მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მიღებული თანხის ნაწილს თავისი ისტორიის მასწავლებლის მკურნალობას მოახმარს (ფოტოები)

0
1369

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა სოციალურ ქსელში აქვეყნებს ამაღელვებელ ამბავს თავისი ისტორიის მასწავლებლის შესახებ. ნუნუ ტუღუში სიცოცხლისთვის იბრძვის…

ლადო აფხაზავა წერს, რომ მიღებული თანხის ნაწილს სწორედ თავისი ისტორიის მასწავლებლის მკურნალობისთვის გაიღებს.

„ეს ქალბატონი, ნუნუ ტუღუში ჩემი ისტორიის მასწავლებელი იყო. ახლა ჩვენ კოლეგები ვართ და ერთად ვასწავლით ჩიბათის საჯარო სკოლაში. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მასთან თანამშრომლობა. ის ამ წუთებში სიცოცხლისათვის იბრძვის. იბრძვის, რომ ჩვენთან იყოს და კიდევ ემსახუროს მომავალ თაობას, სოფელს, თემს.

ყოველ შაბათ-კვირას დედაქალაქში უწევს მგზავრობა სხვადასხვა სამედიცინო პროცედურისთვის. მას სწორედ ახლა სჭირდება ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა. მე ვუერთები ნუნუ მასწავლებელს ამ ბრძოლაში და მის გვერდში ვდგები, მოგებული თანხის გარკვეული ნაწილი სწორედ მას გადავეცი.

ნუნუ მასწავლებელო, თქვენ აუცილებლად გაიმარჯვებთ და დაამარცხებთ ამ სენს. ახლა წინ შენი გამარჯვების აღნიშვნა გველოდება“.ფოტოები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here