„მხოლოდ ქართულის“ ფავორიტი დიზაინერები – ვის რა ეცვა კონკურსზე

„მხოლოდ ქართულის“ ფავორიტი დიზაინერები – ვის რა ეცვა კონკურსზე

„მხოლოდ ქართულის“ მეორე ლაივი გუშინ წარმატებით დასრულდა. როგორც მაია ასათიანი წერს, კონკურენტ „იქს ფაქტორს“ ისევ მოუგეს, ამჯერად „მხოლოდ ქართულმა“ 20% დაწერა, ხოლო „იქს ფაქტორმა“ – 14%.

„მხოლოდ ქართულის“ გუშინდელი ლაივშოუ, სხვადასხვა შემსრულებლის საინტერესო პერფორმანსის გარდა, იმითაც იყო საინტერესო, რომ ლამაზი კაბების გამოფენად იქცა.

დავინტერესდით, ვის რომელი ქართველი დიზაინერის ნამუშევარი ეცვა „მხოლოდ ქართულზე“.

ამ მხრივ ლიდერი დათუნა სულიკაშვილია – მის მიერ შექმნილი თეთრი ყვავილიანი კაბა ეცვა რუჯმიღებულ ნანუკა ჟორჟოლიანს, ულამაზესი გრძელი სარაფანი – სოფო ნიჟარაძეს, ხოლო ლელა წურწუმიას მისი დიზაინით შექმნილი პიჯაკი ემოსა, თუმცა ლელამ საკუთარი გემოვნებით შეკერილი კაბა მოირგო.

რაც შეეხება მაია ასათიანს, ის „მხოლოდ ქართულის“ შემთხვევაში, დიზაინერ ნანა მელქაძესთანთანამშრომლობს. პირველ ლაივზე შესანიშნავად გამოიყურებოდა შავ კაბაში, ახლა კი არჩევანი ღია ფერზე შეაჩერა, ღრმად შეხსნილი გრძელი კაბა მოიხდინა და თმის ფერიც შეიცვალა, რისთვისაც უამრავი კომპლიმენტი მიიღო სოციალურ ქსელში.

„რუსთავის 2“-ის ჟურნალისტს, რუსკა გიორგაძეს, რომელსაც „მხოლოდ ქართულის“ ფეისბუქ-ლაივები მიჰყავს, ნანა ალექსანდრიას კაბა ჰქონდა მორგებული.

(ფოტოები)

სიახლეები/

|

May 1, 2018 / 1:36 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

მარიშკა ჯავახაძის ინტერვიუ – რატომ შეცვალეს „ჩცდ“-ში სხვა მსახიობით

მარიშკა ჯავახაძე „ჩემი ცოლის დაქალებში“ აღარ თამაშობს. ბარბარიკას როლი თაკო კორინთელმა მოირგო, მაყურებელმა უკვე იხილა მისი შესრულებული ბარბარიკა, როლი ასევე შეაფასა თავად მარიშკამაც. Fortuna.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში მარიშკამ იმ მიზეზზე ისაუბრა, რის გამოც სერიალის დატოვებამ მოუწია. მარიშკა ჯავახაძე: ეს ამბავი გამოიწვია ჩემმა პირადმა პრობლემამ, როგორც ეს „ჩემი ცოლის დაქალების“ გვერდზე იყო აღნიშნული. ერთ-ერთ საღამოს, კვირაზე მეტი […]

აჩი ფურცელაძის რომანტიკული არდადეგები ახალ რჩეულთან ერთად

აჩი ფურცელაძის მომავალი მეუღლე ელენე დუმბაძეა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მცირე ხნის წინ თავად დაწერა. ელენესთან ერთად ახლახან რომანტიკული ფოტოები გამოაქვეყნა. წყვილი დასასვენებლად შარმ-ელ-შეიხში იმყოფება, სადაც დროს აშკარად სასიამოვნოდ ატარებენ. შეგახსენებთ, რომ გარკვეული პერიოდის წინ აჩი მოსკოვიდან დაბრუნდა და ახლა საქართველოში მუშაობს. მომღერალმა ინტერვიუებში არაერთხელ აღნიშნა, რომ დიდი სურვილი აქვს, ტელეეკრანს დაუბრუნდეს. (ფოტოები)

ორსული ანუკი არეშიძის პირველი ფოტოები

ანუკი არეშიძე 6 თვის ორსულია. ამის შესახებ თავად დაწერა „ინსტაგრამზე“ და ფოტოც გამოაქვეყნა. მანამდე კი მეოთხე შვილის მოლოდინის შესახებ კახი კალაძემ ამცნო საზოგადოებას, როდესაც სოციალურ ქსელში ანუკის მუცელი გამოაჩინა და ამით მიგვანიშნა, რომ წყვილი კიდევ ერთ პატარას ელის. შეგახსენებთ, რომ კახი და ანუკი წლებია, დაქორწინებულები არიან. მათი სიყვარულის ამბავი იტალიაში დაიწყო, სადაც ანუკი სამოდელო კარიერის […]

