Loudspeakers-ს ახალი ქართულენოვანი სიმღერა აქვს (აუდიო)

0
836

Loudspeakers-მა ახალი, ქართულენოვანი სიმღერა გამოუშვა, რომლის სახელწოდებაა „შენ“. მისი მოსმენა „იუთუბის“ საშუალებით შეგიძლიათ. ახალი კომპოზიციის ტექსტი ჯგუფის სოლისტს, ლევან ლაუდაძეს ეკუთვნის, მელოდიაზე კი მთლიანად ჯგუფმა იმუშავა.

ლევანს ვკითხეთ, აპირებენ თუ არა სიმღერაზე კლიპის გადაღებას, რაზეც აღნიშნა: „კლიპზე ჯერჯერობით არ ვფიქრობთ, რადგან ეს მხოლოდ დემო (სადემონსტრაციო) ვერსიაა და ალბომისთვის აუცილებლად გავასტუდიურებთ მაღალი ხარისხით“.

როგორც ლევანმა გვითხრა, ჯგუფი ახალ სიმღერებზე მუშაობს, რომლებსაც მსმენელი 10 მაისს, მათ კონცერტზე მოისმენს „ბარი-ბარში“.

Loudspeakers ასევე ემზადება „თბილისი ოფენ ეარზე“ გამოსასვლელად და კიდევ არაერთ სიახლეს ჰპირდებიან მსმენელს.

(აუდიო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here