მარიშკა ჯავახაძე: „მინდა, მოგიყვეთ ირანული რესტორნის მეპატრონეებზე, რომლებიც მთელი რუსთაველის ძაღლებს პატრონობენ…“

0
1008

მსახიობი მარიშკა ჯავახაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ირანული რესტორნის ფოტოს, სადაც მისი თქმით, ის ძაღლი შეიფარეს, რომელსაც თავადაც უვლიდა.

გთავაზობთ მარიშკას სტატუსს:

„მინდა, ირანული რესტორნის შეახებ მოგიყვეთ, რომელიც ჩემს სახლთან, რუსთაველის 40 ში მდებარეობს. დღეს გამოვედი სახლიდან და ჩემი მიკედლებული ალფა ვერსად ვნახე, აღმოჩნდა, რომ ამ რესტორნის მეპატრონეს და მენეჯერს დასაბანად და შესაკრეჭად წაუყვანიათ. დათბა გარეთ და დიდ ბეწვში ცოდოა, დასცხებაო. მთელი რუსთაველის ძაღლებს ესენი პატრონობენ, წვიმაში იფარებენ, სიცხეში წყალს ასმევენ და მუდამ ზრუნავენ მათ კვებაზე.

უბრალოდ, მინდოდა, მადლობა გადამეხადა მათთვის ❤

პ.ს დაბანილი და დავარცხნილი ალფას ფოტოსაც აუცილებლად განახებთ“.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here