კოსტა და სოფო „მხოლოდ ქართულიდან“: „გამარჯვებაზე არც ერთი არ ვფიქრობთ!..“

კოსტა და სოფო „მხოლოდ ქართულიდან“: „გამარჯვებაზე არც ერთი არ ვფიქრობთ!..“

კონსტანტინე კარანაძე და სოფო ბათილაშვილი რადიო „ფორტუნას“ ლაივის მეორე დღეს ესტუმრნენ. „მხოლოდ ქართულის“ მონაწილეები გადაღლილები არიან, რადგან მათთვის კონკურსის კიდევ ერთი დღე გულდასაწყვეტი აღმოჩნდა, როცა „მხოლოდ ქართული“ მისმა ერთმა მონაწილემ, შოთა ლეგაშვილმა დატოვა.

სამი საათი გიძინიათ მხოლოდ…

სოფო:

ძილმა გამოგვიცხადა ბოიკოტი დიდი ემოციების გამო, დაღლილობის, დიდი ემოციების გამო. შოთა ჩენი მეგობარია პირველი კასტინგის მერე. გრძნობ, რომ ყველა ლაივის მერე ასე იქნება – ან შენ გავარდები, ან სხვა. გირჩევნია, რომ შენ იყო, მაგრამ მერე ფიქრობ, ვეღარ ნახავ სხვა კონკურსანტებს.

კონკურენცია არ არის?

მე ხომ სხვა კონკურსზეც ვარ ნამყოფი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საერთოდ არ არის კონკურენცია.

კოსტა:

შემიძლია ვთქვა, რომ საერთოდ არანაირი კონკურენცია არ არის. ახლა, რაც დრო გადის, თითქოს ხომ უნდა დაიძაბოს სიტუაცია, მაგრამ არ იძაბება.

სოფო:

ადრე, თუკი რომელიმე კონკურსანტის რამე არ მოგწონდა, თავს იკავებდი თქმისგან, არადა, კარგი გინდოდა, მაგრამ ცუდად რომ არ ეფიქრა, ვერ ეუბნებოდი. ახლა უფრო გახსნილად ვართ. ერთმანეთს ყველაფერს ვეუბნებით, ახლობელი ადამიანებივით. ჩვენი თვალით დანახულ რჩევებს რომ ვუზიარებთ ერთმანეთს, უკეთესი გამოსვლები გვაქვს.

კოსტა:

როცა ჟიურის წევრი რომელიმეს გააკრიტიკებს ან დაბალ ქულას დაუწერენ, ეს ჩვენზეც მოქმედებს და ვეღარ ვმღერით. ერთ ადამიანზე ხომ აქვს გავლენა? ის რომ აღელდება, ჩვენზეც გადმოდის, რადგან ჩვენ მეგობრები ვართ.

ტექსტი რის გამო გავიწყდებათ?

სოფო:

წუწუნი გამომივა, ამაზე ლაპარაკი რომ დავიწყო, ასე რომ, არ არის ამის თქმა საჭირო. ჩემ შემთხვევაში სხვა მიზეზია, სხვის შემთხვევაში – სხვა. საერთოდ, ვცდილობ, შეცდომები წარსულში დავტოვო. ჩემი გუშინდელი ნამღერი „ალალ მე“ მოვისმინე, შეცდომები გავიაზრე, რა თქმა უნდა, არ მომეწონა და ამას გულწრფელად ვამბობ. რაც არ მომეწონა, დავიმახსოვრე და დანარჩენი გავუშვი, ასე ვთქვათ…

კოსტა:

არ ვიცი, თვითონ რა არ მოეწონა, მაგრამ ყველა დანარჩენს მხოლოდ მოწონება დაგვიტოვა.

სოფო:

არც კოსტა იტყვის, თავმდაბალია, რომ სტეფანესა და მაია დარსმელიძის სიმღერაში რეჩიტატივის ჩასმა თავად მოიფიქრა.

