მის მკერდის ორგანიზატორები X Factor-ს და “იღბლიან ბორბალს” უჩივიან

მის მკერდის ორგანიზატორები X Factor-ს და “იღბლიან ბორბალს” უჩივიან

გიორგი მასხულია ეპატაჟურობით რომ გამოირჩევა, ამაზე ყველა ვთანხმდებით. ეს, ალბათ, მისი იმიჯის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. მისი ბოლო აჟიოტაჟი “მის მკერდის” ფინალს მოჰყვა, სადაც მასხულიას რჩეულმა არ გაიმარჯვა და კონკურსს “დაბალი დონე” უწოდა. ის ჟიურის თავმჯდომარეს, იულია მარგუნოვასაც გადაწვდა და თქვა, რომ ის შარდენის ერთ-ერთ კაფეში პრომო გოგონად მუშაობს, რომელსაც, თურმე, ამ საქმის არაფერი გაეგება. მან კონკურსის გამარჯვებულს, სოფი ახალაძეს, სააგენტოს მოდელობაც შესთავაზა, მაგრამ ამბობს, რომ “მის მკერდზე” ვერ ხედავს მოდელის მომავალს. ამ ყველაფერთან და კავშირებით გიორგიმ “Music Box”-თან ისაუბრა და თან მისი რჩეულიც, თამთა ჯობავა, ინტერვიუსთვის საგულდაგულოდ მორთულ-მოკაზმული მოიყვანა. ინტერვიუს დროს ბევრ საიდუმლოსა თუ ჭორ-მართალს ავხადეთ ფარდა და გაირკვა, რომ ნინო ადამაშვილი, “მის მკერდის” დამფუძნებელი, “X Factor”-სა და “იღბლიან ბორბალზეა” განაწყენებული და მათ “ცრუ მის მკერდის მოდელების“ გამოყენებაში ადანაშაულებს. ნინომ განაცხადა, რომ სარჩელი უკვე მზად აქვს და წუხს, რომ ‘იღბლიანი ბორბალი” უკვე დაიხურა. საინტერესოა, პროდუსერებმა გადაცემა ქალბატონი ნინოს შიშით ხომ არ დახურეს?

სიახლეები/

|

June 15, 2017 / 8:19 pm

TOP სიახლეები

ვიდეო: ნინი ბადურაშვილის დამ ცხვირის ოპერაცია მიშა ცაგარელის რჩევის გამო გადადო

ნინი ბადურაშვილის უმცროსი და, ქეთო თოფურიძე, რომელიც არ მალავს, რომ რინოპლასტიკა, ანუ ცხვირის ოპერაცია აქვს გაკეთებული, „პრაიმშოუს“ ესტუმრა. მან მაყურებელს მოუთხრო იმის შესახებ, რომ ცხვირის ოპერაციამდე ერთი დღით ადრე მისი გადადება მიშა ცაგარელის რჩევით გადაწყვიტა. ქეთო თოფურიძე: „ძალიან საინტერესოა ჩემი ამბავი, რომელიც მიშა ცაგარელს უკავშირდება. დაბადების დღე მაქვს პირველ მაისს და დაბადების დღემდე რამდენიმე კვირით […]

ნინო ნადირაძე: „ფუფუნების, ბევრი ფულისა და ქონების მოყვარული ნაკლებად ვარ…“

ექიმი, ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე საკუთარი თვისებების შესახებ ვრცლად ჟურნალ „გზის“ კითხვებს პასუხობს. როგორც ცნობილი სახე აღნიშნავს, მთელი ცხოვრება მოგების წყურვილი ამოძრავებს: „ეს აზარტია. მოგების წყურვილი. ეს თვისებები მამოძრავებს. ძალას მმატებს. მიუხედავად იმისა, რომ პრაგმატული ადამიანი ვარ, მატერიალისტი – ნაკლებად. ფუფუნების, ბევრი ფულისა და ქონების მოყვარული ნაკლებად ვარ. აღიარების, დაფასებისა და გამარჯვების ჟინი – აი, ამ […]

ეკა კვალიაშვილი: „რუსა მორჩილაძეს უარი ვუთხარი ლელა წურწუმიას გაჰიტებული სიმღერის გადამღერებაზე…“

ეკა კვალიაშვილი რადიო „ფორტუნას“ ეთერში თათა სადრაძის გადაცემას „არტ FM“ სტუმრობდა. მან ისაუბრა ერთ-ერთ შემთხვევაზე, როდესაც ლელა წურწუმიას ერთ-ერთი ჰიტი რუსა მორჩილაძემ მას შესთავაზა შესასრულებლად. რატომ განაცხადა უარი მომღერალმა კოლეგის სიმღერის შესრულებაზე, ეკა კვალიაშვილმა სწორედ რადიო „ფორტუნას“ ეთერში გაამხილა: „ლელა წურწუმიას აქვს რუსა მორჩილაძის ერთ-ერთი სიმღერა, რომლის შესრულება საახალწლო გადაცემაში შემომთავაზა, თუმცა მასაც უარი ვუთხარი. […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

„ოქროს ტალღა“ „იქს ფაქტორს“, როგორც საუკეთესო ტელეპროექტს – სანდრო კურცხალიძე პროექტის გამარჯვებულია!..

