ლალი მოროშკინას პარტნიორი სოფელში დაბრუნდა

0
2371

ლალი მოროშკინას სატელევიზიო პარტნიორი ირაკლი კუკავა, ისევ სოფელს დაუბრუნდა. ის ”იბერიას” ეთერში აღარ გამოჩნდება. ამის მიზეზი ლალის და ირაკლის შორის არსებული დაპირისპირება გახდა.

განხეთქილების დეტალებზე ლალიმ და ირაკლიმ ჟურნალ ”სარკეში” ისაუბრეს. “ირაკლის კარგი ბიჭია, მაგრამ ვერ ერკვევა პოლიტიკაში. ამიტომ ეთერში პოლიტიკურ კითხვებს ვერ დასვამდა. ამიტომ თავმოყვარე ადამიანია, ადგა და წავიდა”, – განაცხადა მოროშკინამ.

თავად ირაკლიმ დაპირისპირების მიზეზებზე ღიად ისაუბრა.

”ელემენტარული რაღაცის გამო ვიჩხუბეთ, სტუმარი შენ რატომ გამოაცხადე მე უნდა გამომეცხადებინაო. მერე გარეთაც ვიჩხუბეთ და რადგან რეიტინგს ვუგდებდი, ავდექი და წამოვედი”-აცხადებს ირაკლი კუკავა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here