ხატია შამუგიამ „ისი პარი“ დატოვა – „შენ გარეშე ეს კომპანია წარმოუდგენელია…“

0
678

ხატია შამუგიამ „ისი პარი“ 12-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში პატარა სტატუსში დაწერა. ცნობილ პიარმენეჯერის, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ წლების განმავლობაში გაწეული მუშაობის შედეგად, სურნელოვან სამყაროსთან და თავად ამ კომპანიასთან ასოცირდება, არ დაუსახელებია მიზეზი, თუ რატომ გადაწყვიტა „ისი პარის“ დატოვება, თუმცა წერს, რომ წინ დიდი გეგმებია.

გთავაზობთ ხატიას სტატუსს:

„12-წლიანი ურთიერთობა დასასრულს მიუახლოვდა!

ჭირი იქა – ლხინი აქა.

ქატო იქა- ფქვილი აქა.

ცვლილებების და გამოწვევების დროა 2021-ში“.

ხატია შამუგიას ამ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რასაკვირველია, წერენ, რომ ეს კომპანია ხატიას გარეშე ვერ წარმოუდგენიათ.

ხატიას ამ სტატუსს სამასზე მეტი კომენტარი მოჰყვა, მათ შორის ცნობილი ადამიანებისგანაც. პიარმენეჯერს უწერენ, რომ ის ნებისმიერი დიდი კომპანიისთვის დიდი შენაძენი იქნება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here