სამთვიანი მუსიკალური მარათონი ახალბედა შემსრულებლებისა და ცნობილი მენტორების მონაწილეობით დასრულდა. 3 ივლისს დაძაბული კონკურენციის პირობებში „იქს ფაქტორის“ გამარჯვებული გამოვლინდა – სანდრო კურცხალიძე, რომელმაც შესული 195 409 ხმიდან 57, 72% მიიღო. მისმა მენტორმა, სოფო ნიჟარაძემ, რომელსაც აღელვებისგან მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს, დღეს დილას ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა: „დილა მშვიდობისა საქართველო, თუმცა ჩემთვის არც დაღამებულა, თავზე დამათენდა, […]

„იქს ფაქტორი“ „ოქროს ტალღაზე“ სოფო ნიჟარაძისა და სტეფანეს გამარჯვებას აღნიშნავს

მოგეხსენებათ, 20 ივნისს მთაწმინდის პარკში რადიოჰოლფინგ „ფორტუნას“ ორგანიზებით, უკვე მეოთხედ გაიმართა „ოქროს ტალღა“, წლის სიმღერის დაჯილდოვება. საუკეთესო შემსრულებელ ქალად სოფო ნიჟარაძე დასახელდა, ხოლო სტეფანემ ორი ჯილდო მიიღო, ის გახდა რადიო „ფორტუნას“ რჩეული და ასევე მთავარი პრიზის მფლობელიც, წლის სიმღერის ტიტული მის კომპოზიციას „დამიბრუნდი“ ერგო და მას რადიოჰოლდინგ „ფორტუნასგან“ 5000-ლარიანი ჯილდო გადაეცა. „იქს ფაქტორის“ ოფიციალურმა „ფეისბუქ“-გვერდმა […]

როგორ ეხმაურებიან სოციალურ ქსელში „იქს ფაქტორიდან“ ოთო ღურწკაიას გავარდნას?

„იქს ფაქტორის“ ლაივ-კონცერტები ფილარმონიაში გუშინ დაიწყო. პროექტს, მაყურებლის გადაწყვეტილებით, ოთო ღურწკაია და „თი ბლუზ ბენდი“ გამოეთიშა. ოთო აუტსაიდერებში სოფო საჟინიანთან ერთად მოხვდა. საჟინიანი პროექტში გიორგი გაბუნიას გადამწყვეტი ხმის მიცემის შემდეგ დარჩა.

შორენა ბეგაშვილი მაყურებელს დაემშვიდობა (ვიდეო)

“ეს ბოლო გადაცემაა. მეც ძალიან მიჭირს თქვენთან დამშვიდობება, მაგრამ მოდით, როგორი პოზიტიურიც იყო “იღბლიანი ბორბალი” ისე დავამთავროთ” - ამ სიტყვებით მიმართა გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა, შორენა ბეგაშვილმა მაყურებელს.

“ეს სწორედ ის სიმღერაა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჩემს დიდ სიყვარულს“ – გვანცა ოსიყმაშვილი

ჩემი პასუხი ყველას გამოხმაურებაზე!!! აუცილებლად მინდა ასე ერთიანად და ხმამაღლა გითხრათ, რასაც ვფიქრობ... ჯერ ერთი, უღრმესი მადლობა ყველას თქვენ, ასე რომ გამილმაზეთ დროის ეს მონაკვეთი, რომელიც მე პროექტში გავატარე! რა თქმა უნდა, მე ვაგრძელებ სიმღერას (იმის რაც ჩემია).. რაც შეეხება ამ კონკრეტულ გამოსვლას, მე არ მომისმენია, ალბათ ვერც მოვუსმენ... რაც არ უნდა ძლიერი ვყოფილიყავი ამ ჟანრში, ამ სიმღერას ვერ ვიმღერებდი გამართულად, გემრიელად, აუღელვებლად.. ეს სწორედ ის სიმღერაა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჩემს დიდ სიყვარულს, რომელიც არის და იქნება ჩემი ტკივილი, იმიტომ რომ მე ის დავკარგე !!!

რეკლამა