რატომ დაშორდა შეყვარებულს ირაკლი მაქაცარია?

0
6683

კინოპროდუსერი ირაკლი მაქაცარია, ფართო საზოგადოებამ უკრაინული შოუს “Холостяк-ის“ მეშვეობით გაიცნო, სადაც ის მთავარი გმირი იყო. მან პროექტის მონაწილე გოგონებიდან ერთ-ერთი ამოარჩია, რომელთანაც ურთიერთობა, რამდენიმე თვის წინ არასასიამოვნოდ დაამთავრა. ამის შესახებ ირაკლი ჟურნალ “სარკეს“ ესაუბრა:

ორჯერ მქონდა ძლიერი გრძნობა. ბოლო ურთიერთობაზე ვერ ვიტყვი, რომ შეყვარებული ვიყავი, მაგრამ დიდი სიმპატია მქონდა უკრაინელი გოგონას მიმართ და მინდოდა ეს ურთიერთობა სხვა ეტაპზე გადასულიყო. ის უკრაინელი გოგონაა, რომელიც უკრაინულ შოუში ავირჩიე და ეს ურთიერთობა, რამდენიმე თვის წინ დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმებული ვიყავით, ჩვენი დაშორების შესახებ ერთად ვაცნობებდით საზოგადოებას, მან რატომღაც საბანი თავის მხარეს გადაწია, რადგან მსხვერპლის როლში გამოსულიყო და პირველმა მან დაწერა ამის შესახებ. ყველაფერი ტრაგიზმისკენ წაიყვანა, ალბათ უნდოდა ხალხის მხარდაჭერა ჰქონოდა“ – განაცხადა მაქაცარიამ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here