მერაბ სეფაშვილმა 57-ე დაბადების დღე მსმენელთან ერთად აღნიშნა – მომღერლის შვილის დებიუტი სცენაზე

მერაბ სეფაშვილმა 57-ე დაბადების დღე მსმენელთან ერთად აღნიშნა – მომღერლის შვილის დებიუტი სცენაზე

მერაბ სეფაშვილის სოლოკონცერტი 14 ოქტომბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში სრული ანშლაგის პირობებში გაიმართა. სცენაზე მოღვაწეობის მე-40 წელს მომღერალმა მსმენელისგან უდიდესი სიყვარული და ოვაციები მიიღო. მერაბ სეფაშვილმა თავისი რეპერტუარიდან ბევრი ცნობილი სიმღერა შეასრულა, ბენდთან ერთად. კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელი გახლდათ დავით მაზანაშვილი, რომლის სოლოშესრულებებით სხვადასხვა კომპოზიციაში მსმენელმა ძალიან ისიამოვნა.

მერაბ სეფაშვილმა, თავისი ულევი რეპერტუარის ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ კონცერტმა ორ საათზე მეტხანს გასტანა, რასაკვირველია, მაინც ვერ ამოიწურა ამდენი წლის განმავლობაში შესრულებული ჰიტების რაოდენობა, თუმცა ყველა ჰირს დარბაზიდან ადეკვატური გამოძახილი ჰქონდა და მერაბთან ერთად მაყურებელმა ყველა კომპოზიცია შეასრულა.

კონცერტის პირველ ნაწილში მომღერალს მცირე მღელვარება ეტყობოდა და თავადაც აღნიშნა, რომ სცენაზე გამოსვლის წინ ნერვიულობა არც 40 წლის შემდეგ გამქრალა, თუმცა რამდენიმე სიმღერის შესრულების შემდეგ ის უკვე ბრწყინვალე განწყობაზე იყო, რომელიც მთელ დარბაზს გადასდო.

კონცერტზე ბევრი სიურპრიზი გველოდა. მის ბოლოს შევიტყვეთ, რომ ერთ საათში მერაბ სეფაშვილის დაბადების დღე დგებოდა. პოპულარულ შემსრულებელს 57 წელი სცენაზე შეუსრულდა და შეიძლება ითქვას, რომ დაბადების დღე მსმენელის გარემოცვაში აღნიშნა.

დიდ სცენაზე პირველად გამოვიდა მისი უმცროსი შვილი სანდრო, რომელიც მამას „ისევ შენ და ისევ შენ“ შესრულების დროს შეუერთდა ბექვოკალებთან – გიორგი ჩიქოვანთან, გოგა მესხთან, ქეთი კვიცარიძესა და ბექა ცხომელიძესთან ერთად.

კონცერტზე მერაბ სეფაშვილს შემოეურთდნენ მეგობრები ისრაელიდან, მორის ჯანაშვილი და კაკული გურიელაშვილი და ჯემალ სეფიაშვილის სიმღერა ერთად წარუდგინეს მსმენელს.

ღონისძიებაზე მერაბ სეფაშვილთან ერთად სიმღერების შესასრულებლად სცენაზე „ქართული ხმების“ ანსამბლი გამოვიდა. ბიჭებთან ერთად მომღერალმა „მრავალჟამიერი“ ექსპრომტად იმღერა, რასაც ხანგრძლივი ოვაციები მოჰყვა.

კონცერტში ასევე მონაწილეობდა ბიჭუნათა კაპელა გელა ფარჩუკიძის ხელმძღვანელობით, თუმცა მათ ამ ღონისძიებისთვის გოგონების ჯგუფიც დაიმატეს და ერთობლივად შეასრულეს ჯერ „ქუინის“ Bohemian Rhapsody, შემდეგ კი Imagine, ბოლოს საღამოს მთავარ გმირთან ერთად „ავე მარიაც“ წარმოგვიდგინეს…

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

(ვრცლად/ფოტოები)

სიახლეები/

|

October 15, 2018 / 3:30 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

სალომე ჭაჭუა ბეირუთის „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ქორეოგრაფად მიიწვიეს

საქართველოს სპორტული ცეკვების პროფესონალთა ეროვნული საბჭოს ცნობით, ქართველი მოცეკვავე სალომე ჭაჭუა ბეირუთის „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მიიღებს მონაწილეობას. ის იმუშავებს პროექტის ქორეოგრაფად და ასევე შოუშიც იცეკვებს. დღეს საქართველოში „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მორიგი პროექტი იწყება. უცნობია, იქნება თუ არა მის მონაწილეთა სიაში სალომე წაჭუა. სავარაუდოდ, მოცეკვავე პროვე პროექტზე ერთდროულად მუშაობას ვერ მოახერხებს. (ფოტოები)

დათო ტურაშვილის სახელით ფილმზე „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ფეიქნიუსი ვრცელდება

