ნატალია ქუთათელაძე: „ერთი წელია, რაც გავთხოვდი და ჩემი ქმარი სულ გზაშია…“

0
3083

ნატალია ქუთათელაძემ ჯულიარდის ცნობილი სასწავლებელი დაამთავრა და აშშ-დან გერმანიაში გადავიდა, სადაც ბავარიის ცნობილი ოპერის თეატრში მიიწვიეს. მას იქ ერთწლიანი კონტრაქტი აქვს.

ნატალია უკვე ერთი წელიწადია, გათხოვილია, მისი მეუღლე აჩიკო ჯაფარიძეა, რომელიც მეორე ნახევარს ხელს უწყობს და მასთან ხშირად ჩადის მიუნხენში.

ნატალიამ ამის შესახებ ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

გერმანიაში ვისთან ერთად ცხოვრობ?

ნატალია ქუთათელაძე:

მარტო ვცხოვრობ. ხშირად, ჩემი ქმარი ჩამოდის, ნანი და ეკაც ჩამოდიან. ასე რომ ჩემი ოჯახის წევრები ხშირად მსტუმრობენ.

პირად ცხოვრებაზე არასდროს საუბრობ, თუმცა უნდა გკითხო: ქმარი როგორ ეგუება შენგან სიშორეს და რამდენად გიწყობს ხელს კარიერული თვალსაზრისით?

სულ ვამბობ, როგორც კარიერაში, ისე პირადშიც, ძალიან გამიმართლა. ძალიან ბედნიერი ვარ. ქმარი ყველაფერში ხელს მიწყობს და ცდილობს, სტიმული უფრო მომიმატოს, რომ მეტი ვიშრომო და მიზნის მისაღწევად ვიყო ორიენტირებული. მაქსიმალურად ცდილობს, გვერდით მედგეს, როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად. ის მთავარი მასტიმულირებელი ძალაა. ახლა იმ ეტაპზე ვარ, როცა ბევრს ვწავლობ. მიმაჩნია, რომ დიდი შრომა და გაძლება მჭირდება. ერთი წელია, რაც გათხოვილი ვარ და ფაქტობრივად, ჩემი ქმარი სულ გზაშია.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here