანტინე კარანაძეს და სოფო ბათილაშვილს ერგოთ

რუსთავი 2“-ის მაყურებელმა პროექტი „მხოლოდ ქართულის“ მესამე ლაივ კონცერტი იხილა. პროექტის ისტორიაში ჟიურის წევრებმა პირველი 50 ქულა, სწორედ გუშინდელ ლაივზე დაწერეს. კონკურსანტებმა ქალაქური სიმღერების ახალი ვერსიები შეასრულეს. კონსტანტინე კარანაძე კი ის პირველი კონკურსანტია, რომელმაც ჟიურისგან 50 ქულა დაიმსახურა. მან ვერის უბნის მელოდიებიდან გოგი ცაბაძის „პანკესას სიმღერა“ შეასრულა და ჟიურის აღფრთოვანებაც დაიმსახურა.

ორშაბათის კონცერტი  ასევე წარმატებული  აღმოჩნდა სოფო ბათილაშვილისთვისაც, რომელმაც ბორის თბილელის სიმღერა „იაგუნდი“ შეასრულა და   კონსტანტინეს მსგავსად ჟიურის წევრებისგან 50 ქულა მიიღო.

მესამე ლაივ კონცერტის შემდეგ 8 კონკურსანტი დარჩა. წარუმატებელი ლაივი აღმოჩნდა გუშინდელი კონცერტი ქრისტი შუშაძესთვის, რომელმაც მაყურებლის გადაწყვეტილებით  პროექტი დატოვა.

რაც შეეხება ხალხის რჩეულს, ლაივის ლიდერი კვლავ  საბა კემულარია გახდა.

შეგახსენებთ, რომ სატელევიზიო ეთერის ყველაზე რეიტინგული პროექტის „მხოლოდ ქართულის“ მესამე ლაივ კონცერტი ქალაქური სიმღერების ახალ ვერსიებს დაეთმო. სწორედ ამ ორშაბათს დაიწერა პირველი 50 ქულა, რომელიც კონსტანტინე კარანაძემ და სოფო ბათილაშვილმა დაიმსახურეს.

სიახლეები/

|

May 8, 2018 / 4:08 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

54 წლის ეკა კახიანის ფოტოსესია, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ასაკში ქალი უფრო ლამაზია

სოციალურ ქსელებში აქტიურად აზიარებენ 54 წლის მსახიობისა და მომღერლის, ეკა კახიანის ფოტოსესიას, რომელიც მას ჟურნალმა „სითიმ“ გადაუღო. ეკა მასზე ისეთ ფორმაშია, რომ უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა. როგორც ჟურნალთან ინტერვიუში ამბობს, ცხოვრების ამ ეტაპზე „ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, უკვე დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს და ახლა ცხოვრების ის ეტაპია, როდესაც ყოველი დღით ვტკბები. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი […]

აჩიკო გულედანმა ახალი სიმღერა შეყვარებულთან ერთად ჩაწერა (ვიდეო)

„ჩვენი პირველი კოლაბორაცია!!!  ერთი სული მქონდა, როდის გაგიზიარებდით! მეტს არაფერს დავწერ გარდა იმისა, რომ ვგიჟდები ამ სიმღერაზე და ყველაზე, ვინც კი ამ ვიდეოშია გაერთიანებული… Happy L for Love Achiko Guledani“ – წერს „საქართველოს ვარსკვლავის“ ერთ-ერთი მონაწილე, გვანცა ჯაფარიძე. მომღერალი, რომელიც, როგორც fortuna.ge-მ შეიტყო, აჩიკო გულედანის რჩეული გახლავთ. „მწვანე ოთახი“ feat. Uma J-ს ახალ სიმღერაზე „for […]

თეონა კონტრიძე სტეფანეს რუსოფობიის გამო აკრიტიკებს – „ვიღაცა ბრიყვებისთვის რუსეთი იქცა „გოიმობის“ სინონიმად…“

სტეფანე მღებრიშვილის რუსეთისადმი დამოკიდებულება კარგად არის ცნობილი. თავის დროზე მან „ევროვიზიისთვის“ ჩაწერა სიმღერა, რომელსაც თაკო გაჩეჩილაძესთან, ქრისტინე იმედაძესა და ნინი ბადურაშვილთან ერთად ასრულებდა და სახელწოდებიდან გამომდინარე (We don’t wanna put in), „ევროვიზიიდან“ პოლიტიკური ქვეტექსტის ქონის გამო მოხსნეს. სტეფანე რუსეთში კონცერტებს არ ატარებს, მიუხედავად იმისა, რომ როგორც თავად მცირე ხნის წინ დაწერა, უამრავი შეთავაზება აქვს. ახლახან […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

