მიხეილ სააკაშვილი ნინი ბადურაშვილთან რომანზე გავრცელებულ ჭორს ეხმაურება

მიხეილ სააკაშვილი ნინი ბადურაშვილთან რომანზე გავრცელებულ ჭორს ეხმაურება

გიორგი გასვიანის გადაცემაში „ფაბრიკა“ ნინი ბადურაშვილი სტუმრობდა. მან სახელისა და გვარის დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა ისაუბრა იმ ჭორზე, რომელიც მისი რომანის შესახებ გავრცელდა მაღალი თანამდებობის პირთან. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, ვის გულისხმობდა მომღერალი ამ საუბრისას, ეს გახლდათ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

ინტერვიუს დროს ნინიმ აღნიშნა:

„რაც ხელისუფლებაში იყო, ამაზე სულ ლაპარაკობდნენ. როცა პირველი ტალღა აგორდა, 17-18 წლის ვიყავი და საერთოდ არ ვიცნობდი მას. მერე, როცა გამიცნო, თქვა: ძლივს არ გავიცანი ეს ბავშვიო? ასე მეძახდა“.

„იუთუბზე“ განთავსებული ეს ამონარიდი ნინი ბადურაშვილის ინტერვიუდან მიხეილ სააკაშვილმა თავისი ოფიციალური „ფეისბუქის“ გვერდზე გააზიარა და დაწერა: „ასე ვრცელდებოდა ჭორები…“

„ფაბრიკის“ წამყვანმა, გიორგი გასვიანმა გააზიარა ამონარიდი, სადაც ჩანს, რას წერს ნინი ბადურაშვილის ამ გამოსვლის შესახებ მიხეილ სააკაშვილი, მომღერალი მონიშნა და დაწერა: „შენმა სტუმრობამ ჰოლანდიამდეც ჩააღწია“.

(ვიდეო)

სიახლეები/

|

May 3, 2018 / 2:00 pm

TOP სიახლეები

მარიშკა ჯავახაძის ინტერვიუ – რატომ შეცვალეს „ჩცდ“-ში სხვა მსახიობით

მარიშკა ჯავახაძე „ჩემი ცოლის დაქალებში“ აღარ თამაშობს. ბარბარიკას როლი თაკო კორინთელმა მოირგო, მაყურებელმა უკვე იხილა მისი შესრულებული ბარბარიკა, როლი ასევე შეაფასა თავად მარიშკამაც. Fortuna.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში მარიშკამ იმ მიზეზზე ისაუბრა, რის გამოც სერიალის დატოვებამ მოუწია. მარიშკა ჯავახაძე: ეს ამბავი გამოიწვია ჩემმა პირადმა პრობლემამ, როგორც ეს „ჩემი ცოლის დაქალების“ გვერდზე იყო აღნიშნული. ერთ-ერთ საღამოს, კვირაზე მეტი […]

აჩი ფურცელაძის რომანტიკული არდადეგები ახალ რჩეულთან ერთად

აჩი ფურცელაძის მომავალი მეუღლე ელენე დუმბაძეა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მცირე ხნის წინ თავად დაწერა. ელენესთან ერთად ახლახან რომანტიკული ფოტოები გამოაქვეყნა. წყვილი დასასვენებლად შარმ-ელ-შეიხში იმყოფება, სადაც დროს აშკარად სასიამოვნოდ ატარებენ. შეგახსენებთ, რომ გარკვეული პერიოდის წინ აჩი მოსკოვიდან დაბრუნდა და ახლა საქართველოში მუშაობს. მომღერალმა ინტერვიუებში არაერთხელ აღნიშნა, რომ დიდი სურვილი აქვს, ტელეეკრანს დაუბრუნდეს. (ფოტოები)

ორსული ანუკი არეშიძის პირველი ფოტოები

ანუკი არეშიძე 6 თვის ორსულია. ამის შესახებ თავად დაწერა „ინსტაგრამზე“ და ფოტოც გამოაქვეყნა. მანამდე კი მეოთხე შვილის მოლოდინის შესახებ კახი კალაძემ ამცნო საზოგადოებას, როდესაც სოციალურ ქსელში ანუკის მუცელი გამოაჩინა და ამით მიგვანიშნა, რომ წყვილი კიდევ ერთ პატარას ელის. შეგახსენებთ, რომ კახი და ანუკი წლებია, დაქორწინებულები არიან. მათი სიყვარულის ამბავი იტალიაში დაიწყო, სადაც ანუკი სამოდელო კარიერის […]

Facebook

რეკლამა

[bsa_pro_ad_space id=1]

