მარიამ საჯაია “ფეისბუქში” სტატუსს აქვეყნებს:
“მე მოგიყვებით ერთ ამბავს
4 ნიჭიერი ადამიანი შევიკრიბეთ – “Travel Junkies” 9 ქვეყნის მოვლა გადავწყვიტეთ, ვადად 3 თვე ავიღეთ და არასაკმარისი ბიუჯეტით ვიწყებთ ოცნების ასრულებას. 2 კვირაში მივდივართ!
ეს ერთი ამბავი ვრცელი იქნება. ერთგვარი “კუსტარული” მაგრამ ზე–რეალური რეალითი–შოუ… მძაფრი ემოციებით, დაძაბულობებით, რთული ფიზიკური პირობებით, განსხვავებული გეოგრაფიული, კულტურული და სოციალური გარემოებით, ამ სამყაროში და საკუთარ თავში მოგზაურობით. მზად ვართ თავგადასავლისთვის, გადარჩენისთვის, ერთმანეთის გატანისთვის ან დაჭმისთვის, ხალის–დაძაბულობისთვის და ამის თქვენთვის გაზიარებისთვის…
ყველაფერი კი იმით იწყება, რომ მე სამსახური დავტოვე (გუშინ), ვტოვებ უძვირფასესს – შვილს, მეგობრებსაც, ჩემს კომუნასაც და კომფორტის ზონასაც. ჰო, კიდევ ყვავილებს ვტოვებ, 23 ცალ შვილს… ჩანთას ვალაგებ და მივდივარ.
სომხეთი, ირანი, პაკისტანი, ინდოეთი, მიანმარი, ტაილანდი, მალაიზია, სინგაპური, ინდონეზია – მანტრასავით ვიმეორებთ ბოლო დღეებია.
და ვართ დიდ სამზადისში რეალითი შოუს 4 მონაწილე და აქ შემოჰკრას ფანდრაიზინგის ზარმა!
ყველანაირი დახმარება და ხელის წაშველება გვინდა: სპონსორიან – თითო ადამიანისგან 2-3-5-10 ლარიანად…. იმიტომ, რომ ხელში გვიჭირავს მხოლოდ სამოგზაურო მოტივაცია, ზუსტი გეგმა და მცირე თანხა, რაც მხოლოდ წასასვლელად მომზადებაში შეიძლება დაიხარჯოს.
მოტივაცია ჩვენი დახმარების არის სხვადასხვა :
სპონსორებისთვის – რეკლამა, ორგანული მარკეტინგი 😉
მომავალი მოგზაურებისთვის – უზუსტესი Travel guide, რომ თუკი ოდესმე მთელი ამ გზის, ნაწილის თუ მონაკვეთის გავლა ენდომება, სახელმძღვანელო ექნება;
არ–და–ვერ მოგზაურებისთვის – ვისაც უბრალოდ სურვილი არ აქვს თვითონ გადახდეს თავს ან ფიქრობს, რომ ფიზიკურად ვერ შეძლებს, მაგრამ აინტერესებს რეალური თავგადასავლების შორიდან დაკვირვება ან მეგობარი ხარ, არა–მეგობარი ხარ, კეთილისმყოფელი ხარ, სხვისი გახარება გინდა…
გვჭირდება ყველაფერი, ანუ რამე, რაც შეგიძლია – anything can help… 5 ლარი, ფანარი, ფანდრაიზინგ წვეულების მოწყობა, კარავი, ინტერნეტი…
მართლა 5-10 ლარიც გვშველის – აი რომ ავიღოთ ჩემი ბოლო ფოტოს დამლაიქებლების რაოდენობაზე გამრავლებული.
ამ ამბის გაზიარება, ხმის გაგდება და ინფოს გავრცელებაც დიდი მადლია.
ემოციურ ნაწილზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესზე და ფიქრებზე არ დაგასპოილერებთ და ცალკე, შესაბამის პოსტში მოგახსენებთ” – წერს საჯაია.
May 31, 2017 / 1:32 pm
"!! სკანდალი !!! ოღონდ ვერაფრით ვერ ვხვდები რა არის სასკანდალო... ამბავია ატეხილი და მეც მინდა არსს ჩავწვდე. მე, მარიამ საჯაია, თანასწორობის მოძრაობის თანამშრომელი, ვარ ჟიურის წევრი “მის ტრანსგენდერის” კონკურსზე. რა არის აქ გასაკვირი? ჰომოფობი და ტრანსფობი რომ არ ვარ ეს? თუ ყოფილი პარლამენტის წევრი, ლგბტ ორგანიზაციაში რომ ვმუშაობ? რომ მართლა მაწუხებს ეს თემა? და რომ მილიონი არ მაქვს, ფეხი-ფეხზე რომ გადავიდო და შორეული კურორტიდან დავჩექინდე? თუ ყოფილი პოლიტიკური აფილიაციის გამო არ უნდა მივეღეთ სამსახურში?
31 მარტს თბილისში სილამაზის კიდევ ერთი კონკურსი "მის ტრანსგენდერი 2017“ გაიმართება. სილამაზის კონკურსის ორგანიზატორი, ლგბტ საქართველო და კონკურსის შარშანდელი გამარჯვებული ნატალია მაჭარაშვილია. ქვეყნის მთავარ ტრანსგენდერს სილამაზის და კარგი ჩაცმულობის მიხედვით შეარჩევენ. ღონისძიება სოციალურ ქსელში უკვე დაანონსდა და რეზონანსიც მოჰყვა. როგორც ანონსიდან ირკვევა კონკურსის ჟიურის წევრი, ყოფილი პარლამენტარი, მარიამ საჯაია არის. "მიუზიკ ბოქსი“ მარიამ საჯაიას დაუკავშირდა, მან დაადასტურა რომ „მის ტრანსგენდერის“ ჟიურის წევრი იქნება, რადგან თანასწორობის მოძრაობის წევრია, თუმცა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ჟიურის მეორე წევრი იქნება ჟურნალისტი და „მის დეკოლტე 2016“ ნინო ჭელიძე.
ნაციონალური მოძრაობის და წინა მოწვევის პარლამენტის ყველაზე ახალგაზრდა წევრი, მარიამ საჯაია შეყვარებულია. მისი რჩეული შაკო დაუშვილია. მარიამ საჯაიას შეყვარებული საქართველოს ბანკის თანამშრომელია. წყვილს ხშირად ხედავენ ამა თუ იმ თავშეყრის ადგილებში, თინა მახარაძესთან და მის შეყვარებულთან ერთად.
ნოე სულაბერიძე მარიამ საჯაიას მისი მოსაზრებების გამო აკრიტიკებს. პროდიუსერი საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ბმულს ერთ-ერთი ინტერნეტსაიტიდან, სადაც სოცქსელში საჯაიას მიერ გამოქვეყნებული სტატუსია გადატანილი.