მიიღე მონაწილეობა საბავშვო ევროვიზიის მხარდამჭერ ვიდეორგოლში

მიიღე მონაწილეობა საბავშვო ევროვიზიის მხარდამჭერ ვიდეორგოლში

2015 წლის საბავშვო ევროვიზიამდე თითქმის ერთი თვეა დარჩენილი და ევროვიზიის ქართული ფან-კლუბი მორიგი მხარდამჭერი ვიდეორგოლის გადაღებისათვის მზადებას იწყებს.

როგორც ჩვენთან ევროვიზიის ქართული ფან-კლუბის ხელმძღვანელი, რეზო მამსიკაშვილი საუბრობს ვიდეორგოლი მკვეთრად უჩვეულო და ხალისიანი იქნება. ვიდეორგოლში 16 ევროვიზიის გულშემატკივარი მიიღებს მონაწილეობას. ვიდეორგოლის პრემიერა პირველი არხის ეთერში, ნოემბრის დასაწყისში გაიმართება.

18 ოქტომბრამდე, ნებისმიერი ასაკის ადამიანს აქვს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა, ამისათვის კი უნდა ეწვიოთ მიმდინარე ბმულს და შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა…

ფორმის შესავსებად დააჭირეთ აქ>>>

ეს პირველი ვიდეორგოლია,რომელიც ევროვიზიის ქართული ფან-კლუბის ორგანიზებითაა გადაღებული,რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა…

სიახლეები/

|

October 12, 2015 / 7:34 pm

TOP სიახლეები

საქართველოში პირველად ფსაი-ტრანს სცენის საკულტო დუო Vini Vici ჩამოდის

ღონისძიებების სერია “ავიატორი”, 11 ოქტომბერს, საქართველოში პირველად, წარმოგიდგენთ მსოფლიო ფსაი-ტრანს სცენის ერთ-ერთ საკულტო დუოს – Vini Vici. ლოკაცია, სადაც Vini Vici ქართველ მსმენელს შეხვდება ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება. Vini Vici ეს არის პროექტი, რომელიც არტისტებს Aviram Saharai & Matan Kadosh აერთიანებს. უკვე 10 წელზე მეტია, ორივე არტისტი ელექტრონული მუსიკის სფეროში ცნობილი და გამოცდილი პროდუსერია. Vini Vici-ის […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

სოფო ტოროშელიძე „ევროვიზიაზე“: „უფლებას არ მოგცემთ, რომ კიდევ შემაწმინდოთ ხელი!..“

საქართველოს მხრიდან შერჩეულ ხუთკაციან ჟიურის, რომელმაც „ევროვიზიის“ გრანდფინალში მონაწილეებს ქულები დაუწერა, დიდი კრიტიკა შეხვდა ქართველი მსმენელის მხრიდან. სოციალურ ქსელში აქტიურად წერენ, რომ 12 ქულა მათ არა ჩეხეთის წარმომადგენლისთვის, არამედ კვიპროსის კონკურსანტისთვის უნდა დაეწერათ – მოგეხსენებათ, წელს მას ქართველი შემსრულებელი, თამთა გოდუაძე წარდგენდა. სოციალურ ქსელში ჟიურის წევრების მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარებიც არ დაიშურეს, რასაც მომღერალი სოფო ტოროშელიძე […]

„შური კლავს“ – ანრი ჯოხაძე თამთა გოდუაძისთვის 6 ქულის დაწერას ქართულ ჟიურის ვერ პატიობს

თამთა გოდუაძეს „ევროვიზიის“ ქართულმა ჟიურიმ, რომელიც ხუთი ადამიანისგან შედგებოდა, 6 ქულა დაუწერა და ამის გამო ქართველი მსმენელისგან კრიტიკის ქარცეცხლი დაიმსახურა. ამ კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი კრიტიკა გამოთქვა მომღერალმა და ტელეწამყვანმა ანრი ჯოხაძემ. გთავაზობთ მის სტატუსს ამ თემაზე: „თამთას 6 ქულა ქართული „პროფესიონალი“ ჟიურისგან. რამდენი ქულაც არ უნდა დაუწეროთ მას, მაინც ვერასოდეს მიაღწევთ თამთას “ლეველს” !!! […]

ოთო ნემსაძე „ევროვიზიაზე“ დღეს წარდგება

საქართველოს სახელით „ევროვიზიის“ საერთაშორისო კონკურსზე ოთო ნემსაძე წარდგება. პირველი ნახევაფრინალური ტური დღეს, 14 მაისს შედგება. პირდაპირი ტრანსლაციის ხილვა შეგიძლიათ „პირველი არხის“ ეთერში. ღონისძიება 23:00 საათზე იწყება. საქართველოს წარმომადგენელი, ანსამბლ „შავნაბადასთან“ ერთად აუდიტორიის წინაშე მე-11 ნომერად წარდგება. ოთო ნემსაძემ უკვე მოუწოდა საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს, უყურონ იმ ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელს, სადაც ცხოვრობენ და მითითებულ ნომერზე დაურეკონ მხარდაჭერისთვის. […]

„ევროვიზიის“ კონკურსისთვის სამი სიმღერა უკვე შერჩეულია

„ევროვიზიის“ სიმღერის 2019 წლის კონკურსისთვის კომპოზიტორის კონკურსის შედეგები ცნობილია. როგორც „პირველი არხი“ იუწყება, კონკურსის შედეგად, 200-ზე მეტი სიმღერა შევიდა. სიმღერის შერჩევის პროცესი სამი ტურისგან შედგებოდა. პირველი ტურზე შეირჩა 50 სიმღერა, მეორე ტურში – 12, მათგან საუკეთესოები კი ჟიურიმ გამოავლინა. გამარჯვებული ავტორები არიან: ლევან ბაშარული, რომა გიორგაძე, თამარ ბაბილუა. შეგახსენებთ, რომ „ევროვიზიის“ მონაწილე „საქართველოს ვარსკვლავის“ ფინალურ […]

რა სიმღერით წარდგება საქართველო საბავშვო „ევროვიზიაზე“ (ვიდეო)

სიმღერის კონკურსის „რანინა“ გამარჯვებული, უნიჭიერესი გოგონა თამარ ედილაშვილი წელს მინსკში დაგეგმილ საბავშვო „ევროვიზიაზე“ საქართველოს წარადგენს. თამარ ედილაშვილისთვის სიმღერა უამრავ კომპოზიციას შორის სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია. კომპოზიციის მელოდია სოფო ტოროშელიძეს ეკუთვნის, ტექსტი კი ალექსანდრე ლორთქიფანიძეს. „შენი ხმა“ – ამ სიმღერაზე შექმნილი ვიდეორგოლის პრემიერა დღეს „პირველი არხის“ დილის ეთერში გაიმართა. (ვიდეო)

რეკლამა