„მის საქართველო 2017“ ნია წივწივაძე: „ჭამა ძალიან მიყვარს…“

„მის საქართველო 2017“ ნია წივწივაძე: „ჭამა ძალიან მიყვარს…“

ბათუმში „მის საქართველო 2017“ გამოავლინეს და ის ძალიან ლამაზი გოგონა, ნია წივწივაძე გახდა. ნია კალათბურთელ ბექა წივწივაძის და გახლავთ, შესაბამისად, მანიკა ასათიანი მისი რძალია. ცნობილი რძლისგან და მისი მეგობრისგან, ასევე „მის საქართველო“ ნუკა ყარალაშვილისაგან, უამრავი რჩევა-დარიგება მიიღო. რჩევებს არ იშურებს მისთვის არც ია კიწმარიშვილი, „მის საქართველოს“ დამფუძნებელი. ია კმაყოფილია, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს კონკურსის ჟიურის არჩევანი მოეწნა, თუმცა ნიას აფრთხილებს, რომ კრიტიკული გამონათქვამებიც ყურადღებით მოისმინოს. ნია წივწივაძე და ია კიწმარიშვილი რადიო „ფორტუნას“ სტუმრობდნენ.

ელოდებოდი გამარჯვებას?

ნია წივწივაძე, „მის საქართველო 2017“:

როცა კონკურსში მონაწილეობ, გაქვს სურვილი გამარჯვების, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული, რა თქმა უნდა, არ ვიყავი. როცა გამომაცხადეს,ა რ ვიცი, როგორ გამოვხატე ჩემი რეაქცია, მაგრამ ძალიან დავიბენი (იღიმის). ძალიან გამიხარდა.

სამოდელო გამოცდილება, როგორც ვიცი, გაქვს?

მოყვარულის დონეზე, საზღვარგარეთ გახლდით და ესეც დამეხმარა გამოცდილების დაგროვებაში… სამი თვით გახლდით წასული, საქართველოშიც გამოვდიოდი ჩვენებებზე, გადაღებებზე, ვიცნობ ბევრ დიზაინერს. ალბათ, კამერასთან ურთიერთობის გამოცდილებაც დამეხმარა კონკურსის განმავლობაში.

როგორი იყო კონკურენცია?

ყველგან აღვნიშნავ, რომ ნამდვილად არ იყო კონკურენცია ისეთი, როგორზეც გვსმენია. მაგალითად, საზღვარგარეთ ერთმანეთს რაღაცებს რომ უკეთებენ… პირიქით, ჩვენ ერთმანეთს ყოველხმრივ ვეხმარებოდით, მაკიაჟის გაკეთება იქნებოდა თუ ვარცხნილობის. გამარჯვება ყველამ გულწრფელად მომილოცა…

რა არის შენი ინტერესის სფერო?

ამჟამად პაირმენეჯერი ვარ ბავშვთა გამომცემლობაში. პარალელურად ვწერ სტატიებს ჩემს ბლოგზე, მოგზაურობებზე, პირად გამოცდილებაზე. ამ ბლოგს 16 წლიდან ვაწარმოებ. ასევე ძალიან მიყვარს სპორტი, აქტიურად ვადევნებ თვალყურს. ძალიან მიყვარს ცურვა. ბავშვობაში ჩოგბურთელობა მინდოდა, მაგრამ ჩემს ოჯახში იმდენად აქტიურია სპორტული მიმართულება, რომ შენი სპორტი აღარ გაგვაგონოო, მითხრეს…

თავს როგორ უვლი?

ძირითადად, ვცურავ. ასევე ტრენაჟორებზეც დავდივარ. ვცდილობ, ჯანსაღად ვიკვებო, მიუხედავად იმისა, რომ ჭამა ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით, ცომეული და ქართული სამზარეულო. ვცდილობ, ბევრი წყალი დავლიო, თუმცა ალბათ, გენეტიკაც მიწყობს ხელს. ხშირად არ მივირთმევ ფასტ ფუდს. დილას დედაჩემი მახვედრებს ერთ ჭიქა თაფლიან წყალს, ვიღებ ბოსტნეულს.სრულად + ფოტოგალერეა

სიახლეები/

|

December 11, 2017 / 3:31 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ირაკლი მაქაცარია უკრაინულ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობს (ვიდეო)

ბიზნესმენი და „პრაიმშოუს“ წამყვანი, უკრაინაში კარგად ცნობილი შოუს „მარტოხელას“ პოპულარული ქართველი მონაწილე, ირაკლი მაქაცარია, უკრაინულმა არხმა „1+1“ საცეკვაო შოუში მიიწვია. „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მას უკვე პრომოც ჩაუწერეს და შემოდგომიდან მონაწილეებს შორის იქნება, რომლებიც პირველი ადგილის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. ირაკლის უკვე აქვს გამოცდილება მიღებული ამ შოუს ქართულ ვერსიაში, ასე რომ, შესაძლოა ითქვას, მას უკრაინაში იგივე შოუში გამოსვლა ნაკლებად […]