მსგავსი სიახლეები

გიორგი გაბუნიამ მიშა სააკაშვილის სიცილი განასახიერა – “სოფო, შენ გამიგებ ყველაზე კარგად”

გიორგი გაბუნია და სოფო ნიჟარაძე დიდი ხნის მეგობრები არიან და ერთმანეთთან საკმაოდ შეხუმრებულებიც. გუშინდელი მხოლოდ „ქართულის“ ლაივი ამ მხრივ გამორჩეული გამოდგა. „ახლა აღმოვაჩინე, რომ ჯერ კიდევ როდის ვმღეროდი ქართულს. მე სხვათა შორის, არათუ ვმღერი ქართულს ამ კონკურსიდან გამომდინარე, არამედ ჩემი ვერსიებიც მაქვს. ახლა ვიმღერო?“, იკითხა გიორგიმ და წაიმღერა „მე ვარ ერთი ციდა, მე სიცილი მინდა“, […]

ნინი ბადურაშვილის შავ-თეთრი კლიპის პრემიერა შედგა (ფოტოგალერეა)

ნინი ბადურაშვილის ახალი კლიპის სანახავად „ფაბრიკაში“ ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები და ჟურნალისტები შეიკრიბნენ. სანამ ლაშა ცერიაშვილის მიერ ნინის დაწერილ სიმღერაზე გადაღებული შავ-თეთრი ვიდეოს ჩვენება შედგებოდა, საღამოს მთავარი გმირის ქალიშვილი, ელენე, თავის დეიდაშვილთან ერთად დარბაზში დარბოდა, ბოლოს სცენაზე გადაინაცვლა და როცა ნინიმ პრეზენტაციის გასახსნელად მიკროფონი მოიმარჯვა, გარკვეულ ხანს სცენიდან ჩამოსვლა არაფრით უნდოდა. როგორც ჩანს, ელენე ძალიან ჰგავს […]

კადრები ნინი ბადურაშვილის ახალი კლიპიდან (ფოტოგალერეა)

ნინი ბადურაშვილს ახალი სიმღერა აქვს და კლიპიც გადაიღო. ვიდეორგოლის რეჟისორი ლაშა ცერიაშვილია, რომელთანაც მომღერალს რამდენჯერმე აქვს ნამუშევარი, მათ შორის, სიმღერაზე „ჩუმად მინატრე“. ახლახან ნინიმ სოციალურ ქსელში გადაღებებიდან საინტერესო კადრები გამოაქვეყნა და დაწერა: „მალე ჩემი ახალი მუსიკალური ვიდეო… ვფიქრობ, ეს ყველაზე კარგი კლიპია, რაც კი აქამდე გადაგვიღია )“. კლიპის პრემიერა აპრილში იგეგმება. (ფოტოები)

ნინი ბადურაშვილმა მძიმე ნევროზის შესახებ ისაუბრა – როგორ დააღწია თავი

ნინი ბადურაშვილმა „ექიმების“ გადაცემაში ანტიდეპრესანტების შესახებ ისაუბრა. რთულ პერიოდში მას დასჭირდა მედიკამენტოზური ჩარევა და ამის შესახებ სამედიცინო გადაცემაში გულწრფელად ისაუბრა. „თვითნებურად, ათი წლის წინ, დავიწყე ანტიდეპრესანტის სმა. სახლიდან არ გამოვდიოდი, თუ არ მეგდო ჩანთაში. ფსიქოლოგიური დამოკიდებულება მქონდა, მეგონა, თუკი მას შეტევის დროს არ მივიღებდი, პანიკური შეტევა დამეწყებოდა. ენის ქვეშ… და მერე ვწყნარდებოდი. ემოციური ბავშვი ვიყავი, […]

ნინი ბადურაშვილი ახალ კლიპს იღებს – „ცოტა სექსუალურობა აკლია შენს შესრულებას…“

დღეს სოციალურ ქსელში ნინი ბადურაშვილმა ახალიკლიპის გადაღებების პროცესიდან ვიდეო შემოგვთავაზა და დაწერა, რომ მალე მის ახალ ვიდეორგოლს ვიხილავთ. მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები ამ სიახლემ გაახარა და კომენტარებმაც არ დააყოვნა. ერთ-ერთმა მათგანმა, მარინა ქართველიშვილმა ნინის რჩევაც მისცა და დაუწერა: „აი, ყველანაირად კარგი და ნიჭიერი გოგო ხარ, მაგრამ ცოტა სექსუალურობა და სითბო აკლია შენს შესრულებას. უძლიერესი ხმა გაქვს. […]

რეკლამა