„თეატრალურის კვარტეტის“ ოთო კოვზირიძე ბედს „მხოლოდ ქართულში“ ცდის

პოპულარული ანსამბლის, „თეატრალურის კვარტეტის“ წევრი, ოთო კოვზირიძე ბედს „მხოლოდ ქართულში“ ცდის. მისი ფოტო პროექტის ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე დევს. იქვეა გამოქვეყნებული პატარა ინტერვიუ, საიდანაც ირკვევა, რომ პოპულარული ჯგუფის წევრმა სოლომომღერლად ბედის ცდა სწორედ „მხოლოდ ქართულში“ გადაწყვიტა. გთავაზობთ ბლიცს ოთოსთან. საყვარელი მომღერალი – გოგი დოლიძე. სიამოვნებით ვიმღერებდი – ხმალი ავლესოთ ქართველებო. არასდროს ვიმღერებდი – არ არსებობს ასეთი სიმღერა. ათეულის წევრი რომ გავხდე – გამიხარდება. ჩემთვის სოლო მომღერლის როლის […]

„მხოლოდ ქართული“ წლის საუკეთესო ტელეპროექტია

„ოქროს ტალღის“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 26 ივნისს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა. უამრავი ქართველი ვარსკვლავი, 15 ნომინაცია, საინტერესო გამოსვლები ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად – უამრავი ეპიზოდი გუშინდელი საღამოდან „ოქროს ტალღის“ ისტორიაში ჩაიწერა. გამორჩეული იყო ეს დღე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვისაც, არხი მისი ბოლოდროინდელი რეიტინგული პროექტისთვის დაჯილდოვდა – „მხოლოდ ქართული“ მაყურებლის რჩეულიც გახდა და „ოქროს ტალღისაც“. ჯილდოს […]

სოფო ბათილაშვილი: „კოსტა კარანაძის წყალობით შევასრულე „დაიგვიანეს“

„მხოლოდ ქართულის“ გამარჯვებული, სოფო ბათილაშვილი წერს, რომ კოსტა კარანაძის წყალობით მიეცა საშუალება, შეესრულებინა „დაიგვიანეს“ საფინალო ტურში, რამაც როგორც იცით, მაყურებლის დიდი ართოვანება გამოიწვია. გთავაზობთ სოფოს სტატუსს: „Konstantine Karanadze-ს წყალობით მომეცა ამ სიმღერის შესრულების საშუალება, მას მოვასმენინე ამ სიმღერის ნაწყვეტი და გადაწყვიტა, რომ კარგად გამომდიოდა და იქამდე იძახა, სოფოს „დაიგვიანეს“ მოუსმინეთ, მოუსმინეთ, მოუსმინეთო, სანამ არ შეაწუხა […]

სოფო ბათილაშვილი „ფეისბუქის“ რეკორდსმენია

სოფო ბათილაშვილმა წინა ორშაბათს ნამდვილი ფურორი მოახდინა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ „მხოლოდ ქართულის“ დღევანდელ ფინალზე გამარჯვების ერთ-ერთი ღირსეული კანდიდატია. მისი შესრულებული „ძეგლად გადმომეფარე“ (კომპოზიტორი: ეთერ ჭელიძე) ქართული „ფეისბუქ“-სივრცის ნამდვილი რეკორდსმენი გახდა. მხოლოდ ხუთ დღეში ამ ვიდეომ „მხოლოდ ქართულის“ სოციალური ქსელიდან არნახული რეკორდი დაამყარა ქართული მეგაშოუების ისტორიაში, დააგროვა მილიონზე მეტი ნახვა და 25 000-ზე მეტი […]

სოფო ბათილაშვილი: „როცა სიმღერა დავასრულე, თავისუფლების და სიმშვიდის უზარმაზარი შეგრძნება მქონდა…“

„მხოლოდ ქართულის“ გამორჩეული მონაწილე სოფო ბათილაშვილია. მის მიერ შესრულებული „ძეგლად გადმომეფარე“ ნამდვილა ჰიტად იქცა. მას აკომპანემენტი, რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივმა მუსიკოსმა, ზვიად ბოლქვაძემ გაუწია, რომლის შექმნილი ვერსიები ძველ ქართულ მელოდიებზე მხოლოდ ქების ღირსია. „ძეგლად გადმომეფარე“ სოფო ბათილაშვილმა მხოლოდ გიტარის თანხლებით შეასრულა. მის ამ ნამღერს ამ დრომდე 918 000 ნახვა აქვს სოციალურ ქსელში და მალე მილიონსაც […]

რეკლამა