ექიმ კოტე მათითაშვილსა და დიზაინერ ეკა ბალანჩივაძეს რომანი აქვთ

ერთ-ერთ ყველაზე სიმპათიურ ექიმად აღიარებული კოტე მათითაშვილი გადაცემა „ექიმების“ წამყვანი გახლავთ, რითაც ფართო პოპულარობა და თაყვანისმცემელთა არმია შეიძნა სუსტ სქესს შორის. აქამდე პირადი ცხოვრების შესახებ ნაკლებად საუბრობდა და არც ფოტოების გამოფენა უყვარდა ამ თემაზე, თუმცა მცირე ხნის წინ, სოციალურ ქსელში მის გვერდზე დიზაინერ ეკა ბალანჩივაძესთან ერთად გადაღებული საერთო ფოტოები გამოჩნდა. როგორც ფოტოებიდან ჩანს, წყვილი გრძნობებს […]

24 აგვისტოს ჯგუფი „სახე“ „ბლექ სი არენაზე“ სოლოკონცერტს გამართავს

24 აგვისტოს, „ბლექ სი არენაზე“, „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში კიდევე რთი ღონისძიება ანონსდება. ჯგუფი „სახე“ 20 წლის განმავლობაში დაგროვებულ ყველა ჰიტს შეასრულებს, ათ ახალ სიმღერასაც წარუდგენს მაყურებელს და ახალ ალბომსაც. ეს ყველაფერი შეკვეთილში მდებარე გრანდიოზული არენის სცენაზე მოხდება. ბიჭები უკვე აქტიურად ემზადებიან დიდი კონცერტისთვის, სადაც „სახისთვის“ სპეციალურად შექმნილი ბენდი იქნება წარმოდგენილი, ასევე სტუდია „სახის“ მოსწავლეები […]

Facebook

რეკლამა

[bsa_pro_ad_space id=1]

მსგავსი სიახლეები

ულამაზესი „მის საქართველო“ შეყვარებულია – „ჩემთვის ბრედლი კუპერზე უკეთესია…“

ვიქტორია კოჩეროვა „იმიჯ ცენტრმა“ წლევანდელ „მის საქართველოდ“ დაასახელა. 21 წლის მოდელი, რომელსაც ქართველ ირინა შეიკს ეძახიან, ვაშინგტონში დღეს ღამე გაემგზავრება. სწორედ იქ იმართება ყველაზე პრესტიჟული სილამაზის კონკურსი, სადაც ვიქტორია საქართველოს წარადგენს. მას „მარიონელაში“ შეხვდვით და გადავიღეთ წითელ კაბაში, რომლითაც ვიქტორია „მის მსოფლიოზე“ წარდგება. რამდენად მოგწონს ასეთი შედარება – ქართველი ირინა შეიკი? ვიქტორია კოჩეროვა: რა თქმა […]

ნუკა ყარალაშვილის პირველი წარმატება “მის მსოფლიოზე”

"მის საქართველო 2015-მა" ნუკა ყარალაშვილმა "მის მსოფლიოზე" პირველ წარმატებას მიაღწია. კონკურსამდე რამდენიმე დღით ადრე, "მის მსოფლიოს" ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ორგანიზატორებმა ტოპ 30 გოგონა დაასახელეს და მათ შორის საქართველოს წარმომადგენელიც მოხვდა.

ვინ არის “მის საქართველო 2015“ ნუკა ყარალაშვილი

1 ნოემბერს, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში "მის საქართველო 2015-ის" ფინალური შოუ გაიმართა. რომელზეც გამარჯვება 24 წლის ნუკა ყარალაშვილმა მოიპოვა.

მის სამყარო 2015-ზე საქართველოს ჯანეტ ქერდიყოშვილი წარადგენს

მის სამყარო 2015-ზე საქართველოს ჯანეტ ქერდიყოშვილი წარადგენს. ამის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ, სოციალური ქსელის საშუალებით გახდა ცნობილი. ბეისბუქ-გვერდმა “The Perfect Miss“ მოდელის ფოტო და პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს სახელით სწორედ მის საქართველო 2011 იასპარეზებს.

“მის საქართველოს 2015”-ის მონაწილეთა რეგისტრაცია გრძელდება

"მის საქართველოს 2015"-ის კონკურსანტთა შერჩევა გრძელდება. წლის ყველაზე ლამაზი გოგონას ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს 18-დან 25 წლამდე გოგონები გაუწევენ კონკურენციას. გამარჯვებულს კი მის საქართველოს გვრგვინთან ერთად ამჯერადაც საკმაოდ მიმზიდველი პრიზი - "მინი კუპერ კუპე" გადაეცემა.

რეკლამა