“ჩემი ახალი შეყვარებული“ ამ სათაურით აქვეყნებს სოციალურ ქსელში ფოტოს, ჟურნალისტი მერსი სულხანიშვილი. მერსი ფოტოზე გია სურამელაშვილთან ერთად არის გადაღებული.
როგორც ჩანს, ეპატაჟური ნაბიჯებით ცნობილმა მერსიმ, მორიგი სკანდალი მოიფიქრა და პროვოკაციული ფოტოც ამის გამო გადაიღო.
May 5, 2017 / 2:10 pm
მომღერალი ია ტომაში ჟურნალ „თბილისელებთან“ პასუხობს კითხვებს, რომლებიც თიკა ჯამბურიას „ფარულ კონვერტში“ მისდამი გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით აქვს. როგორც თიკამ აღნიშნა, იასთან მეგობრობდა და მან მის შეყავრებულთან გააბა რომანი, რაზეც თიკას ძალიან ცუდი რეაქცია ჰქონდა. ია ამბობს, რომ თავი არც ისეთი ცნობილი ეგონა და ეს ამბავი საკუთარი თავის პიარად მიიჩნია: „საერთოდ, ვინ არის ეს გოგოო, კითხულობდნენ […]
ცნობილი ინგლისელი მომღერალი, მსახიობი და კომპოზიტორი, პალომა ფეითი (Paloma Faith) გიორგი ქებურიას სამოსში გამოჩნდა. შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქებურიას მიერ შექმნილ სამოსს ან აქსესუარს, კონკრეტულად კი, სათვალეს, რომელიმე ცნობილი მსოფლიო ვარსკვლავი ირგებს. სხვადასხვა გადაღებასა თუ წვეულებაზე ქართველი დიზაინერის ნამუშევრებით საზოგადოების წინაშე წარდგენენ რიანა, ლედი გაგა, კორტნი კარდაშიანი და სხვები. გიორგი საკუთარ […]
ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში ამერიკელ მეუღლესთან, ბენ ჩეიმთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს და წერს იმ სირთულეების შესახებ, რომელიც წყვილს აქვს, თუმცა დასძენს, რომ რადგან იცის, რომ ბენისნაირად არასდროს არავის ჰყვარებია, ამ სიძნელეებს უმკლავდება… გთავაზობთ ტელეწამყვანის პოსტს: „თუ გიყვარს ადამიანი, სულ უნდა უმეორო,რომ გიყვარს…. ზოგჯერ რომ ვჩხუბობთ, ვბარგდები და მოვდივარ ისევ საქართველოში:))) (ხშირად!) მაგრამ ზუსტად ვიცი, […]
გია სურამელაშვილმა იმიჯი საგრძნობლად შეიცვალა. გიორგი არაბულმა მისი „ფეისბუქის“ გვერდზე განათავსა ფოტოები, სადაც მომღერალს „ძველი ბიჭის“ იმიჯი აქვს მორგებული და როგორც ჩანს, ეს თავადაც ძალიან მოსწონს. ბეწვიანი ქურქებისა და ღრმად დეკოლტირებული სამოსის შემდეგ, გია სურამელაშვილის გარდერობში აშკარად დიდი ცვლილებები შევიდა. გიამ კედები, ტყავის ქურთუკი და ხელთათმანი მოირგო. როგორც გიორგი არაბული ამ ფოტოების კომენტირებისას წერს: „ასეთ […]
გია სურამელაშვილმა 50 წლის იუბილე მეგობრებისა და „პრაიმშოუს“ კამერების თვალწინ ტივზე აღნიშნა. იუბილარმა გრანდიოზული ტორტი გაჭრა, ასევე სიმღერებიც შეასრულა და ახლობლების გარემოცვაში მოილოხინა. ორ ვიდეოს იუბილიდან ნინ აიაშვილი ავრცელებს. (ვიდეო)
გია სურამელაშვილის სცენაზე მოღვაწეობის 30 წლის აღსანიშნავად ერთ-ერთ რესტორანში გამართულმა წვეულებამ დიდი აჟიოტაჟით ჩაიარა, მომღერალს თაყვანისმცემლები კიბეებთან დახვდნენ და უამრავი თაიგული მიუძღვნეს, რესტორანი კი გადავსებული იყო. მსმენელს შორის უამრავ ცნობილ სახეს ნახავდით. ახლაც, იმავე რესტორანში სურამელაშვილი 14 თებერვალს ეპატიჟება შემოქმედების თაყვანისმცემლებს. სოციალურ ქსელში ნახავთ, თუ როგორ ემზადება ესა თუ ის ცნობილი ადამიანი ამ კონცერტზე მოსახვედრად. […]
სოცქსელში გია სურამელაშვილის ფოტო ვრცელდება, სადაც ის წყლის პირას მჯდარია გადაღებული. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, გიას ეს კადრი ერთ-ერთი გადაღებიდანაა, სადაც ის მონაწილეობს. ფოტომ „ფეისბუქი“ მოიარა უამრავ სახალისო კომენტართან ერთად. ამ ფოტოს დანახვისას ყველას „ვეფხისტყაოსანი“ და ტარიელი გაახსენდა – „ნახეს უცხო მოყმე ვინმე ჯდა მტირალი წყლისა პირსა“, წერენ გიას ამ კადრის შესახებ სოცქსელში. გთავაზობთ სხვა კომენტარებსაც: […]
მერსი სულხანიშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მანქანაში ლელა წურწუმიას სიმღერაზე ერთობა. მერსის ვიდეორგოლში ლელა წურწუმიას მსგავსი ვარცხნილობა აქვს. მან ვიდეოს ჩაწერის დროს შესაბამისი სათვალეც მოირგო.