თაკო ჩხეიძე ცნობილი უცხოური სამოდელო სააგენტოსთვის საქართველოში ახალ სახეებს ეძებს

0
4817

თაკო ჩხეიძის სამოდელო სააგენტო Brave Models Management-ისთვის ახალ სახეებს ეძებს საქართველოში – თაკო ამის შესახებ საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

„გსურთ, მონაწილეობა მიიღოთ მილანის, პარიზის, ლონდონისა და ნიუ-იორკის მოდის კვირეულებში? Brave Model Management-ი ახალ სახეებს ეძებს საქართველოში!

✔14 ივნისს 14:00 საათზე „ჯეომოდელსში“ კასტინგი გაიმართება, რომელსაც „ბრეივის“ გენერალური დირექტორი, ბრუნო პაულეტა დაესწრება.

✔სააგენტოს მოწონების შემთხვევაში, საშუალება გექნებათ ითანამშრომლოთ მსოფლიოს წამყვან მოდის სახლებთან.

Brave-ის აღმოჩენილი სახეები უკვე წარმატებულად მუშაობენ მსოფლიო მოდის ბაზარზე – Bianca Balti, David James Gandy, Carmen Kass, Lia Pavlova, Stefano Seminara და Roos Abels ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული მოდელები არიან მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში, რომელთა კარიერის განვითარებაზეც სწორედ „ბრეივი“ ზრუნავს“.

როგორც თაკო აღნიშნავს, დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ სააგენტოსთან დაკავშირება „ფეისბუქის“ საშუალებით – Geomodels Agency.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here