„შენ არ ხარ მაკას შვილი, მაკა არის შენი დედა!..“

12 აგვისტოს მაკა ზამბახიძის ერთადერთი ქალიშვილის, სალომე ჩიტაძის დაბადების დღეა. მომღერალმა სოციალურ ქსელში შვილის ფოტოები გამოაქვეყნა და მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა:

„დღეს ამ ახტაჯანა გოგოს დაბადების დღეა❤🎂❤ 18 წლის გახდი და გაგათამამებ ქებით! უზომოდ ნიჭიერი ხარ და დიდ შემოქმედებით წვას გისურვებ მთელი ცხოვრება! ვამაყობ, რომ ჩემი შვილი ხარ🙈❤

P.s შენ არ ხარ მაკას შვილი! მაკა არის შენი დედა! “

შეგახსენებთ, რომ მაკას გოგონა არაჩვეულებრივად მღერის და დედასთან ერთად ჯგუფ „ნონ სტოპთან“ ერთად გამოდის.

Scroll to Top