კოსტა:

რამდენიმე სიმღერა გავაერთიანე, ეს მიღებულია და რომც არ იყოს მიღებული, ორგანიზმი მთხოვდა, რომ ამ სიმღერას რაღაც სჭირდებოდა, გამეორება არ მინდოდა. სტეფანე და მაო იმდენად კარგი არტისტები არიან, რომ მათი მიბაძვა არ მინდოდა და ვერც მივბაძავდი. კაბუსა და „სახის“ სიმღერებიდან რეჩიტატივები ავიღე, მაგრამ „სახის“ მთლიანი ტექსტი დამავიწყდა და დავრჩი ასე (იცინის). ვფიქრობ, ისე რომ გამეკეთებინა, როგორც მომაფიქრდა, უკეთესი იქნებოდა. გუშინდელი გამოსვლა არ მეზიზღება, მაგრამ არც კმაყოფილი ვარ. თან, მერამდენედ უნდა დამავიწყდეს (იღიმის). არის დროის ფაქტორიც, ცოტა დრო გვაქვს. მინდა აღვნიშნო, რომ სოფოს შეუძლია ექსტრემალურად მცირე დროში მძიმეწონიანი სიმღერები, რომლებსაც ვერავინ ვერ იმღერებს, ისე შეასრულოს, რომ მილიონობით ნახვა ჰქონდეს.

სოფო:

დროის ფაქტორი არის, მაგრამ მე მაინც ვცდილობ, საკუთარ თავს დავაბრალო. კარგი იქნებოდა, ორი კვირა გვქონდეს, იმდენად კარგად მოვირგებდით სიმღერებს და ისე თავდაჯერებულები გავიდოდით სცენაზე… თუმცა ამ მოკლე დროში სიმღერების სწავლაც გამოცდილებაა.

(ვრცლად/ფოტოები)

სიახლეები/

|

May 23, 2018 / 1:39 pm

TOP სიახლეები

თეონა კონტრიძე სტეფანეს რუსოფობიის გამო აკრიტიკებს – „ვიღაცა ბრიყვებისთვის რუსეთი იქცა „გოიმობის“ სინონიმად…“

სტეფანე მღებრიშვილის რუსეთისადმი დამოკიდებულება კარგად არის ცნობილი. თავის დროზე მან „ევროვიზიისთვის“ ჩაწერა სიმღერა, რომელსაც თაკო გაჩეჩილაძესთან, ქრისტინე იმედაძესა და ნინი ბადურაშვილთან ერთად ასრულებდა და სახელწოდებიდან გამომდინარე (We don’t wanna put in), „ევროვიზიიდან“ პოლიტიკური ქვეტექსტის ქონის გამო მოხსნეს. სტეფანე რუსეთში კონცერტებს არ ატარებს, მიუხედავად იმისა, რომ როგორც თავად მცირე ხნის წინ დაწერა, უამრავი შეთავაზება აქვს. ახლახან […]

გიგა მაქარაშვილი: „ერთი კეთილი ამბავი უნდა მოგიყვეთ ნინო ქათამაძის შესახებ…“

სამოქალაქო აქტივისტი, ჟურნალისტი გიგა მაქარაშვილი, რომელმაც ახლახან, სოხუმის დაცემის დღეს, ენგურამდე თბილისიდან გზა ფეხით გაიარა, სოციალურ ქსელში ამ რთულ რთულ დღეებს იხსენებს და იხსენებს ასევე ნინო ქათამაძის ზარს, რომელმაც მისიე რთი საღამო შეცვალა. გთავაზობთ გიგას სტატუსს: „ერთი კეთილი ისტორია უნდა მოგიყვეთ, ჩემთვის ვინახავდი, მაგრამ ჯობს ბევრმა გაიგოს: ზესტაფონთან უნდა გამეთენებინა ღამე მსვლელობის მეშვიდე დღეს, ძილის […]

„მგონია, რომ ბელა მირიანაშვილი მიწაზე ფეხს არ ადგამდა“ – ქართული სტილის კერპის საღამო ფუნიკულიორზე

18 ოქტომბერს, ფუნიკულიორზე თბილისის მოდის კვირეულის მეთვრამეტე სეზონი ქართველი კინოვარსკვლავის, ულამაზესი ბელა მირიანაშვილისადმი მიძღვნილი საღამოთი გაიხსნა. ქართველებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კინომსახიობი სამწუხაროდ, ადრე წავიდა ამ სფეროდან, მაგრამ წარუშლელი კვალი დატოვა ყველაზე, ვინც მისი როლები ფილმში თუ სპექტაკლებში ნახა… ბელა მირიანაშვილის საღამო ბასა ფოცხიშვილისა და მისი გუნდის რეჟისურით დაიდგა. პროექტის წარმდგენი თბილისის მოდის კვირეულის „სტილის კერპის“ […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ანიტა რაჭველიშვილის გალაკონცერტზე, მისივე მიწვევით, სოფო ბათილაშვილი იმღერებს