დათო ტურაშვილის შვილი, ანაკო სოციალურ ქსელში ავრცელებს სტატუსს, სადაც საუბრობს იმის შესახებ, რომ ფილმზე „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ცნობილ მწერალს არ გამოუთქვამს ის აზრი, რომელიც ბოლო დღეებია, სხვადასხვა საიტის საშუალებით ვრცელდება ინტერნეტში. „გამარჯობა, ინტერნეტსივრცეში (კერძოდ, რაღაც ფეიქ ან გაურკვეველი წარმომავლობის გვერდებზე) ვრცელდება მამაჩემის – დათო ტურაშვილის განცხადება ფილმ – “და ჩვენ ვიცეკვეთ” – თან დაკავშირებით. გთხოვთ, […]

გიორგი გვარჯალაძე: „მადლობა ჩემს გულს, რომ ამ ყველაფერს გაუძლო და არ გასკდა…“

გიორგი გვარჯალაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მცირე ხნის წინ გარდაცვლილი ქალიშვილის, ლენოს ერთ-ერთი ნახატი და მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც ლენოს ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვის ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა ან მშობლებს სხვა გზით დაეხმარა. გთავაზობთ გიორგის პოსტს: „მადლობა თემურ უგულავას და Stamba Hotel-ს საგამოფენო სივრცისთვის, Kharadze Gigi-ს ნახატების სკანირებისთვის, Tamuna Devdariani-ს და კომპანია ბიარტი/BiArt-ს ბეჭდვისთვის და ზედ გადაყოლისთვის, […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

მერაბ სეფაშვილი ახალ ალბომზე მუშაობს – „ელექტრონულ მუსიკას დიდხანს ვერ ვუსმენ…“

მერაბ სეფაშვილი ახალი ალბომის გამოსაცემად ემზადება. ის თემურ ნიკოლაიშვილის სტუდიაში უკვე მუშაობს და რამდენიმე კომპოზიციაც ჩაწერა, მათ შორისაა ძველი სიმღერები, რომლებსაც მომღერალი ახლებური არანჟირებითა და ვერსიით შემოგვთავაზებს. ალბომი მალე გამოვა და მას, რასაკვირველია, მომღერლის სოლოკონცერტიც მოჰყვება. მერაბ სეფაშვილი: ვამზადებთ ახალ ალბომს. თემურ ნიკოლაიშვილის სტუდიაში ვმუშაობ, გია მაჭარაშვილთან ერთად. სხვათა შორის, იქნება ახალი სიმღერებიც და ძველი […]

მერაბ სეფაშვილი დღეს 58 წლის გახდა

ცნობილი ქართველი მომღერალი, მერაბ სეფაშილი დღეს, 15 ოქტომბერს, იუბილარია. მას 58 წელი შეუსრულდა. მომღერლისთვის მისალოცად მისი შვილები და პროდიუსერი, გია გოგორიშვილი შეიკრიბნენ და დაბადების დღეზე სიურპრიზად პოპულარულ შემსრულებელს ტორტი მიართვეს. (ვიდეო)

მერაბ სეფაშვილის სოლოკონცერტზე ყველა ბილეთი გაყიდულია!..

მერაბ სეფაშვილი 14 ოქტომბერს სოლოკონცერტს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მართავს. ღონისძიება ,,ჩექ ინ ჯორჯიას” ფარგლებში და თბილისის მერიის ხელშეწყობით ტარდება. მომღერალი კონცერტს მუსიკალური ბენდის თანხლებით გამართავს, ბენდის ხელმძღვანელი: დავით მაზანაშვილ. ღონისძიების სპეციალური სტუმარი თბილისის ბიჭუნათა კაპელა და ახალგაზრდული გუნდია, ხელმძღვანელი: გელა ფარჩუკიძე. შემოქმედების 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი, ქართველი მსმენელისთვის კიდევ ერთი თბილი და საინტერესო […]

მერაბ სეფაშვილი: „თმა საზღვარგარეთ გადავინერგე…“

მერაბ სეფაშვილი 14 ოქტომბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გრანდიოზულ კონცერტს მართავს. ის სცენაზე მოღვაწეობის 40 წლის იუბილეს აღნიშნავს შესანიშნავ მუსიკოსებთან ერთად, რომლებიც მას გვერდს დაუმშვენებენ. მერაბი ამ ბოლო დროს იმიჯშეცვლილი წარდგა საზოგადოების წინაშე. მას ახალი ვარცხნილობა აქვს, რომელიც სოციალურ ქსელებში პოპულარული გახდა. ცნობილ მომღერალს „სტრადა“-ში შევხვდით და  ყველა საინტერესო თემაზე ვესაუბრეთ. მერაბ სეფაშვილი: 14 ოქტომბერს […]

მერაბ სეფაშვილი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტს გამართავს

14 ოქტომბერს მერაბ სეფაშვილი თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენას დაიკავებს. ცნობილი მომღერალი საკუთარი მდიდარი რეპერტუარით მსმენელის წინაშე კიდევ ერთხელ წარდგება. ღონისძიებისთვის მზადება უკვე დაწყებულია. ახლახან დაიდო ანონსი, რომელიც მსურველებს აუწყებს, რომ ბილეთების შეძენა კონცერტისთვის უკვე შესაძლებელია. კონცერტი „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში იმართება. ბიელთების შეძენა tkt.ge-ზეა შესაძლებელი. (ვიდეო)

რეკლამა