ლელა წურწუმიას ახალ ვიდეორგოლს იღებენ

0
1043

ლელა წურწუმია თაყვანისმცემლებს მალე შესთავაზებს ახალ ვიდეორგოლს ახალ კომპიზიციაზე, რომლის სახელწოდებაა „წამიყვანე სიყვარულთან“.
ამის შესახებ მის ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე წერია.

კლიპის გადაღებები დაგეგმილია 17-18 აგვისტოს, ბათუმში.

შეგახსენებთ, რომ მომღერალს დიდი ხანია, ახალი ვიდეორგოლი არ ჰქონია და თავისი ერთგული მსმენელისთვის ეს სიურპრიზი ზაფხულის მიწურულისთვის შემოინახა.

პარალელურად, ლელა აგრძელებს გამოსვლებს სხვადასხვა კლუბში ცოცხალი პროგრამით, რომელიც ბენდ „ნონ სტოპთან“ ერთად აქვს გაკეთებული და მისი მსმენელისთვის საყვარელ ყველა ჰიტს მოიცავს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here