25 ოქტომბერს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლებს. მსოფლიოში აღიარებული ქართველი მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილი მსმენელის წინაშე საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარდგება, დირიჟორი: ნიკოლოზ რაჭველი. მომღერალი წარადგენს კომპოზიციებს, რომელთა ორიგინალური ვერსიების ავტორი მაესტრო რაჭველი იქნება. ღონისძიების სპეციალური სტუმარი გახლავთ ახალი თაობის ვირტუოზი მევიოლინე ზუიუ ჰე. გალაკონცერტი ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული […]

სოფო ბათილაშვილს პატარა ბიჭუნამ ყვავილი აჩუქა (ვიდეო)

„მხოლოდ ქართულის“ გამარჯვებული, სოფო ბათილაშვილი, კონკურსის შემდეგ ძალიან დატვირთულია და სხვადასხვა რეგიონში კონცერტებით დადის. კონცერტებზე ის კომპოზიტორ ზვიად ბოლქვაძესა და ბენდ „ნიუტონთან“ ერთად გამოდის და ყველა იმ სიმღერის ახალ ვერსიას ასრულებს, რომლითაც ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი მომღერალი გახდა. სოციალური ქსელის მეგობრებს ის უამრავი სახალისო ვიდეოთი ანერბივრებს. მათ შორისაა ერთ-ერთი ვიდეო, სადაც უსაყვარლესი ბიჭუნა მას ყვავილს […]

სოფო ბათილაშვილი: „რუსულად რატომ მესაუბრებიან ქართველს ბათუმის ბულვარში კაფეებში გამყიდველები?“

სოფო ბათილაშვილი ზვიად ბოლქვაძესა და „ნიუტონთან“ ერთად, სხვადასხვა რეგიონში კონცერტებს მართავს. მცირე ხნის წინ ის ბათუმში იმყოფებოდა და სოციალურ ქსელში გაკვირვება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რატომ ესაუბრებიან მას გამყიდველები რუსულ ენაზე. სოფო წერს: „რუსულად რატომ მესაუბრებიან ქართველს ბათუმის ბულვარში კაფეებში გამყიდველები? რატომ ჟღერს რუსული არაბოდიშით და ბანძი სიმღერები უამრავ კაფე-შმაფე-რესტოღრანში?! და აი, ქართველი რო ხარ,რო გაგიგია […]

ზვიად ბოლქვაძე სოფო ბათილაშვილსა და ნუკრი კაპანაძესთან ერთად – კონცერტი ბათუმში

კომპოზიტორი ზვიად ბოლქვაძე, ნუკრი კაპანაძესა და სოფო ბათილაშვილთან ერთად 31 ივლისს, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში მსმენელის წინაშე წარდგება. “უკვდავი ქართული ჰანგები ზვიად ბოლქვაძესთან და აფხაზეთის კაპელასთან ერთად”, ასე ჰქვია ღონისძიებას, რომელსაც ქართული სიმღერის მოყვარულები აუცილებლად უნდა დაესწრონ. შესრულდება ქართული მელოდიები ახალი, ძალიან საინტერესო და ორიგინალური ინტერპრეტაციებით, რომლებიც, რასაკვირველია, ზვიად ბოლქვაძეს ეკუთვნის. ღონისძიება საღამოს რვა საათზე დაიწყება. […]

როგორ უკრავს ფანდურზე სოფო ბათილაშვილი: „მრცხვენოდა, რომ ფანდურზე დაკვრა შემეძლო…“

„მხოლოდ ქართულის“ გამარჯვებული, სოფო ბათილაშვილი ქართულ სიმღერასთან ერთად, ქართულ ინსტრუმენტებსაც მიუბრუნდა, რომლებზე დაკვრაც სცოდნია და ახლა თავიდან იხსენებს. სოფომ გააზიარა ვიდეო, სადაც ფანდურზე უკრავს და დაწერა: „წლების მერე რომ უბრუნდები რაღაცას, რაც შენი ცხოვრების ნაწილი იყო… რაღაც პერიოდი მრცხვენოდა,რომ ფანდურზე დაკვრა შემეძლო, ახლა ვხვდები,რომ დიდი სისულელე ხდებოდა ჩემს თავს. დღეს მიხარია, რომ შემიძლია დავუკრა რამდენიმე […]

რეკლამა