Facebook

რეკლამა

[bsa_pro_ad_space id=1]

მსგავსი სიახლეები

„მხოლოდ ქართულმა“ „იქს ფაქტორს“ ისევ მოუგო – რეიტინგებს შორის სხვაობა 6 %-ია

ორ მუსიკალურ შოუს შორის მძაფრი კონკურენცია მიმდინარეობს, თუმცა „რუსთავი 2“-ზე „მხოლოდ ქართულის“, „იმედზე“ კი „იქს ფაქტორის“ ეთერში გასვლის დღიდან „მხოლოდ ქართული“ ერთპიროვნული ლიდერია. ჯერჯერობით „იქს ფაქტორმა“ ვერ შეძლო მისი გადასწრება, ასევე ვერც მის მონაცემთან მიახლოვება. ახლახან მაია ასათიანმა დადო პოსტი, სადაც აღნიშნულია, რომ „მხოლოდ ქართულის“ გუშინდელმა ლაივმა 19%-იანი რეიტინგი დაწერა მაშინ, როცა „იქს ფაქტორის“ გუშინდელი […]

ქრისტი შუშაძე და შოთა ლეგაშვილი სტუმრად გადაცემაში „რადიო დუეტი“

გადაცემას „რადიო დუეტი“ პროექტ „მხოლოდ ქართულის“ ორი მონაწილე ქრისტი შუშაძე და შოთა ლეგაშვილი ესტუმრნენ. „არ დაიდარდოს“ სტუმრებმა პირდაპირ ეთერში დუეტი შემოგვთავაზეს. ქრისტი პროექტს მესამე ტურიდან გამოეთიშა, შოთა კი ბრძოლას აგრძელებს. მოგვიყევით, როგორ მოხვდით ამ პროექტში? ქრისტი: – მე საქართველოში სტუმრად ჩამოვედი. არ ვაპირებდი მონაწილეობის მიღებას, თუმცა მეგობრების დაჟინებული მოთხოვნით წავედი კასთინგზე. მეგობარს საგულშემატკივროდ გავყევი, საბოლოოდ […]

„მხოლოდ ქართულის“ ბრილიანტი – სოფო ბათილაშვილის არაჩვეულებრივი შესრულება (ვიდეო)

სოფო ბათილაშვილი პირველივე ტურიდან ჟიურის და მაყურებლის რჩეულია. სოფოს შესრულებებმა უამრავი ადამიანის გული დაიპყრო და ის კონკურსის ერთ-ერთ ლიდერად აქცია. გუშინდელ კონცერტზე სოფოს შესრულებით ჟიური იმდენად აღფრთოვანდა, რომ გიორგი გაბუნია სცენაზე აიჭრა და ათიანი იქიდან აფრიალა მომღერლის კარგი გამოსვლის აღსანიშნავად. ჟიურის სხვა წვრებმაც უმაღლესი ქულები ასწიეს და შესაბამისად, სოფო ტურის ერთ-ერთი ლიდერი გახდა ჟიურსიგან მიღებული […]

„მხოლოდ ქართულმა“ 21%-იანი რეიტინგი დაწერა – „მადლობა მაყურებელს!..“

„მხოლოდ ქართულის“ ლაივები „რუსთავი 2“-ის ეთერში წარმატებით მიმდინარეობს. პროექტმა ქართული სიმღერის მოყვარული საზოგადოების დიდი ყურადღება თავიდანვე მიიპყრო. გადაცემის პირველივე გამოშვებებმა მაღალი რეიტინგი დაწერა. გუშინდელმა ლაივმა კი კიდევ ერთხელ მიაღწია უმაღლეს ნიშნულს – გადაცემის რეიტინგმა 21% შეადგინა. „მხოლოდ ქართულის“ ამ რეიტინგს გამოეხმაურა მაია ასათიანი და დაწერა: „საქართველო ირჩევს მხოლოდ ქართულს“. პროექტის „ფეისბუქ“-გვერდი მაღალი რეიტინგისთვის მადლობას მაყურებელს […]

„მხოლოდ ქართულის“ ისტორიაში პირველი 50 ქულა კონსტანტინე კარანაძეს და სოფო ბათილაშვილს ერგოთ

რუსთავი 2“-ის მაყურებელმა პროექტი „მხოლოდ ქართულის“ მესამე ლაივ კონცერტი იხილა. პროექტის ისტორიაში ჟიურის წევრებმა პირველი 50 ქულა, სწორედ გუშინდელ ლაივზე დაწერეს. კონკურსანტებმა ქალაქური სიმღერების ახალი ვერსიები შეასრულეს. კონსტანტინე კარანაძე კი ის პირველი კონკურსანტია, რომელმაც ჟიურისგან 50 ქულა დაიმსახურა. მან ვერის უბნის მელოდიებიდან გოგი ცაბაძის „პანკესას სიმღერა“ შეასრულა და ჟიურის აღფრთოვანებაც დაიმსახურა. ორშაბათის კონცერტი  ასევე წარმატებული  აღმოჩნდა სოფო […]

რეკლამა